კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

კონსტანტინე პეტრიაშვილმა (92 კგ) თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის კადეტთა ჩემპიონატი მოიგო. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მან ბერძენ ნიკოლაოს კარავანოსს მოუგო. ფინალის გზაზე პეტრიაშვილმა ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუსი როლანდ პუხაევი 12:4, რუმინელი დავიდ ადრიან მეტეა 10:0 და უკრაინელი იური პიულსკი ასევე 10:0 დაამარცხა. პეტრიაშვილის ოქროს გარდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ორი მედალი აიღო: ნიკოლოზ მაისურაძე (80 […]

უკრაინაში ქართველი მებრძოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

უკრაინაში, ოჯახი უკვე თვეზე მეტია, 24 წლის ვალერი ქარჩხაძეს, მამით ქართველს და დედით უკრაინელ მებრძოლს ეძებს. უკრაინის არმიის, ნიკოლაევის 79-ე ცალკეული სადესანტო-საშტურმო ბრიგადის (79 окрема десантно-штурмова Таврійська бригада) ჯარისკაცი, საბრძოლო საძახისით, „ქართველი“, მაისის შუა რიცხვებში, დონეცკის ოლქში საომარი მოქმედებების დროს, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. „ვალერი ბოლოს კავშირზე 18 მაისს გამოვიდა. 21 მაისიდან კი, როცა მისი ქვედანაყოფი საბრძოლო […]

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს წმიდა მიქაელ ულუმბოელს (VI) იხსენიებს

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები. წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან. […]

პეტრე-პავლობის მარხვა

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია – პეტრეპავლობის მარხვა. მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით – 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა […]

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ ნადირობს ხმებზე, თუმცა ჩვენ „ამნისტიის კანონს“ მხარს დავუჭერთ – როგორ შეიძლება ვინმეს გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყოთ

„ქართული ოცნება” ნადირობს ხმებზე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, „ამნისტიის კანონს“ მხარს დავუჭერთ – ვნახავთ მუხლებს, რაზეა საუბარი, როგორ შეიძლება ვინმეს გათავისუფლების წინააღმდეგი ვიყოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს და „ყველაფერს ეპოტინებიან“. „ძალიან კარგი წიგნია “ნადირობა ხმებზე”. ზუსტად, რასაც “ქართული […]

საფრანგეთის არჩევნებში ლე პენის პარტია ლიდერობს

საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში წინასწარი მონაცემებით, მარინ ლე პენის პარტია, „ეროვნული ერთობა” ლიდერობს. როგორც, BBC წერს, „ეროვნულ ერთობას“ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ხმათა 33.1% აქვს, მას მემარცხენე ალიანსი მოსდევს (28%), პრეზიდენტ მაკრონის გუნდმა კი 20.76% მიიღო: „მე ვგეგმავ ვიყო ყველა ფრანგის პრემიერ-მინისტრი, თუ ფრანგი ხალხი მხარს დამიჭერს“ — თქვა „ეროვნული ერთობის“ პრემიერობის კანდიდატმა […]

ფიშერი: პატივისცემა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი და ღირსეული სანახაობისთვის

პატივისცემა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ძლიერი და ღირსეული სანახაობისთვის ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე! ვიმედოვნებ, რომ კიდევ გნახავთ სამომავლო დიდ ჩემპიონატზე.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) TAIEX-ის მისიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში GCCA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) მისიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები დაიწყო. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობენ: ლევან კალანდაძე GCCA-ის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სალომე ქავთარაძე, მისი მოადგილე, ირაკლი შაკიაშვილი და იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რამაზ რაზმაძე. „ევროკავშირის […]

მაისში, თბილისში, ბინების გაყიდვებზე 7.9%-იანი კლებაა – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის 2024 წლის მაისის განახლების მიხედვით, მაისში თბილისში ბინების გაყიდვებზე წლიურად 7.9%-იანი კლებაა. უფრო კონკრეტულად, Galt&Taggart წერს, რომ მიმდინარე წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე. ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად, ლარის კურსის […]

ცემა და ღირსების შემლახველი მოპყრობა – იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები გაუსწორდნენ

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა კაცს მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელა, ვიდეოში ჩანს, რომ დაზარალებულს ხელები შეკრული აქვს, მას ათამდე პირი შეურაცხყოფას აყენებს და სცემს. არსებული ინფორმაციით, 35 წლის კაცი სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. დაუდასტურებელი ვერსიით, თავდასხმის მოტივი ეჭვიანობა იყო, ნაცემი კაცის ახლობლები კი ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება ბიზნეს ინტერესების გამო მოხდა. “მთავარის” […]