საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! – გერმანიის ელჩი

“საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ”, – წერს გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი სწორედ გერმანიას დაუპირისპირდება საქართველო-ესპანეთის მატჩში გამარჯვებული გუნდი მეოთხედფინალში. ცნობისთვის, EURO 2024-ის მერვედფინალში გერმანიამ დანია დაამარცხა. საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებები კიოლნში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

“წამლებზე დადგენილი რეფერენტული ფასების არასწორი კალკულაციები დაკორექტირდა” – ასოციაცია

“რეფერენტული ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის” – ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არადა ბიზნესი შესაბამისი ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვს, რადგან პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული მეთოდოლოგიით შედგენილი ფასების გამო, ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტი წარმოიქმნა და მიწოდების ჯაჭვები დაირღვა. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული […]

ვიქტორი ორბანი, ჩეხეთის ყოფილ პრემიერი და ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ევროპარლამენტში ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. Telex-ის ინფორმაციით, ორბანმა, კიკლმა და ბაბიშმა შესაბამისი განცხადება ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ გააფორმეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც […]

აშშ-ს 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა 4.22%-მდეა შემცირებული

TBC კაპიტალი ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მაისში, აშშ-ის სამრეწველო წარმოება 0.9%-ით გაიზარდა, რაც უკანასკნელი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ზრდაა და გამოწვეულია წარმოების სექტორის ბოლოდროინდელი გამოცოცხლებით. ამავდროულად, ევროზონის წლიურმა ინფლაციამ, გასულ თვეში, 2.6%-ს მიაღწია, აპრილის 2.4%-თან შედარებით, რითაც კიდევ უფრო დაშორდა ECB-ის 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს. აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა არაერთგვაროვნად იცვლება. 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა […]

გერმანიის ელჩი – საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!

საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია. შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით – 2:0 დაამარცხა. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში გამარჯვებული მეოთხედფინალში […]

თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თინა ბოკუჩავამ ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის სახალხო პარტიას“ სიტყვით მიმართა. “ახლახან დავიკავე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის საქართველოში. უნდა აღვნიშნო, რომ წინა თავმჯდომარეს გადადგომა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმისას მიღებული მძიმე ფიზიკური დაზიანებების […]

ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე „The 8th Eurasia Expo“ იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომერციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა და მასში 70 ქვეყნის […]

ნიკოლოზ მაისურაძეს ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა

ნიკოლოზ მაისურაძეს (80 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში, ბოლო წამზე დაკარგა ოქროს მედალი, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ალდატ კესაევთან შეხვედრაში. გუშინვე, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა რატი რევაზაშვილი (65 კგ). რეპეშაჟის ფინალში მან თურქი კორაი ეკენი დაამარცხა (4:2).

ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა – “სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ…”

ჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა – “სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ…” თბილისის “დინამოს” ყოფილმა ფორვარდმა შემდეგ კი მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა ესპანეთი საქართველოს მატჩის წინ Marca-ს ინტერვიუ მისცა და ევორპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, მიდიოდა საუბრები, რომ მას შესაძლოა, “ჯვაროსანთა” რიგებში ეთამაშა. “დინამოში” […]

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

კვირას, 30 ივნისს, საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწყო. ფრანგები ეროვნული ასამბლეის – პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. ქვეყანაში მოქმედებს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი იმარჯვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიიღებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას. თუ ეს არ მოხდა, იმართება მეორე ტური (საფრანგეთში ის 7 ივლისს […]