ორი წლის წინ – მესი პელესა და მარადონას გვერდით – დიდი მოწყენილობის შიში…

ორი წლის წინ (18 დეკემბერს), კატარის 2022 წლის მუნდიალი არგენტინის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამ ამბავს მიეძღვნა… მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ყოველთვის ემოციებისგან დაცლილები ვართ და მცირე პერიოდი მოწყენილობაც კი ისადგურებს. ახლა ყველაფერს ისიც ემატება, რომ კატარის მუნდიალზე ბევრი ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელი ვნახეთ, რომლებსაც მომდევნო ჩემპიონატებზე ვეღარ ვიხილავთ და […]

“არავინ არაა თავისუფალი, ვიდრე, თუნდაც ერთი უკანონოდ დაკავებული რჩება ციხეში“ – დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: “არავინ არაა თავისუფალი, ვიდრე, თუნდაც ერთი უკანონოდ დაკავებული რჩება ციხეში“, – წერს დათა თავაძე. შეგახსენებთ, რომ დათა აქტიურადაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ჩართული და საკუთარ აზრსს სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებს.

შსს – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებია შეფასებული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტში ქვეყნის ძალისხმევა სახმელეთო საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად დადებითად არის შეფასებული, რომელიც ახალი სისტემების დანერგვასა და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობაში გამოიხატა. „ანგარიშის თანახმად, […]

„უცხოელი ტურისტების რამდენიმე ჯგუფმა სრულად გაგვიუქმა ჯავშანი როგორც დეკემბრის, ისე იანვრის თვეში“ – „ბაკურიანი ინნ“

„უცხოელი ტურისტების რამდენიმე ჯგუფმა სრულად გაგვიუქმა ჯავშანი როგორც დეკემბრის, ისე იანვრის თვეში“ – „ბაკურიანი ინნ“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ყველა სექტორზე აისახება. არასტაბილური ვითარების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ტურიზმის სექტორია. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რა ვითარებაა ზამთრის კურორტებზე? ჩვენ ,,ბაკურიანი ინნ’’ დავუკავშირდით. სასტუმროს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ წელს მოთხოვნა გასული წლის დეკემბერთან შედარებით 10 %-ით შემცირებულია. სასტუმროს […]

არ ვართ დაზღვეული, რომ ექსპორტიორი ქვეყნები ელექტროენერგიის საფასურს არ გაგვიზრდიან ან პოლიტიკურ ბერკეტად არ გამოიყენებენ – გიორგი აბრამიშვილი

არ ვართ დაზღვეული, რომ ექსპორტიორი ქვეყნები ელექტროენერგიის საფასურს არ გაგვიზრდიან ან პოლიტიკურ ბერკეტად არ გამოიყენებენ – გიორგი აბრამიშვილი “თიბისი კაპიტალის” ცნობით, მიმდინარე წლის 10 თვეში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 0.7%-ით, ხოლო მოხმარება 6%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ოქტომბრის მაჩვენებლებს, გამომუშავებამ 959,1 გვტ. სთ შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 8.1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თბოგენერაცია შემცირებულია 37.6%-ით, ქარის სადგურის […]

„ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“ – ბენ კარდინი

„ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველ ხალხთან დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში“ – ბენ კარდინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა დაგმო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა შაბათს გამართული საკამათო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც პარლამენტმა ჩაატარა და ფართოდ გააკრიტიკა ქართულმა საზოგადოებამ და […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში CIF საგრანტო პროექტი ReInnova-ს შედეგების ინსტიტუციური მდგრადი განვითარება ხორციელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA” – ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით კილის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, ვიზიტის მიზანი საუკეთესო ბრიტანულ პრაქტიკაზე დაყრდნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციებისა და კვლევების პროგრამა ReINNOVA-ს მეორე ფაზის […]

12 ქვეყანა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას გეგმავს

გაერთიანებულნი ვართ საერთო გადაწყვეტილებაში, გადავდგათ შემდგომი კოორდინირებული ნაბიჯები რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის მოშლისა და შეკავებისთვის, მის მიერ წარმოქმნილ რისკებთან დასაპირისპირებლად, ერთად ვიმუშაოთ უკანონო ოპერაციების თავიდან ასაცილებლად და რუსეთის ხარჯების გაზრდის მიზნით, – ამის შესახებ 12 ევროპული ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, ჩრდილოვანი ფლოტი საფრთხეს უქმნის გარემოს, საზღვაო უსაფრთხოებას და საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობას, ასევე საერთაშორისო საზღვაო […]

სოფელი პაქსაძეები-კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აქციონერები საქართველოდან გასვლაზე ფიქრობენ” – თინათინ სტამბოლიშვილი

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ კომუნიკაციების დირექტორის განცხადებით, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ აქციონერები საქართველოდან გასვლაზე ფიქრობენ. ამის შესახებ თინათინ სტამბოლიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას გასული კვირის ბოლოს, ევროკავშირის ელჩთან, აშშ-ს სავაჭრო პალატისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების ინიციატივით, ბიზნესთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე, არაერთი სექტორის წარმომადგენლის მხრიდან, როგორიცაა უძრავი ქონების სექტორი, ტურიზმი, […]