ჩვენ მივიღეთ ზომები შეშფოთების საჩვენებლად, ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ – ბლინკენი “აგენტების კანონზე”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეშფოთების საჩვენებლად ზომები უკვე მიიღეს, მაგრამ “კიდევ მეტს ნახავთ”. ამის შესახებ მან ბრუკინგის ინსტიტუტში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისინი არიან “რეალურად შეშფოთებულები”, მაგრამ ასევე, აქვთ “რეალური შესაძლებლობები” “[საქართველოში “უცხო ქვეყნის აგენტების კანონის” გამო] ჩვენ და ბევრმა […]

“იმედი გვაქვს, 10-წლიანი საგა დასრულდება და “ფოსტის შესახებ” კანონს მივიღებთ” – DHL

ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, სექტორს აქვს იმედი, რომ 10-წლიანი საგა დასრულდება და ქვეყანას „ფოსტის შესახებ“ ახალი კანონი ექნება – ამის შესახებ BMG-თან DGL-ის დირექტორმა ზურაბ საპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონის მიღებით შესრულდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ბიზნესი თავს თავისუფლად იგრძნობს. ” მინისტრის მხრიდან ჩვენმა შენიშვნებმა პოზიტიური შეფასება მიიღო. შენიშვნები კი, როგორც ყოველთვის უტრიალებდა უნივერსალური […]

ილია თოფურია: საქართველოს ნაკრებით ვამაყობ – ესპანეთი მაგიაა

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა ესპანეთის ნაკრებების მერვედფინალურ მატჩს თავის “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა: “გუშინდელ თამაშზე. ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების წარმოუდგენელი გამოსვლით ძალიან ვამაყობ. ისინი ისტორიაში შევიდნენ. ესპანეთის შეჩერება შეუძლებელია: იმას, რასაც მოედანზე აკეთებენ – ეს უბრალოდ ფეხბურთი კი არა, არამედ ნამდვილი მაგიაა”.

7-კაცა | მიზანი შესრულებულია – მე-5 ადგილით ჩელენჯერის სერიაზე

საქართველოს 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი მე-5 ადგილზე დაასრულა, ორი ეტაპის ჯამშიც მე-5 ადგილი დაიკავა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის საგზური მოიპოვა. ევროპიდან ჩელენჯერის საგზური სამ გუნდს ერგება, თუმცა საფრანგეთი, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი მსოფლიო სერიის მონაწილეები არიან და შესარჩევ ტურნირში არ მონაწილეობენ. რაგბი ევროპის წლევანდელ ჩემპიონატში პირველ-მეორე ადგილზე საფრანგეთი და […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს, 1 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რომლებიც რუსეთის რეგიონებზე უკრაინის საზღვართან თავდასხმებში მონაწილეობდნენ. სამინისტრომ განაცხადა, რომ 18 დრონი ბრიანკის რეგიონში, 9 კურსკის და კიდევ 9 ბელგოროდის თავზე ჩამოაგდო. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ დაზიანებულია სახლები ორ სოფელში და რომ თავდასხმების შემდეგ, რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის […]

ბულგარეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია ცდილობს უმცირესობის მთავრობა შექმნას

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას, GERB, როზენ ჟელიაზკოვის მეთაურობით გადასცა მანდატი, რათა შეეცადოს მთავრობის შექმნას, მას შემდეგ, რაც პარტიამ ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, გასულ თვეში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად. ჟელიაზკოვმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, მანდატის მიღების შემდეგ განაცხადა, რომ ის წარადგენს წინადადებას უმცირესობის მთავრობის შექმნის შესახებ. რადევი ამ წინადადებას წარუდგენს პარლამენტს, რომელიც მას კენჭს უყრის […]

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპს იმუნიტეტი აქვს ოფიციალური და არა პირადი ქმედებებისთვის

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ორშაბათს, 1 ივლისს დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი არ შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშ, პრეზიდენტის რანგში განხორციელებული ოფიციალური ქმედებებისთვის. თუმცა, იმავე სასამართლოს თქმით, შესაძლებელია, რომ ტრამპის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს კერძო ქმედებებისთვის. ეს საეტაპო გადაწყვეტილებაა, რომელიც განსაზღვრავს რა დროს შეძლებს ტრამპი იმუნიტეტის გამოყენებას და რა დროს ვერა. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება 6-3-ის წინააღმდეგ თანაფარდობით მიიღეს. […]

„მივიღეთ ზომები და ვფიქრობ მეტს ნახავთ“, – ენტონი ბლინკენი საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ გამორიცხავს, რომ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, მეტი ახალი ზომა ვიხილოთ. ენტონი ბლინკენმა, საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას რამდენიმე წუთის წინ, “ბრუკინგსის ინსტიტუტში” გამართულ ღონისძიებაზე უპასუხა. ეს ენტონი ბლინკენის პირველი განცხადებაა მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. „ვფიქრობ, [რეგიონში] ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე […]

მაკრონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ მეორე ტურში არ დაუშვან ულტრამემარჯვენე ძალების აღზევება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და მისი მოკავშირეები ცდილობენ არ დაუშვან ულტრამემარჯვენე ძალების მხრიდან პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და მთავრობაზე კონტროლის დამყარება – მას მერე, რაც მაკრონის მხრიდან ვადამდელი არჩევნების რისკზე წასვლამ მისთვის არასასურველი შედეგები მოიტანა. მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ” – იგივე „ეროვნულმა ფრონტმა“ – ძლიერი გამარჯვება მოიპოვა 30 ივნისს, არჩევნების პირველ ტურში. მაკრონის ცენტრისტულ […]

5 თვეში გერმანიამ 7,48 მლრდ ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაიტანა ექსპორტზე

გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 1-ელი იანვრიდან 18 ივნისამდე ქვეყნიდან 7,48 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო ტექნიკა გავიდა ექსპორტზე. ეს მაჩვენებელი 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით 30%-ით მეტია. ექსპორტის დაახლოებით 65% ანუ $4,88 მლრდ ევრო უკრაინაზე მოდის. ქვეყნები, რომლებმაც გერმანიისგან უკრაინის შემდეგ ყველაზე მეტი იარაღი იყიდეს, საუდის არაბეთი, სინგაპური, ინდოეთი და კატარი არიან. გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა […]