რუმინეთი და ბულგარეთი ევროზე გადასვლას ჯერ ვერ შეძლებენ

რუმინეთი და ბულგარეთი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ იმ ეკონომიკურ მოთხოვნებს, რაც ევროზე გადასვლისთვისაა საჭირო, – ამის შესახებ „ევროპის მოამბე“ ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით წერს. ევროპის ცენტრალური ბანკი და ევროკომისია ამის მიზეზად იმას ასახელებს, ვერც რუმინეთი და ვერც ბულგარეთი ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებენ იმ ეკონომიკურ მოთხოვნებს, რაც ევროზე გადასვლისთვისაა საჭირო. ორივე ქვეყანას ევროს შემოსაღებად საკმაოდ […]
ბულგარელ მართლმადიდებელთა პატრიარქად უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომხრე მიტროპოლიტი დანიელი აირჩიეს

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც ტრადიციულად ახლო ურთიერთობაშია მოსკოვის საპატრიარქოსთან, კვირას, 30 ივნისს, თავის ახალ პატრიარქად აირჩია 52 წლის მიტროპოლიტი დანიელი, რომელიც ღიად უჭერდა მხარს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურის ცნობით, წმინდა სინოდის შეკრებაზე, რომელიც ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი საეკლესიო ორგანოა, დანიელს მხარი დაუჭირა 138-იდან 69-დელეგატმა. მისმა კონკურენტმა გრიგორიმ, რომელიც ნეიტრალურ პოზიციას იცავს, […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც პირველ ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, პირველ ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სამხედრო […]
გერმანულ ბანკს ინვესტორების შერჩევაში AI დაეხმარება – FT

გერმანიის Baader Bank საბირჟო ვაჭრობის ფონდების ბაზარზე ახალი სტრატეგიით შემოდის და გეგმავს, რომ ინვესტორების შერჩევაში ხელოვნურ ინტელექტი გამოიყენოს. ამის შესახებ Financial Times იუწყება. Baader Bank-ის მართვის განყოფილება გეგმავს შექმნას ხელოვნური ინტელექტის გაძლიერებული ევროზონის სააქციო ფონდი. ბირჟაზე ვაჭრობის საინვესტიციო ფონდი ფრანკფურტის Xetra ბირჟაზე ივაჭრებს. ფონდი იქნება პირველი ევროპაში, რომელიც ასე ძლიერად დაეყრდნობა AI-ს აქციების შერჩევისას. მოდელი […]
თურქეთში ტყის ხანძარია

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ტყის ხანძარია. ადგილზე ხანძრის 16 კერაა. სტიქიის ზონასთან ახლოს მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამო დაიკეტა იზმირისა და ალაჩათის დამაკავშირებელი გზატკეცილი. თურქული მედია წერს, რომ სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ზელენსკი განმარტავს, თუ რუსეთთან მოლაპარაკების რომელ მოდელს დაუჭერს მხარს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მხოლოდ ერთ მოდელს ხედავს. ეს უნდა იყოს სამმხრივი შეთანხმება შუამავლების მეშვეობით, როგორიც მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით დაიდო. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ ზელენსკი ესაუბრა გამოცემა The Philadelphia Inquirer-ის ჟურნალისტს. „ეს მოდელი პირველად გამოიყენეს მარცვლეულის დერეფნის მაგალითზე, როდესაც უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან. […]
საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისი პარტია 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა. “ისე ვერ მოვიქცევი, თითქოს არაფერი მომხდარა”, – განაცხადა მაკრონმა, როცა მისი კონკურენტის, მარინ ლე პენის პარტიამ მასზე 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო. რომ არა მაკრონის ეს გადაწყვეტილება, საფრანგეთის პარლამენტი ჯერ კიდევ მოქმედი შემადგენლობით 2027 […]
გატუზო რაკიტიჩს “ჰაიდუკში” უხმობს

ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელიც ახლა საუდის არაბეთის “ალ-შაბაბში” თამაშობს, შეიძლება კარიერა “ჰაიდუკში” გააგრძელოს, – იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. სპლიტური კლუბის ხელმძღვანელობას 36 წლის რაკიტიჩის შეძენა გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მოსთხოვა. გასულ სეზონში რაკიტიჩმა ყველა ტურნირზე 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, “ალ-შაბაბთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს […]
შალვა პაპუაშვილი – დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული – მოედანზე და ტრიბუნაზე, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია – გამარჯვება ბიჭებო!

დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ჩვენი სიძლიერე ჩვენს შემართებაშია. “დღეს კიდევ ერთი ბრძოლის დღეა. ბრძოლის, რომელშიც მხოლოდ მოსაგებად შევდივართ. დღეს, კიდევ ერთხელ, ერთ ხმაში უნდა ავაძგეროთ ქართული გული – მოედანზე და ტრიბუნაზე, სახლში და გზაში, მთაში და ბარში, ერში და […]
ჩვენს გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია! – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს ეხმაურება, რომელიც დღეს, კიოლნში გაიმართება და აღნიშნავს, რომ საქართველო დღესაც მოსაგებად მიდის. „ჩვენ გულებში საქართველოს ნაკრები უკვე ჩემპიონია!!! თუმცა, ჩვენ მეტი გვინდა და დღესაც მოსაგებად მივდივართ!!! საქართველო იგებს!!!,“- წერს […]