სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკში, შეროზიას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან დროულად და უვნებლად გამოვიდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი დახმარება […]
სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ აღინიშნა

დიდი ქართველი მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 366 წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ ტანძიაში სახალხო ფესტივალი „საბაობა 2024“ აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ქართული საბრძოლო ხელოვნების სპექტაკლს, ასევე, კონცერტს ადგილობრივი შემოქმედებითი […]
კამიკაძე თვითმკვლთა აფეთქებების სერიას ნიგერიაში სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

კამიკაძე მოიერიშეების მიერ ნიგერიაში კვირას ერთდროულად რამდენიმე აფეთქება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალები. 48 – დაშავდა. უცნობმა ადამიანებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები წელზე შემოიკრეს და თავი აიფეთქეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს პროვინციაში ხალხმრავალ ადგილებში, მათ შორის ქორწილში, საავადმყოფოში და დაკრძალვის ცერემონიაზე. ნიგერიული პრესის შეფასებით, მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება უფრო […]
გერმანიისკენ ბოლო ჩარტერული რეისი გაფრინდა – ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად 10 000 ქომაგი ისევ სტადიონზე შეიკრიბება

გულშემატკივრების მორიგი ნაკადი საქართველოდან გერმანიის მიმართულებით უკვე დაიძრა. კიდევ ერთი ჩარტერული რეისი, ამჯერად კელნის მიმართულებით დაინიშნა. მთავრობის სუბსიდირებით მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრის საგულშემატკივროდ საერთო ჯამში, 4 ჩარტერი შესრულდა. ისინი იმედოვნებენ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაამარცხებს. დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მეუფე იაკობი: ხან რა რეზოლუციას და ხან რას იღებენ – შიში აქვთ, უკრაინაში ომი რომ დამთავრდება, თვითონ არ გახდნენ დარტყმის ობიექტები

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო წირვა ხირსის მამათა მონასტერში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ისაუბრა საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე, ერთიანობის მნიშვნელობაზე და გააკრიტიკა საქართველოში გარე ძალების ჩარევის მცდელობები. მან მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. „ძალიან კარგი რამ მოხდა რამდენიმე დღის წინ. მართლაც გმირი ბიჭები არიან, რომლებმაც ეს სიხარული გვაჩუქეს. შეხედეთ, […]
“წამლებზე დადგენილი რეფერენტული ფასების არასწორი კალკულაციები დაკორექტირდა” – ასოციაცია

“რეფერენტული ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის” – ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არადა ბიზნესი შესაბამისი ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვს, რადგან პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული მეთოდოლოგიით შედგენილი ფასების გამო, ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტი წარმოიქმნა და მიწოდების ჯაჭვები დაირღვა. საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ჯანდაცვის სამინისტროს განახლებული […]
ბათუმში საერთაშორისო სასტუმროების ბრენდის, ibis Styles-ის პირველი ობიექტი გაიხსნა

საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი ibis Styles აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად დაათვალიერა. „ბოლო წლების განმავლობაში, ბათუმი მართლაც გადაიქცა ევროპაში წამყვან ტურისტულ და საინვესტიციო მიმართულებად. ძალიან მახარებს, რომ ბათუმში ინტენსიურად იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ახალი სასტუმროები, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს ვიზიტორებს […]
საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში – პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანია საქართველოს მეოთხედფინალში სათამაშოდ ელოდება. „საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში, წარმატეტები“, – წერს ფიშერი. შეგახსენებთ, რომ დღეს 23:00-ზე, გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
საქართველო თუ პორტუგალიას მოუგებს, ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გავყიდით“ – Socar -ის დაპირება

Socar-ი ესპანეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში პირობას დებს, რომ 1 ივლისს, 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავს 2 ლარად გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. „თუ პორტუგალიას მოვუგებთ, მე….“ ასე ჩავუთქვით ყველამ ერთად დაპირებები და ცოტას თუ გვჯეროდა, რომ მართლაც მოვიგებდით. 2-0 საოცარი გამარჯვება! და სოკარის გუნდი სიხარულით ვეხმარებით გულშემატკივრებს დაპირებების შესრულებაში. […]
ესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ – AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

ესპანური პოპულარული გამოცემა AS წერს, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში უკვე ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს და ამიტომ, შესაძლო პენალტების სერიის განხილვაცაა საჭირო. წყარო უშუალოდ საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი მამარდაშვილის სტატისტიკაზე ამახვილებას ყურადღებას. ირკვევა, რომ “ჯვაროსანთა” კიპერს კარიერაში ჯამში 19 პენალტი დაურტყეს, საიდანაც 5 მოიგერია (3 “ვალენსიაში” და 2 “ლოკომოტივში”). უშუალოდ პენალტების სერიაში გიორგიმ 4-ჯერ ითამაშა. 17 თერთმეტმეტრიანიდან […]