2024 წელს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი არგენტინას ჰყავს – FIFA

FIFA-მ მსოფლიოში 40 საუკეთესო საფეხბურთო გუნდი მოავლინა. 2024 წლის აპრილისთვის, ამ სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ვერ მოხვდა. FIFA-ს მონაცემებით, მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდი, FIFA-ს მამაკაცთა მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, არგენტინას ჰყავს. არგენტინის საფეხბურთო გუნდს მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი – 1958 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა საფრანგეთის საფეხბურთო გუნდი – 1840 ქულით; მესამეზე – ბელგიის საფეხბურთო გუნდი 1798 […]

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა გუნდების სასტარტო შემადგენლობები: საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში არიან: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე. რაც შეეხება ესპანეთს: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, კუკურელია, პედრი, როდრი, ფაბიან რუისი, იამალი, მორატა, უილიამსი. […]

რუსეთმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბები დაუშინა. არის მსხვერპლი და ნგრევა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ 30 ივნისს, ხარკოვის დაბომბვის შედეგად “სამწუხაროდ უკვე გვაქვს ინფორმაცია ერთ დაღუპულზე. გრძელდება დაბომბვის ადგილის შემოწმება“, – განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა. ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ მოწინააღმდეგემ ქალაქ ხარკოვს დაუშინა მართვადიო საავიაციო ბომბები, რომლებმაც თითქმის ქალაქის ცენტრამდე მიაღწიეს. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო […]

ესპანეთის სუსტი წერტილი და ჩვენი ნაკრების პლიუსები – Gaius Marius Oboba

ვის ვხვდებით დღეს და რა არის ჩვენი შანსები. იმ გუნდთან, რომელმაც ბოლო 4 ოფიციალურ შეხვედრაში 16 გოლი გაგვიტანა. ⚽ფიზიკა – საშუალო ასაკი ორივე გუნდის თითქმის იდენტურია (27-ის ფარგლებში). მაგრამ ცარიელი სტატისტიკა არ ვარგა როგორც წესი. ესპანელებს ზოგადად უფრო ახალგაზრდა გუნდი ყავს. დე ლა ფუენტე აშენებს მომავლის ესპანეთს, სადაც რამოდენიმე გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, არიან გიჟურად მოტივირებული […]

ესპანეთი – საქართველო. სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

ახლა მე დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ნუთუ იმ 11 ფეხბურთელიდან 11 ივემ აღიდგინა ფორმა ასე მოკლე დროში? როცა ლოგიკაში პრობლემაა, სადღაც იჩენს თავს. წარმატება ეროვნულ ნაკრებს!

სალომე ზურაბიშვილი საქართველო – ესპანეთის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – ესპანეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა […]

“ის, რაც დღეს მოედანზე უნდა მოხდეს…” – რას წერს კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე: დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის, რაც დღეს ფეხბურთის მოედანზე უნდა მოხდეს”, ფეხბურთზე ბევრად მეტია. დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით-როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ქვეყნის ისტორია სწორედ ამის დასტურია. ამ შემართებამ გააძლებინა ჩვენს პატარა ქვეყანას საუკუნეების მანძილზე და არა მხოლოდ […]

რაზე მუშაობს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანია Block Energy საქართველოში – ინტერვიუ პოლ ჰეივუდთან

კომპანია Block Energy, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე მუშაობს, მიმდინარე ეტაპზე ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის პროექტზე, ასევე ბუნებრივი აირის პროექტის განსავითარებლად პარტნიორის მოძიებაზეა ფოკუსირებული. კომპანია პერსპექტიულად უყურებს Georgia Oil and Gas-თან თანამშრომლობასაც, რაც სალიცენზიო არეალების გაერთიანებას გულისხმობს, არსებულ ბიზნესგარემოს კი დადებითად აფასებს. BMG-ის კითხვებს Block energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა უპასუხა. 6 […]

ეუთომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად აღიარა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე მიიღო რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი პაველ ფროლოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს. რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესახებ მიღებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების აუცილებელი წინაპირობა რუსეთის დეკოლონიზაციაა. მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ორგანიზაციის […]

ჭკვიანი მოწყობილობების გლობალური მიწოდება 2024 წელს 5%-ით გაიზრდება – Canalys

ანალიტიკოსების აზრით, თან სატარებელი ჭკვიანი ელექტრონული მოწყობილობების გლობალური ბაზარი,პირველ კვარტალში 0.2%-იანი მცირე ვარდნის მიუხედავად, 2024 წელს 5%-ით გაიზრდება და 194 მილიონ ერთეულს მიაღწევს. Canalys-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს გამოწვეული იქნება ჭკვიან საათებზე მოთხოვნის 4%-იანი და ძირითად საათების სეგმენტზე 10%-იანი ზრდით. Canalys Research-ის ანალიტიკოსმა ჯეკ ლეთემმა განაცხადა, რომ მაჯის საათების პოპულარობა გლობალურად იზრდება და მისმა მოცულობამ […]