საფრანგეთის არჩევნების I რაუნდში ლე პენის პარტია ლიდერობს, II რაუნდი 7 ივლისს ტარდება

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ რაუნდში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის ეროვნული ერთობა 33,2%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზე მემარცხენე კოალიცია ახალი სახალხო ფრონტია, ხოლო მოქმედი მთავრობის და ემანუელ მაკრონის გაერთიანება – ერთად რესპუბლიკისთვის მესამე ადგილს იკავებს. მარინ ლე პენის პარტიამ დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ლე პენმა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მარინ ლე პენმა ვადამდელი საპარლამენტო […]

სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-2 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-2 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ლი ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]

შვედეთის საელჩო – დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის – წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება!

შვედეთის საელჩო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩს ეხმაურება და ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის. „შვედეთის საელჩო უერთდება ქართველ გულშემატკივარს და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნული ნაკრების საოცარ ბიჭებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. მადლობა ყველას ამ დაუვიწყარი და საამაყო დღეებისთვის! წინ გამარჯვებისკენ, საქართველო, ოცნებები ხდება! გისურვებთ მრავალ წარმატებას მომავალში!“-აღნიშნულია […]

საფრანგეთში არჩევნებში ულტრამემარჯვენეთა წარმატებას საპროტესტო აქციები მოჰყვა

ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანება” 34%-ით ლიდერობს. ამავე შედეგების მიხედვით, მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების მხოლოდ 20,3% მოიპოვა, პრეზიდენტმა მოუწოდა ამომრჩევლებს დაბლოკონ უკიდურესი მემარჯვენეები გადამწყვეტ მეორე ტურში. პრემიერმინისტრმა, გაბრეილ ატალმა კვირას განაცხადა, რომ არც ერთი ხმა არ უნდა მიენიჭოს ულტრამემარჯვენე “ეროვნული გაერთიანებას” მომავალ კვირას მეორე ტურის დროს. […]

„უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ ესპანეთთან წაგების მიუხედავად, მაინც ბედნიერია, რადგან ბიჭებმა საქართველოს ევროპული ჩემპიონატი აჩუქეს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მათთვის ესეც წარმოუადგენელი იყო. მამარდაშვილი ამბობს, რომ უფრო ძლერები დაბრუნებიან და ქართველ გულშემტაკივრებს აუცილებლად გაახარებენ. მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი, კარგად ვითამაშეთ თითოეულმა ფეხბურთელმა. […]

დღეს დღის ბოლოდან საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ქარი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

უნგრეთი ქვეყანა დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება. უნგრეთის თავმჯდომარეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვნების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, ფერმერზე ორიენტირებული ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა, დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვეში ერთხელ იცვლება. […]

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუქციონზე ვერ გაიყიდა

წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ აუცქიონზე ვერ გაიყიდა. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გვერდზეა განმარტებული, არცერთ შემთხვევაში აუქციონი არ შედგა, მიზეზი სანატორიუმების ყიდვით არავინ დაინტერესდა. როგორც ცნობილია, მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმები „რკინიგზელი“ და „იმერეთი“ საპრივატიზაციოდ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 7 […]

უკრაინაში დააკავეს პირები, რომლებიც გამოძიების თანახმად, პარლამენტში შეჭრას გეგმავდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა „პროვოკატორები“, რომლებიც კონსტიტუციის დღის შემდეგ კიევში არეულობებს ამზადებდნენ. უკრაინაში კონსტიტუციის დღე 28 ივნისს აღნიშნეს. უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს, 1 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოააშკარავეს „აქტივისტების ჯგუფი“, რომელიც 30 ივნისს კიევში პროვოკაციებს ამზადებდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ჯგუფს ხელმძღვანელობდა თანადამფუძნებელი ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, რომელიც 2015 წლიდან ცნობილია ანტიუკრაინული აქციებით. ამ ორგანიზაციას […]

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა $351.2 მლნ შეადგინა

პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 351.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკაში ვკითხულობთ, რომელიც წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია”, შესაბამისად. „2024 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 351.2 მლნ აშშ დოლარი (938.2 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი […]