ნიგერიაში აფეთქებებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბორნოს შტატში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად მინიმუმ 18 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავდასხმები ქორწილსა და დაკრძალვაზე შეკრებილებსა და საავადმყოფოზე განახორციელეს. დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან. ადგილობრივი მედიის ნაწილი იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით მეტია. გამოცემები: […]

საშუალო IQ-ს მაჩვენებლის რეიტინგში საქართველო რუსეთს და სომხეთს უსწრებს – რეიტინგი

International-IQ-test.com-ის მონაცემები, ქვეყნების საშუალო IQ-ს რეიტინგში საქართველო 21-ზეა. ინფორმაციას Ranking Royals ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული რეიტინგი დაფუძნებულია, 2023 წელს, მსოფლიოში ჩატარებულ 1 691 740 ტესტის მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიხედვით, საშუალო IQ მაღალია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. საშუალოსთან ახლოსაა IQ-ს მაჩვენებელი ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, დასავლეთ აზიაში, ოკეანეაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხოლო ცენტრალურ და სამხრეთ […]

ავტობუსები და მეტრო ესპანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგაც იმუშავებს

თბილისის მერია აცხადებს, რომ დღევანდელი მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. მერიის ცნობით, ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის დღეს, 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. მერია ასევე იუწყება, რომ თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი […]

მსოფლიოში ყველაზე იაფი დიზელი ვენესუელაშია და 1 თეთრი ღირს – ქვეყნების რეიტინგი

ქვეყნების რეიტინგს, სადაც დიზელი ყველაზე იაფია Global Petrol Price აქვეყნებს. სიის სათავეში 40 ქვეყანას შორის ვენესუელაა. 2024 წლის ივლისში იქ 1 ლიტრი დიზელი $0.004 ღირდა (საშუალოდ 1 თეთრი). კვლევაში ნათქვამია, რომ მსოფლიოში 1 ლიტრი დიზელის საშუალო ფასი 1.23 აშშ დოლარია. სამეულშია ირანი და ლიბია. ათეულში მე-10 ადგილზე მოხვდა მეზობელი აზერბაიჯანი, სადაც დიზელი 0.471 დოლარი ღირს. […]

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც, შეიძლება ისტორია დაწეროს, რადგან ულტრა მემარჯვენეები ხელისუფლებაში მოსვლასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ BBC-ი წერს. წინასაარჩევნო გამოკითხვებში მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას პარტია „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს.

ირანის პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს

ირანში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა, 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ: ყოფილი დეპუტატი მასუდ პეზეშკიანი, უსაფრთხოების საბჭოს წევრი საიდ ჯალილი, პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ გალიბაფი და ყოფილი შს და იუსტიციის მინისტრი მოსტაფა პურმოჰამადი. ირანის ისლამური რესპუბლიკის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, მოხსენ ესლამის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 24.5 მილიონმა ადამიანმა მიიღო. […]

“გასულ სეზონში ხვიჩას ოთხჯერ დავუპირისპირდი და ამის თქმა შემიძლია…” – კარვახალი კვარაცხელიას შესახებ

ესპანეთის ნაკრებისა და “რეალის” მცველმა დანი კარვახალმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ გასული სეზონის ოთხი დაპირისპირდებიდან, მან ქართველი ფეხბურთელი შეაჩერა. “კვარაცხელიას გასულ სეზონში ოთხჯერ შევხვდი. ეს ორჯერ ნაკრებთან ერთად მოხდა და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგაზე “რეალის” რიგებში. მან გოლი გაგვიტანა, თუმცა მთლიანობაში შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა შევაჩერე. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. ნაკრებში სხვა პოზიცია […]

ევროკავშირმა SWIFT-ის რუსულ ანალოგს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, მე-14 სანქციების პაკეტის ფარგლებში, კომპანიებს აუკრძალა, არ გამოიყენონ რუსეთის ბანკის „ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა“ (СПФС) – SWIFT-ის რუსული ანალოგი. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, The Moscow Times იუწყება. „საბჭომ გადაწყვიტა აეკრძალოს ფინანსური შეტყობინებების სისტემის (FMTS) გამოყენება, რომელიც შემუშავებულია რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ შემაკავებელი ზომების ეფექტის გასანეიტრალებლად. ევროკავშირის ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ფარგლებს გარეთ, აეკრძალებათ SPFS […]

როგორია ვალუტის კურსი ორშაბათამდე?

ბოლო, 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით 2 თეთრზე მეტად გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 2.26 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8101 ლარია. ორშაბათამდე, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0082 ლარია. 3.03 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5539 ლარი გახდა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრი – რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ჩვენი პოლიტიკური დაყოფით, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში

შვედეთის თავდაცვის მინისტრი, პოლ იონსონი მიიჩნევს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსზე რუსეთის თავდასხმა გარდაუვალი არ არის, მაგრამ ის აგრძელებს ნატო-სა და ევროკავშირში მოკავშირეების გაყოფის მცდელობას. პოლ იონსონმა შესაბამისი განცხადება Bild-თან ინტერვიუში გააკეთა. იონსონის თქმით, რუსეთი მზადაა დიდი პოლიტიკური და სამხედრო რისკებისთვის და დიდი ამბიციები აქვს საკუთარი შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციისთვის. ”საუკეთესო, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, […]