ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი – პრემიერი EU-ს სანქციებზე

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან. „მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, […]

რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები ორთვიან მაქსიმუმამდე გაიზარდა

რუსულ ხორბალზე საექსპორტო მოთხოვნის ფასებმა იანვარში მიწოდებისთვის ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 235 აშშ დოლარი ტონაზე , რაც 7 დოლარით მეტია ვიდრე ერთი კვირით ადრე, განუცხადეს ინტერფაქსს ანალიტიკურ ცენტრ „რუს–აგრო–ტრანსში“. ამასთან, ხორბლის მიწოდების ფასები კიდევ უფრო მაღალია – ტონაზე 240 დოლარი. კვირის განმავლობაში ფრანგული ხორბალი 2 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 242 აშშ დოლარი შეადგინა, გერმანული […]

ლატვიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს – მან ბოლო შეტყობინება ყოფილ ცოლს გაუგზავნა

ლატვიის ნაკრების ყოფილი კალათბურთელი იანის ტიმა მოსკოვში ერთ-ერთ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს. წყაროს ცნობით, 32 წლის ტიმამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც delfi.lv იტყობინება, მომხდარის სავარაუდო მიზეზი ტიმასა და უკრაინელი მომღერლის ანა სედოკოვას დაშორება გახდა. გარდაცვლილი იანისის გვერდით იპოვეს ტელეფონი, რომელზეც აკრეფილი იყო ყოფილი მეუღლის ნომერი, […]

ქართველი მსაჯები და კომისარი ქალთა ევროპის თასის მატჩებზე

ფიბა-ევროპამ მიმდინარე წლის მსაჯების ერთ-ერთი ბოლო დანიშვნები გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს 3 წარმომადგენელი ფიგურირებს. იშვიათად ხდება, რომ ყველა ჩვენებური ერთი და იგივე ტურნირს ემსახურებიან და ასეა ახლა. არბიტრები – მიხეილ ვართანოვი და კირილე თვაური, ასევე კომისარი მერაბ რატიშვილი ქალთა ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალის საპასუხო მატჩებზე იმუშავებენ. თურქეთის ქალაქ სტამბოლში, თუმცა სხვადასხვა დღეებში იმუშავებენ ვართანოვი და რატიშვილი. პირველი […]

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან Boeing 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა. ავიაკომპანია ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში […]

მსოფლიოში ანდროიდის მოწყობილობებზე თავდასხმების რაოდენობა კვლავ მცირდება

2024 წლის მესამე კვარტალში მსოფლიოში „კასპერსკის ლაბორატორიამ“ აღკვეთა 6 686 375 თავდასხმა Android-ზე მავნე, სარეკლამო ან არასასურველი მობილური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამოვლენილი იქნა 8 346 169 მილიონი ასეთი შეტევა. „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ თავდასხმების რაოდენობა მეორე კვარტალთან შედარებით 13%-ით შემცირდა (7 697 975). ამასთან, ეს მაჩვენებელი […]

საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული, ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება

საბედნიეროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის რომელიმე პოლიტიკოსისა თუ ბიუროკრატის პოლიტიკურ განცხადებებზე დაფუძნებული, ეს არის რეფორმების, კანონმდებლობის და სხვა ნაბიჯების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა, ევროკავშირის გარკვეული ჯგუფების და ცალკეული ევროპელი ბიუროკრატების მიერ საქართველოსთან მიმართებით ჩამოყალიბებულ ყალბ რეალობაზე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი დამოკიდებულება შეინიშნება აშშ-ის მხრიდანაც, როდესაც ერთი მხრივ, […]

ირაკლი კობახიძე – ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში – ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება მხოლოდ ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გამართონ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. „ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, „მაიდანი“ ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსია […]

ირაკლი კობახიძე – მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე, ანტიქართულს უწოდებს. როგორც პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ რეკომენდაციას არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, თუმცა ის ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. „მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. იცით, რომ ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური […]

ისრაელის თავდაცვის მინისტრი – ომის შემდეგ ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას გააკონტროლებს

ომის შემდეგ ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას გააკონტროლებს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა. „როგორც კი ჩვენ ღაზაში „ჰამასის“ სამხედრო და მმართველ ძალას დავამარცხებთ, ისრაელი ღაზაში უსაფრთხოებას მოქმედების სრული თავისუფლებით გააკონტროლებს, ისევე როგორც იუდეასა და სამარიაში“, – განაცხადა ისრაელ კაცმა. მისივე თქმით, ისრაელი 7 ოქტომბრამდე არსებულ რეალობას არ დაუბრუნდება. „ჩვენ ისრაელის თემებისა და ღაზის […]