“ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას” – ქინქლაძე “ჯვაროსნების” ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა. “ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს. საქართველომ დაწერა ისტორია. გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას. მადლობა, ეროვნული ნაკრები, რომ საქართველოს […]
ომბუდსმენი: ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მათი მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მოგვიანებით, 15 მაისს კი მათთან […]
“ვამაყობ შენით” – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის მეუღლე – Marao

26 მარტისა და 26 ივნისის შემდეგ, ჩვენი ქვეყნისთვის 30 ივნისიც ისტორიული დღე იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრები EURO 2024-ის მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი მარცხით, ანგარიშით 4-1 დასრულდა, თუმცა ეს მარცხი იყო ღირსეული, ქართველი ფეხბურთელების განვლილი გზა კი – საამაყო. ზღაპრის ბოლო ჩვენთვის მართლაც კეთილი აღმოჩნდა – ფეხბურთელები სტადიონიდან ქართველმა ქომაგებმა მადლობით გამოაცილეს. თუმცა, ალბათ, ყველამ […]
ISW: პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინაში გრძელვადიანი „მცოცავი“ ოპერაციებით გაიმარჯვებს

როგორც ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები წერენ თავიანთ ყოველდღიურ ანგარიშში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინაში გაიმარჯვებს გრძელვადიანი, „მცოცავი“ საიერიშო ოპერაციების წყალობით. ეს პუტინს მისცემს სტიმულს, გააჭიანუროს ომი, რომლის მიზანია, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა. ამჟამად რუსეთის სამხედრო სარდლობა უპირატესობას ანიჭებს თანმიმდევრულ საიერიშო ოპერაციებსა და ტაქტიკურ წარმატებებს და არა ფართო მასშტაბის ცვლილებებს ფრონტზე არსებულ […]
დღეიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება

1-ელი ივლისიდან ე.წ. ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები უქმდება. პარლამენტის მიერ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული – ე.წ.ლამინირებული პირადობის მოწმობები. ამასთან, იუსტიციის სამინისტრო 15 მარტიდან არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID […]
ბათუმსა და კონსტანცას შორის სამგზავრო ბორანი ივლის – „ახლა, გემის შერჩევა მიმდინარეობს“

მალე, ბათუმისა და რუმინეთის პორტ კონსტანცას შორის სამგზავრო ბორანი ივლის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია E60 Shipping Line-ის მმართველმა პარტნიორმა, შალვა წაქაძემ განუცხადა, სამგზავრო გადაყვანების დაწყება მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლომდე იგეგმება. „საკითხზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ახლა, გემის შერჩევის პროცესი მიდის. ჯერჯერობით, ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუ რამდენ მგზავრს დაიტევს სამგზავრო ბორანი, თუმცა ამ მარშრუტზე მოთხოვნა […]
არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს – მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის კარგი ფეხბურთისთვის და აღნიშნავს, რომ მათ ყველას აჩვენეს ის, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია. მისივე თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას – „ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ […]
ზივზივაძე: იმ რამდენიმე წუთისთვისაც ბედნიერი და მადლობელი ვარ, რაც მივიღე

აქ და ამ გუნდის ნაწილი რომ ვიყავი, უკვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. თუნდაც სასტუმროში ბიჭებთან ერთად ყოფნა ჩემთვის უკვე დღესასწაული იყო. გადაწყვეტილებებს მწვრთნელი იღებს. რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელს სურს, რომ ბევრი ითამაშოს, მაგრამ ამ ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და როგორც პროფესიონალი, მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. იმ რამდენიმე წუთისთვისაც, რაც მივიღე, ძალიან ბედნიერი და […]
ეუთო/ოდირი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების გაუქმებას

ეუთოს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ოფისი“(ODIHIR) უარყოფითად აფასებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმებას. ამ ცვლილებების შესახებ მომზადებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოა. „კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის თანდათანობით გაზრდას. მოცემულ კონტექსტში კი არ არსებობს მტკიცებულება ვარაუდისათვის, რომ გენდერული კვოტების […]
ომბუდსმენის აპარატი – ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, სადაც ისინი უარყოფითად შეაფასა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. მათივე ცნობით, შესაბამისი კანონპროექტები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, 4 დღეში განიხილა და ამა წლის 4 აპრილს საბოლოო, მესამე მოსმენით […]