გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა – „ბიბისი“

გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები ესპანეთის უკანა ხაზში კონტრშეტევებზე შედიოდნენ უშიშრად და ყველგან რისკავდნენ. „ბიბისი“ წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფურ ფინალურ თამაშში ათი ცვლილების შეტანა შეეძლო. „თუმცა […]
2023 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალი და მოგება შემცირდა

საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ტვირთბრუნვის შემცირება კომპანიის ფინანსებზეც აისახა, რის შედეგადაც 47 მილიონი ლარით, ანუ 7%-ით შემცირდა კომპანიის მიერ მიღებული შემოსავალი და მან 627 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა გაცილებით უფრო მეტად, 79%-ით, ანუ 310 მილიონი ლარით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება, რამაც მხოლოდ 87 მილიონი ლარი შეადგინა. მოგების […]
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე კი საშუალოა.
რუსეთი: გავანადგურეთ 36 უკრაინული დრონი

რუსეთის მტკიცებით, 1 ივლისის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. “შეჩერებულია კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში. უწყების მტკიცებით, 18 დრონი ჩამოგდებულია ბრანსკის ოლქში, ასევე 9-9 საფრენი აპარატი განადგურებულია ბელგოროდსა და კურსკში. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთმა ხარკოვზე საავიაციო ბომბით იერიში მიიტანა. ბომბი ფოსტის შენობასთან არსებულ ავტოპარკში ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 9 ადამიანი. დაბომბვის შედეგად ფოსტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 8 მსუბუქი ავტომობილი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. კრემლის მიერ მართული რუსული მედიები წერენ, რომ ფოსტის შენობაში ქალაქ მიკოლაევის პარტიზანების მეთაური სერგეი ლებედევი იმყოფებოდა და იერიში სპეცოპერაციის ნაწილი იყო. […]
EU-ს წარმომადგენლობა: საქართველოს ნაკრებმა მილიონობით გულშემატკივრის გული დაიპყრო

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს EURO 2024-ზე “შესანიშნავი თამაშისთვის” მადლობას უხდის. “ვამაყობთ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტით. თქვენ საქართველოს სიხარული და ღირსება მოუტანეთ და მთელ მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივრის გულები დაიპყარით. მადლობა შესანიშნავი თამაშებისთვის”. – წერს X-ზე EU-ს წარმომადგენლობა საქართველოში. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ […]
“პატივისცემა საქართველოს ნაკრებს… თავები მაღლა!”-გერმანიის ელჩი

“პატივისცემა საქართველოს ნაკრებს EURO2024-ზე ძლიერი და თავდაუზოგავი თამაშისთვის. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე. თავები მაღლა!”წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. გუშინდელი მატჩი ესპანეთის სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
მადლობა ემოციებისთვის – დაპირებას მაინც ვასრულებთ – Socar განცხადებას ავრცელებს

Socar-ი საქართველო-ესპანეთის თამაშში საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში 1 ივლისის 14:00 საათიდან საწვავის 2 ლარად გაყიდვის შესახებ დადებულ დაპირებას მაინც შეასრულებს. შესაბამისად, მსურველებს ქსელის გასამართ სადგურებზე დღის 2 საათიდან 90 წუთის განმავლობაში ყველა ტიპის საწვავის ჩასხმა 2 ლარად შეეძლებათ. შესაბამისი განცხადება ნავთობიმპორტიორმა და რეალიზატორმა კომპანიამ დღეს გაავრცელა. “მადლობა ემოციებისთვის! ევროპის ჩემპიონატს ამაყები ვტოვებთ – ჩვენმა ნაკრებმა შეუძლებელი […]
უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

უნგრეთი ქვეყანა დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. უნგრეთის თავმჯდომარეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვნების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, ფერმერზე ორიენტირებული ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. […]
სოფელ იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

სოფელ იორმუღანლოში მამაკაცზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცზე ფიზიკურად რამდენიმე პირმა იძალადა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.