მადლობა ღირსეული თამაშისთვის! – ირაკლი კობახიძე

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მადლობა ღირსეული თამაშისთვის!“, – წერს იგი.
მადლობა ქართული ფეხბურთის ახალი, საამაყო ისტორიისთვის! – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, სპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველო-ესპანეთის თამაშს გამოეხმაურა. „მადლობა ბედნიერებისთვის, თავგანწირული ბრძოლისთვის, ღირსებისთვის, იმედისთვის, ქვეყნის და ქართული ფეხბურთის ახალი, საამაყო ისტორიისთვის!!!“,-წერს მდინარაძე.
დღეიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება

1-ელი ივლისიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება. პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული – ე.წ.ლამინირებული პირადობის მოწმობები. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო 15 მარტიდან არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID […]
ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანების“ წინააღმდეგ დიდი, დემოკრატიული და რესპუბლიკური ერთიანობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა ამ კენჭისყრის მნიშვნელობას მოწმობს. „საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პირველ ტურში მაღალი აქტივობა მოწმობს ამ კენჭისყრის მნიშვნელობას ჩვენი თანამემამულეებისთვის და პოლიტიკური სიტუაციის გარკვევის სურვილს“, – აღნიშნა მაკრონმა. ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ […]
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს

რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების მიღებას აგვისტოს მეორე ნახევრიდან გააგრძელებს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან განმარტა, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. „ამ დროისთვის, კლინიკაში რემონტი მიმდინარეობს, რათა კლინიკამ რეგულაციები დააკმაყოფილოს. სამედიცინო დაწესებულება აგვისტოს მეორე ნახევრიდან იფუნქციონირებს სრული დატვირთვით“,- აღნიშნავს ექიმი, ნინო ოთარიშვილი. ამასთან, მან პრემიერის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც შესაძლოა, […]
მადლობა ბიჭებო! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! – შალვა პაპუაშვილი

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. „მადლობა ბიჭებო! წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა! “, – წერს იგი.
+30 გრადუსი – როგორია დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზი

1-ელ ივლისს ქუთაისში +30 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში წვიმს. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა ნავარაუდები. წვიმიანი დღეა ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა […]
პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა. „იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა. კარგი იქნება თუ ახალგაზრდობა, ასევე, სათანადო ყურადღებას დაუთმობს პროფესიულ განათლებასაც, რადგან კოლეჯში სწავლა და პროფესიის დაუფლება მნიშვნელოვანია. ასე რომ, ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები მრავალგვარი. […]
დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება. წმინდა მოციქულთა მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება და 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მთავრდება. ეს მარხვა თევზით ხსნილია. პეტრე-პავლობის მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და […]
ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს – კახა კალაძე

საქართველო-ესპანეთის ეროვნული ნაკრებების თამაშს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს.მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები.დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის […]