საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

გერმანიაში, ქალაქ კიოლნში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მერვედფინალური მატჩი ესპანეთის ნაკრებთან გამართა, სამგზის ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ანგარიშით 1:4 დათმო და „ევრო 2024“-ზე ასპარეზობა დაასრულა. შეხვედრა მე-18 წუთზე რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით გაიხსნა. ანგარიში როდრის გოლით 39-ე წუთზე გათანაბრდა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. ესპანეთი მეორე ტაიმის 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა დააწინაურა, სამ ბურთამდე უპირატესობა კი 75-ე […]
ეუთო/ოდირი – გენდერული კვოტების გაუქმება დროებითი სპეციალური ზომების ალტერნატიული ფორმების გარეშე საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით უკანდახევას წარმოადგენს

გენდერული კვოტების გაუქმება დროებითი სპეციალური ზომების ალტერნატიული ფორმების ან საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის დაჩქარების მიზნით სხვა აღიარებული მექანიზმების შემოღების გარეშე, გენდერული თანასწორობის წინსვლისთვის უკანდახევას წარმოადგენს, – ამის შესახებ გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა. „2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული „საარჩევნო კოდექსში“ და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა პროექტ Micro-GEAR-ის სამუშაო შეხვედრებში მონაწილება მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრები, პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკროსერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა – Micro-GEAR“ – ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით რომის ევროპულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებმა, რომის ევროპული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. პროექტის მენეჯერის, […]
,, საქართველომ დაწერა ისტორია, გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები” – გიორგი ქინქლაძე

ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე: ,,ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს. საქართველომ დაწერა ისტორია, გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები. ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას. მადლობა ეროვნული ნაკრები რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და […]
საქართველოში შესაძლოა აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანო შეიქმნას

„აუცილებელია არსებობდეს მარეგულირებელი ორგანო, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას პრობლემის მოგვარებაზე“ – რა ხარვეზებია სათამაშო ბიზნესში და როგორ შეიძლება მისი მოგვარება, ამ თემაზე UNICEF-ის ექსპერტმა, “აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის” დამფუძნებელმა, გუგა ბესელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. „სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, არაფერი არ არის უკეთესობისკენ და ჩემი გადმოსახედიდან, ეს არც შეიცვლება. თუკი […]
1-2 ივლისს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 1-2 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. ,,1-ელი ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე, შესაძლებელია, გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული […]
ქინქლაძე: საქართველომ ისტორია დაწერა – ჩვენ მსოფლიოს გულები მოვიგეთ

ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს. საქართველომ ისტორია დაწერა. სპორტული შედეგის გარდა, ჩვენ მსოფლიოს გულები მოვიგეთ. ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმე სხვას. ეროვნულ ნაკრებს მადლობა, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, გერბი, სულისკვეთება, ბრძოლა და წარმატებისკენ დაუოკებელი სწრაფვა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ. საქართველოს […]
გურამ მაჭარაშვილი – გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე

გახარიას ვურჩევ, რომ ამ ჭორიკანობას თავი დაანებოს და საერთოდაც პოლიტიკას შეეშვას, არ არის მისი საქმე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ბიძინა ივანიშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობის წარმომადგენელი შიკრიკად ჰყავს გაგზავნილი”. მაჭარაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ჭორებზე გადავიდა, რადგან მისი პოლიტიკური რეპუტაცია ყოველდღიურად ეცემა. […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – ივანიშვილის ნებისმიერი მცდელობა, დასავლეთთან საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით ივაჭროს, განწირულია წარუმატებლობისთვის

რუსული ძალადობრივი რეჟიმის მდგომარეობა საერთაშორისო არენაზე ძალიან რთულია – ნებისმიერი მცდელობა ბიძინა ივანიშვილისა, დასავლეთთან ივაჭროს საქართველოს ბედით, ქართული დემოკრატიის, ქართველი ხალხის მომავლით, განწირულია წარუმატებლობისთვის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, რათა საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისკენ გზა […]
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ქვეყნის მმართველი პარტიის წევრების რუს სპორტსმენთან შეხვედრა, „ქვეყნის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს“

ყველა მსგავსი მოვლენა გამოძახილია იმის, რომ ქვეყანა ბანდის მიერ იმართება, რომელსაც რუსეთთან და მასთან დაახლოებულ პირებთან კონტაქტი აქვს. იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები არ ხდებოდეს, რაც საერთაშორისო არენაზე არცხვენს საქართველოს რეპუტაციას, აუცილებელია, რომ ეს ბანდა არჩევნებზე სახლში გავისტუმროთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კადრებს, გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის […]