ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენების პრობლემა აღარ არის – E-space

E-space-ს გენერალური დირექტორი, დავით იოსავა აცხადებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების დამტენების პრობლემა აღარ არის. როგორც მან “საქმის კურსის” ეთერში აღნიშნა, ამ ეტაპზე 50 დამტენი არის დამონტაჟებული.

ვიქტორ ორბანი, ჩეხეთის ყოფილ პრემიერი და ავსტრიის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი ევროპარლამენტში ჯგუფს ქმნიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ჰერბერტ კიკლმა და ჩეხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს. Telex-ის ინფორმაციით, ორბანმა, კიკლმა და ბაბიშმა შესაბამისი განცხადება ვენაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. მათ გააფორმეს „პატრიოტული მანიფესტი ევროპის მომავლისთვის“, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ევროპელების წინააღმდეგ აღმოჩნდა და ახლა წარმოადგენს ინტერესებს, რომლებიც […]

ნინო ლაცაბიძე – დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს

რუსთავში, მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 2024-ის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით აღდგა და წელს პირველად გაიმართა. ინფორმაციის თანახმად, რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმისთვის მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, ის კომპოზიციები და სკულპტურები იყო განთავსებული, რომლებსაც წელს უცხოელი და ქართველი ხელოვანები, 20 დღის განმავლობაში ექსკლუზიურად ქალაქისთვის ქმნიდნენ. […]

გერმანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის წინ საქართველოს წარმატებებს უსურვებს. “საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში. გისურვებთ წარმატებას!” – წერს ფიშერი X-ზე. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალური მატჩი დღეს, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. გერმანიამ მერვედფინალურ მატჩში დანია 2:0 დაამარცხა.

ოფიციალურად: “ნაპოლი” 6 ფეხბურთელს დამეშვიდობა

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” 6 ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა და ისინი მომავალ სეზონში “პარტენოპეის” რიგებში აღარ იასპარეზებენ. მომავალ სეზონში ანტონიო კონტეს განკარგულებაში პიოტრ ზელინსკი, დიეგო დემე, ლეანდერ დენდოკერი და მეკარებიი პიერლუიჯი გოლინი და ჰუბერტ იდასიაკი არ იქნებიან. “პარტენოპეის” ახალი დამრიგებელის ინიციატივით, “ნაპოლი” რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ყველაფერი უფრო დეტალურად ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

ევროკავშირის შემფასებელთა მისია პოზიტიურად აფასებს საქართველოს აგრარულ სექტორში მიღწეულ პროგრესს – სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის შემფასებელთა მისიასთან შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეოთხე ფაზის 2023 წლისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც სურსათის უვნებლობის და სოფლის განვითარების კომპონენტებს მოიცავს. „შემფასებელთა მისიამ […]

ევროკავშირმა რუსეთისთვის ფრენების აკრძალვა გააფართოვა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი 14-ე პაკეტით, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთისთვის ფრენების აკრძალვის გაფართოებას მოიცავს. ამის შესახებ Европейская правда ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ევროკავშირის საბჭოში აღინიშნა, ევროკავშირის ტერიტორიაზე დაფრენის, მისგან აფრენისა და მასზე ფრენის აკრძალვა ასევე ვრცელდება გრაფიკის მიღმა ფრენაზე, თუ აფრენის ან დაფრენის ადგილი და დრო განისაზღვრება რუსეთის ფიზიკური ან იურიდიული პირების, სტრუქტურების ან […]

თურქეთის რამდენიმე რეგიონში ტყის ძლიერი ხანძრებია

თურქეთში გუშინ გაჩენილი ტყის ხანძრები, ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ განაცხადა. მინისტრმა იზმირ სელჩუკში, მენდერესსა და ბალიქესირ სუსურლუქში გაჩენილ ხანძრებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მენდერესში ცეცხლმა 150 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა, სელჩუკში კი 350 ჰექტარი. მინისტრ, იუმაკლის თმით, ხანძარი სიგარეტის ნამწვავმა გამოიწვია და ბრალდებულებიც უკვე […]

“სოფელ ზოდის გადასარჩენად” – აქცია “ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოდში საპროტესტო აქცია მიმდინაროებს. ადგილობრივები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ სოფლის ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებას. მათი თქმით, კომპანიის მიერ დაგეგმილი სამუშაოები დააზიანებს გარემოს და სოფელში ცხოვრება გაუსაძლისი იქნება. ზოდელების აქციას შეუერთდა მოძრაობა “რინის ხეობის გადარჩენისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანიც. სოფლის ცენტრში მიმდინარე აქციის შემდეგ, მონაწილეები გადაინაცვლებენ “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისთან. […]

საქართველო ევრო 2024-ის მთავარი სენსაციაა, მე მიყვარს ასეთი თამამი გუნდები – კევინ კურანი

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენაა – ამის შესახებ ორი ევროპული ქვეყნის ნაკრებების ვეტერანი ფეხბურთელები თანხმდებიან. „აღმოსავლეთ ევროპას თუ გადავხედავთ, ყველა ჩვენი მეზობელი გავარდა. ვფიქრობ, სლოვაკეთი შესანიშნავი იყო. ჯგუფურ ეტაპზე საქართველომაც ძალიან კარგად ითამაშა. ამიტომ, ტურნირის მთავარ აღმოჩენებად სლოვაკეთსა და საქართველოს დავასახელებ“, – განაცხადა სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მარტინ იაკუბკომ. მას ეთანხმება გერმანიის ეროვნული გუნდის […]