Politico – კონგრესმენების ჯგუფი პენტაგონს F-16-ებზე მეტი უკრაინელი პილოტის გაწვრთნისკენ მოუწოდებს

კონგრესმენების ჯგუფი პენტაგონს F-16-ებზე მეტი უკრაინელი პილოტის გაწვრთნისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. Politico-ს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატი“ წევრები, ადამ შიფის ხელმძღვანელობით, F-16-ებზე კიდევ 10 უკრაინელი პილოტის მომზადების შესახებ უკრაინის თხოვნას მხარს უჭერენ და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს წერილით მიმართავენ, რომ თხოვნა დააკმაყოფილოს. „წლის ბოლოსთვის უკრაინის განკარგულებაში უფრო მეტი F-16 თვითმფრინავი […]

პატელი ოცნებაზე: რჩება საკითხები, რომლებზეც ეჭვგარეშეა, რომ ვისაუბრებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვედანტ პატელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობის გაგრძელება. პატელს ჟურნალისტმა საქართველოს ოფიციალური პირების აშშ-ში ვიზიტებთან დაკავშირებით ჰკითხა: “არის თუ არა შერეული გზავნილები ოფიციალური პირების მოწვევით და შემდეგ თქმით, რომ ოფიციალური პირები დაასანქცირეთ?” პატელი ამბობს, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც პრიორიტეტულია ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში და ასევე აღნიშნავს, რომ კვლავ […]

„გვინდა ვიყოთ, შემდეგი ნაბიჯი თბილისისთვის“ – ინტერვიუ Zaha Hadid Architects-ის დირექტორთან

მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანია Zaha Hadid Architects საქართველოში, CITYZEN-თან თანამშრომლობით პირველ პროექტს განახორციელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მრავალფუნქციური თაუერის მშენებლობა თბილისში არქიტექტურის და ქალაქის განვითარების ახალი სტანდარტების დაწესებას ისახავს მიზანს. Zaha Hadid Architects-ის დირექტორი მანუელა გატო BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მათთვის თბილისში აღნიშნული პროექტი პირველია და კომპანია შეეცდება ქალაქის არქიტექტურაში ახალი სიტყვა თქვას, რომელიც წარსულიდან მოდის. Zaha […]

რუსეთმა დმიტრი გორდონს დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს, დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჟურნალისტს ტერორიზმის გამართლება, რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყების მოწოდება, რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების გავრცელება ედება ბრალი. საქმის აღძვრის მიზეზი 2022 წლის მარტში გორდონის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა გახდა, რომელშიც ჟურნალისტი აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებისკენ მოუწოდა. გორდონის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში პირველად 2022 წლის აპრილში […]

ლევან ცუცქირიძემ პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” დააფუძნა

“მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” დააფუძნა. მოძრაობის პრეზენტაცია პირველ ივლისს, თბილისში, მშვიდობის ხიდთან გაიმართა. ცუცქირიძის თქმით, მათი მთავარი ამოცანა საქართველოში დემოკრატიის დაცვაა. “ჩვენს ვალდებულებად მიგვაჩნია, გავაერთიანოთ გაბედული, კომპეტენტური და პატრიოტი მოქალაქეები დემორკატიის გადასარჩენად და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად. მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია რეალუსტირი და ამბიციური პროგრამის გარშემო […]

თურქეთმა 2023 წელს სოფლის მეურნეობის შემოსავლით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა

სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ განაცხადა, რომ თურქეთმა 68,5 მილიარდი დოლარის სასოფლო-სამეურნეო შემოსავლით გასულ წელს ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს ათეულში მოხვდა. იუმაკლიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ფერმერები თურქეთის ეკონომიკისთვის ღირებულების დამატებას განაგრძობენ. აღნიშნული პოსტი ასევე მოიცავდა ინფორმაციას, რომ თურქეთმა 2023 წელს წინა წელთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის 16%-იან […]

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს, დილით დაბრუნდება. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. „ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, […]

აჩი არველაძე – ევროპაზე ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ, განსაკუთრებული მომენტები გვქონდა – გოლი ბოლო წუთზეც გამიტანია, მაგრამ ასეთი ბედნიერი წუთები, ნამდვილად არასდროს მქონია

შედეგი იყო არაჩვეულებრივი, ევროპაზეც გავედით და ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ, ყველა თამაშზე განსაკუთრებული მომენტები გვქონდა , – ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა, აჩი არველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი განაცხადა. აჩი არველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატების შედეგად მწვრთნელებიც, ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც ძალიან გაიზარდნენ. „მწვრთნელებიც გაიზარდნენ, ჩვენმა ფეხბურთელებმაც მიიღეს გამოცდილება. საბოლოო ჯაში მაყურებელმაც, გულშემატკივარმაც. აღარ […]

ვედანტ პატელი – მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ – გვაქვს საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვსურს ამ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში პრიორიტეტი მივანიჭოთ , – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. „რაც შეეხება საქართველოს, ვიცი, რომ ამ ბრიფინგის ოთახში ცოტა ხნის წინ […]

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი

სეულში ავტომობილი ხალხში შევარდა, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის დედაქალაქის მერიასთან ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე 70 წლამდე მამაკაცი დააკავა. მძღოლის განცხადებით, შემთხვევა ავტომობილის უეცარმა აჩქარებამ გამოიწვია.