,, გიგა ზის და ბუტბუტებს, კიტეიშვილი რომ არ დამტვრეულიყო, მოვიგებდითო” – ჩერგოლეშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი: ,,კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა…. გიგა ზის და ბუტბუტებს, კიტეიშვილი რომ არ დამტვრეულიყო, მოვიგებდითო. სკეფსისის განსახიერებას ფეხბურთი ასე როგორ აბავშვებს, აზრზე არ ვარ.”

უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პირველი ივლისიდან, მომდევნო ექვსი თვით, უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მოწოდებით “გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული”. თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ამასთან, ევროპარლამენტთან კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებაზე შუამავლობა. უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.

დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი სისტემა ამოქმედდა

დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. „დღეს, სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით – 8000-მდე, 700 ლარით – 5000 -მდე, 800 ლარით […]

თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების მართვაზე ტრენინგს ჩაატარებს

თიბისი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას განათლების კუთხით და ამ კამპანიის ფარგლებში მორიგი ტრენინგი 3 და 4 ივლისს გაიმართება. ტრენინგის თემაა როგორ ვმართოთ ოპერაციები ეფექტურად. ლექციებს გაუძღვება ნატო ლომაძე, ოპერაციების სპეციალისტი. ოპერაციები არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელზედაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კომპანია შექმნას ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინს და შესაბამისად, იქნება თუ არა […]

„ბიბისი“ – გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა

გერმანიას ტოვებს საქართველო, რომელმაც ზღაპრული თამაშითა და პლეი ოფში გასვლით მეტოქე გუნდების პატივისცემა დაიმსახურა, – ამის შესახებ ნათქვამია „ბიბისის“ სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართველი ფეხბურთელები კონტრშეტევებზე უშიშრად მიდიოდნენ და ყველგან რისკავდნენ. „ბიბისი“ წერს, რომ ესპანეთს ამ მატჩისთვის მოსამზადებლად ორი დამატებითი დღე ჰქონდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშშიც ათი ცვლილება განახორციელა. „თუმცა მათი გულშემატკივრები, რა […]

ოფიციალურად: “ნაპოლი” 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” 6 ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა და ისინი მომავალ სეზონში “პარტენოპეის” რიგებში აღარ იასპარეზებენ. მომავალ სეზონში ანტონიო კონტეს განკარგულებაში პიოტრ ზელინსკი, ჰამედ ტრაორე, დიეგო დემე, ლეანდერ დენდოკერი და მეკარებიი პიერლუიჯი გოლინი და ჰუბერტ იდასიაკი არ იქნებიან. “პარტენოპეის” ახალი დამრიგებელის ინიციატივით, “ნაპოლი” რამდენიმე ფეხბურთელთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ყველაფერი უფრო დეტალურად ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

“ასე თამაში სრული საშინელებაა, მხედველობა შეზღუდული მაქვს” – მბაპემ ნიღბის ტარებით გამოწვეულ დისკომფორტზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კილიან მბაპემ RMC Sport-თან ინტერვიუში ნიღბით თამაშით გამოწვეულ დისკომფორტზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, “მამლების” შემტევს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიასთან (1:0) მოგებულ მატჩი ცხვირი გაიტეხა, რის გამოც ნიღბის მორგება მოუწია. “ნიღბით თამაში სრული საშინელებაა, მხედველობა შეზღუდული მაქვს, და ოფლის დაგროვების შემდეგ ნიღაბი აუცილებლად უნდა მოიხსნათ. მადლობა მათ, ვინც ეს საშუალება ხელმისაწვდომი გახადა, თუმცა […]

ომბუდსმენი: ეუთო/ოდირმა გენდერული კვოტების გაუქმება უარყოფითად შეაფასა

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა სამართლებრივი დასკვნა მოამზადა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე, უარყოფითად შეაფასა ისინი და პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. აპარატის ცნობით, დასკვნაში წერია, რომ კვოტების სისტემა მიზნად ისახავს დე ფაქტო თანასწორობის მიღწევას და ხელს უწყობს ქვეყანაში ქალთა წარმომადგენლობის […]

ესტონეთის საელჩო: საქართველოს ნაკრების თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის

ესტონეთის საელჩო საქართველოს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს. “მთელი გულით ვულოცავთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ისტორიული მომენტის შექმნას. მათი შესანიშნავი თამაში და თავდადება მაგალითია სხვა პატარა ქვეყნებისთვის, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა ბიჭებს!” – წერს ესტონეთის საელჩო. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.

ატალი: ულტრამემარჯვენე ეროვნულმა გაერთიანებამ მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს

საფრანგეთის პრემიერმინისტრის, გაბრიელ ატალის თქმით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიამ, ეროვნულმა გაერთიანებამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთი ხმა არ უნდა მიიღოს. “დღევანდელი გაკვეთილი ის არის, რომ ულტრამემარჯვენეები ძალაუფლების ზღვარზე არიან. ჩვენს დემოკრატიაში ეროვნულ ასამბლეაში ულტრამემარჯვენეების დომინირების რისკი არასდროს ისეთი დიდი არ ყოფილა, როგორც დღეს არის. ჩვენი მიზანი ნათელია: არ დავუშვათ ეროვნული გაერთიანების მიერ მეორე ტურში […]