დონალდ ტუსკი ულტრამემარჯვენეებზე – მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ – პოლონეთში ეს ფატალური ტალღა ბოლო მომენტში შევაბრუნეთ, მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ

მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ, – ასე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენეების გამარჯვებას და ევროპარლამენტში ახალი მემარჯვენე ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ შექმნას.
„მათ პუტინი, ფული და უკონტროლო ძალაუფლება უყვართ. აღმოსავლეთსა თუ დასავლეთ ევროპაში ისინი უკვე არიან ხელისუფლებაში ან მისკენ ისწრაფვიან. ისინი ევროპარლამენტში ერთმანეთის რიგებში ერთიანდებიან. პოლონეთში ეს ფატალური ტალღა ჩვენ უკან ბოლო მომენტში შევაბრუნეთ. მოდით, ამას ფუჭად ნუ დავკარგავთ“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი X-ზე.
ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% პროცენტით გაიმარჯვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ