ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნების მართვის სფეროში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015-ის ფარგლებში ჩატარებული აუდიტი ორ ეტაპად განხორციელდა. ISO-ს სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შპს „მენეჯმენტის სისტემების“ აუდიტორის მიერ 2024 წლის მაისში განხორციელდა შიდა აუდიტი, ივნისში კი საერთაშორისო აუდიტორების მიერ დისტანციურად განხორციელდა საკონტროლო აუდიტი. ორივე სახის აუდიტი წარმატებით […]

“გვაქვს პოზიტიური ნიშნები” – რა მოლოდინი აქვს საფოსტო ბიზნესს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ?

დღეს, ბიზნესი ეკონომიკის მინისტრს ფოსტის კანონპროექტზე სასაუბროდ კიდევ ერთხელ შეხვდა. დოკუმენტი, რომელიც ბოლო 10 წელია იწერება, ეკონომიკის სამინისტრომ კერძო სექტორს განახლებული სახით თებერვალში წარუდგინა. საფოსტო რეფორმით საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი ხდება, რასაც კერძო სექტორი არ იზიარებს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქოპილაშვილი ამბობს, […]

დონალდ ტუსკი ულტრამემარჯვენეებზე – მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ – პოლონეთში ეს ფატალური ტალღა ბოლო მომენტში შევაბრუნეთ, მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ

მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებას და ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ შექმნას. „მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ. აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ ევროპაში ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან. ისინი ევროპარლამენტში ერთმანეთის რიგებში ერთიანდებიან. პოლონეთში ეს ფატალური […]

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ოფიციალური ქმედებებისთვის იმუნიტეტი აქვს, მაგრამ არა პირადი ქმედებებისთვის. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის არ შეიძლება, მაგრამ იმუნიტეტი პირად ქმედებებზე არ ვრცელდება. უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ჯონ რობერტსმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საქმე შემდგომი განხილვისთვის ქვედა ინსტანციის სასამართლოებს […]

ამერიკელ ამომრჩეველთა რეაქცია დებატებზე

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სადებატო ტრიბუნებთან მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტი დადგნენ. ასევე, პირველი დღე 2020 წლის დებატების შემდეგ, როდესაც ბაიდენი და ტრამპი ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ. დებატები ატლანტაში, „სი-ენ-ენ“-ის სათავო ოფისში გაიმართა, წინასწარ შეთანხმებული მკაცრი წესებით.

ფრანგული პარტიები ანტი-ულტრამემარჯვენე ფრონტის შექმნას ცდილობენ

საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები ცდილობენ შექმნან ერთიანი ფრონტი, რომელიც მიზნად ისახავს მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე “ეროვნული მოძრაობისთვის” (RN) გზის გადაკეტვას, მას შემდეგ რაც მან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. RN-მ და მისმა მოკავშირეებმა, კვირას გამართულ არჩევნებში ხმების 33%-ით გაიმარჯვეს, რასაც მოსდევს მემარცხენე ბლოკი 28%-ით და ორივე ეს კოალიცია, ბევრად უსწრებს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტთა […]

რუტემ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ თანამემამულეებს მიმართა და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ეს კვირას, ამ რანგში მისი ბოლო მიმართვა იყო. ქვეყნის მმართველობას, ორ დღეში, ახალი მთავრობა გადაიბარებს. რუტე კი, შემოდგომიდან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი გახდება. “კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატოს ნაწილია. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე მარტონი. განსაკუთრებით კი ახლა” – თქვა […]

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ სოციალური მედიის შესახებ კანონებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლო ორშაბათს მიიღებს განჩინებას, ფლორიდაში და ტეხასში რესპუბლიკელების მიერ მხარდაჭერილი კანონების თაობაზე. ეს კანონები გამიზნულია იმისთვის, რომ მედიაკომპანიები შეზღუდოს, საკუთარ პლატფორმებზე არ დაუშვან მასალა, რომელსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ. ეს კომპანიები ირწმუნებიან, რომ კანონები ამ ბიზნესების სიტყვის თავისუფლებას არღვევს. მოსამართლეებს სთხოვეს გადაწყვიტონ, მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ეს ორი კანონი კონსტიტუციის პირველ […]

უკრაინა უარყოფს ინფორმაციას ბელორუსის მახლობლად ჯარების გაძლიერების შესახებ

ბელარუსის ცნობით, უკრაინამ მეტი ჯარი, იარაღი და სამხედრო ტექნიკა განალაგა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჟიტომირის რეგიონში, რომელიც ბელარუსს ესაზღვრება. მომხდარზე განცხადება რუსეთშიც გააკეთეს. კრემლში თვლიან, რომ უკრაინის ქმედება შემაშფოთებელია. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინამ თავისი ძალების მობილიზება შაბათს დაიწყო. უკრაინის სასაზღვრო დაცვის სამსახურის სპიკერმა ორშაბათს, 1 ივლისს, თქვა, რომ ასეთი განცხადებები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი „საინფორმაციო ოპერაციის“ […]

რა მოლოდინებია ნატოს ვაშინგტონი სამიტის წინ?

“საქართველოსთვის წარმატება იქნება თუ არ დაუდგება უარყოფითი შედეგები, [ნატოს მომავალ სამიტზე]”, – ამბობს აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოლკერი. როგორია მოლოდინები ნატოს მომავალი სამიტის წინ? ანი ჩხიკვაძის სიუჟეტში.