,,ორ რამეს ველოდები დღეს“ – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი: ,,ორ რამეს ველოდები დღეს. გელა ბარკალაიას მორიგ სირულ ვიდეოს და “ი” კაცი როდის დაარტყამს მუშტს მაგიდაზე – კი წააგეთ ბიჭებო, მაგრამ მოგების ტოლფასი იყო და აჰა მეორე 30 მილიონიც ჩემგანო.”
“ოცნების” დეპუტატ ბაია კვიციანის ძმის კომპანიამ ბოლო 9 წელიწადში 37 მლნზე მეტის შესყიდვა მიიღო – ვინ აგებს გზებს სამეგრელო-ზემო სვანეთში?

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აქვეყნებს კვლევას, იმ საგზაო კომპანიებზე, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო შესყიდვებიდან მსხვილ კონტრაქტებს იღებენ. ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. ირკვევა რომ მათი ნაწილი დაკავშირებულია მოქმედ, ან ყოფილ თანამდებობის პირებთან. ასევე არიან პოლიტიკური შემწირველებიც. ერთ-ერთი მაგალითი შპს “ლიდერი+”-ის 25% წილის მფლობელი აკაკი კვიციანია, რომელიც “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, ბაია კვიციანის ძმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის […]
დემოკრატი ლიდერები ჯო ბაიდენის კანდიდატურას მხარს უჭერენ

დემოკრატიული პარტიის წამყვანმა წევრებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მხარდამჭერი, მტკიცე განცხადებები გააკეთეს. ისინი ეწინააღმდეგებიან მოსაზრებას, რომ ხუთშაბათს გამართულ დებატებზე თავის წარმოჩენის შემდეგ, პრეზიდენტმა საარჩევნო კამპანია უნდა შეწყვიტოს. გასულ კვირას ჯო ბაიდენი მის სავარაუდო რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს დებატებში დაუპირისპირდა, რომლის შემდეგაც ბევრმა ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ზოგჯერ არათანმიმდევრული, ზოგჯერ გაუგებრად შეწყვეტილი პასუხების გამო, პარტიამ, შესაძლოა, მის […]
მამარდაშვილი: ეს არ არის დასასრული, უფრო ძლიერები დავბრუნდებით

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ, nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა: “მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ვაჩუქეთ ასეთი ჩემპიონატი. სამწუხაროა ტურნირის დატოვება, თუმცა რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია და ვფიქრობ, გამარჯვებულიც გახდება. სამწუხაროა, რომ ასეთი დონის მეტოქესთან მოგვიწია თამაში. ეს არ არის დასასრული. […]
საერთაშორისო ჯილდო ხელოვნების სასახლეს

საქართველოს ხელოვნების სასახლე მორიგი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი: “კულტურის ისტორიის მუზეუმს მოგზაურთა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო „მოგზაურთა არჩევანი“ (Travelers’ Choice) გადაეცა. ეს საერთაშორისო პრიზი მსოფლიოს ყველაზე დიდი სამოგზაურო ამერიკული საიტის Tripadvisor-ის მიერაა დაწესებული და წელიწადში ერთხელ გაიცემა. „მოგზაურთა არჩევანი“ ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული – „ხარისხის სერთიფიკატი“, რომელიც ენიჭებათ ორგანიზაციებს დამთვალიერებელთა […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 28 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86.39 (+1.14) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.71 (+0.09) დოლარი/ბარელზე.
ქაღალდის პირადობით პენსიების მიღება ერთი თვე არ დაბრკოლდება — სარჯველაძე

დღეიდან, პირველი ივლისიდან იურიდიული ძალა დაეკარგა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ, ქაღალდის (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებს. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საკმაოდ მაღალია ე.წ. ქაღალდის პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც თავიანთი მოწმობები ID ბარათებით არ შეცვალეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება-გაცემა ძველი […]
700 ლარით დააჯარიმეს ქალი აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო

საქალაქო სასამართლომ 700 ლარით დააჯარიმა მარიამ წიწიკაშვილი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შელაპარაკების გამო. ქალი დეპუტატს ეუბნებოდა, რომ უნდა რცხვენოდეს „აგენტების კანონის“ მხარდაჭერისთვის. მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ მიიჩნია, რომ 2024 წლის 9 ივნისს მომხდარ ინციდენტში მარიამ წიწიკაშვილი სამართალდამრღვევი იყო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), მას ჯარიმა დააკისრა. საქმის განხილვის დროს, მარიამ წიწიკაშვილის […]
“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის ორგანიზებით , 2 და 3 ივლისს, თბილისში, სასტუმრო “რუმსში” ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა მიღების, შერჩევისა და რეგისტრაციის ოთხთვიანი პროცესი დასრულდა. კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი 130-მა ქართველმა და უცხოელმა საერთაშორისო დონის მკვლევარმა გამოთქვა. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტმა, რომელიც ქართველი და უცხოელი ეკონომისტებისგან არის დაკომპლექტებული, მიღებული განაცხადებიდან 63 […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი ავრცელებს. ბრიჯიტ ბრინკის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელთან, მაიკ ტერნერთან ერთად კიევს წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. „კეთილი იყოს კიევში თქვენი დაბრუნება, იმის განსახილველად, თუ როგორ ეხმარება აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სასტიკი შემოჭრის წინააღმდეგ“, – წერს […]