საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მართავს. საქართველო – ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. 26 ივნისს კი თავის პირველ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალია […]

მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკი რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას და ეგვიპტეს ჰყავს

მსოფლიოში ყველაზე მეტი ტანკი რუსეთს, ჩრდილოეთ კორეას და ეგვიპტეს ჰყავს, – ამის შესახებ მონაცემებს Global Firepower ავრცელებს. კვლევის მიხედვით, საქართველოს ჩრდილოეთ მეზობელს 2024 წლისთვის 14 777 ერთეული ტანკი ჰყავს, ჩრდილოეთ კორეას 5 845, ეგვიპტეს – 5 340. ხუთეულშია ჩინეთი და აშშ. ათეულში მე-19 ადგილზეა თურქეთი, მე-13-ზე უკრაინა, მე-18-ზე ისრაელი, 22-ზე – აზერბაიჯანი, 30-ზე – ბელარუსი. […]

ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა. სლოვაკები პირველ ტაიმში უფრო სახიფათოდ უტევდნენ და შრანცმა დააწინაურა. მან ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს და მუსიალას დაეწია. აქედან მოყოლებული ინგლისელები იერიშებზე გადავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ფოდენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ შანსი სლოვაკებს მიეცათ, მაგრამ სტრელეცმა წინ გამოსული პიკფორდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. […]

“ჯანდაცვის მინისტრმა ალბათ კარგად იცის, რომ კომუნიკაცია სექტორთან დღესაც პრობლემად რჩება”- ექსპერტი

რეფერენტული ფასის დათვლის ფორმულის გადახედვაზე საუბარი არ არის – ამის შესახებ BM.GE-თან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, არადა ბიზნესი შესაბამისი ფასწარმოქმნის ამოქმედების შემდეგ ამ მიმართულებით ცვლილებებს ითხოვს, რადგან პრაქტიკაში გამოჩნდა, რომ არსებული მეთოდოლოგიით შედგენილი ფასების გამო, ბაზარზე კონკრეტული მედიკამენტების დეფიციტი წარმოიქმნა და მიწოდების ჯაჭვები დაირღვა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მოქმედს სექტორთან ხშირ კომუნიკაციას ურჩევს. სანდრო […]

საფრანგეთის არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს. ფრანგული მედიის ცნობით, არჩევნების პირველ […]

ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრა მემარჯვენე ეროვნული გაერთიანება ლიდერობს. კერძოდ, IFOP, Ipsos, OpinionWay და Elabe-ის თანხმად, პარტია ხმების დაახლოებით 34 პროცენტით ლიდერობს. მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტის (NFP) კოალიცია მეორე ადგილზეა, დაახლოებით 29 პროცენტით; მესამე ადგილზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ ბლოკს 20,5-23 პროცენტი აქვს. ეროვნული ასამბლეის, საფრანგეთის პარლამენტის […]

ეგზიტპოლებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების 1-ელ ტურში ლე პენის პარტია ლიდერობს

IFOP-ის, Ipsos-ის, OpinionWay-ისა და Elabe-ის ეგზიტპოლების მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია ეროვნული გაერთიანება (RN) ხმების 34%-ით ლიდერობს. ამავე მონაცემებით, მემარცხენე კოალიციამ ახალი სახალხო ფრონტი (NFP) დაახლოებით 29%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანება ხმების 20.5-23%-ით გავიდა. ამას გარდა, ეგზიტპოლების მიხედვით, მემარჯვენე რესპუბლიკელებმა (LR) ხმების 10.5% […]

სალომე ზურაბიშვილი საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კიოლნში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო – ესპანეთის მატჩს დაესწრება და ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე შედგება.

ქართული ღვინის 12 კომპანია ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა

ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე The 8th Eurasia Expo იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და კომერციის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა და მასში 70 ქვეყნის […]