წელს, მობაილ აპლიკაცია LiveCourt ბაზარზე გამოჩნდება – რას სთავაზობს მომხმარებლებს?

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ. მათ შორის მობაილ აპლიკაცია LiveCourt-ია, რომელიც სპორტის მოყვარულებს საჯარო სტადიონების მოძიებაში ეხმარება.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება – ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს ბრუნდება. 2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში […]

სომხეთი და აზერბაიჯანი პროგრესზე იუწყებიან საზღვრის შესახებ მოლაპარაკებებში

სომხეთმა და აზერბაიჯანმა პროგრესს მიაღწიეს მიმდინარე მოლაპარაკებებში მათი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ – აცხადებს სომხეთის ხელისუფლება 1 ივლისს. “მოლაპარაკებები კონსტრუქციულად გრძელდება” – ვკითხულობთ ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში. განცხადების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიებმა ერთმანეთს გაუზიარეს დოკუმენტების პროექტები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ერთიანი დოკუმენტი “მალე” იქნება შემუშავებული. აზერბაიჯანის […]

ბობ ჰამილტონი – “ქართული ოცნების” მთავრობის მიზანი იყო საქართველო დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქების რადარიდან გამქრალიყო – ვფიქრობ, ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას

ვფიქრობ, ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას, – ამის შესახებ ამერიკელმა თადარიგის პოლკოვნიკმა, ბობ ჰამილტონმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან განაცხადა კითხვაზე, “რა უშუალო გავლენა შეიძლება ჰქონდეს ე.წ. “აგენტების კანონის” მიღებას და ამის გამო ამერიკის მიერ საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვას ქვეყნის სამხედრო და თავდაცვით შესაძლებლობებზე?” მისი თქმით, აღნიშნულს ექნება გავლენა საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე. “ვფიქრობ, ვნახავთ დასავლური დახმარების შემცირებას. ორი […]

ერთად დავხვდეთ ნაკრებს – 2 ივლისი, 22.00, თავისუფლების მოედანი

🇬🇪 საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს ბრუნდება. 🚎 2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება. 😍 ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება. – წერს ,,ეროვნული ნაკრები” ფეისბუქგვერდზე

“ზეგ ბარი” – ახალი მულტიფუნქციური სივრცე დედაენის ბაღში

თბილისში, კერძოდ დედაენის ბაღში, სულ რამდენიმე თვეა ახალმა ობიექტმა – „ზეგ ბარმა“ დაიწყო ოპერირება. „ზეგ ბარი“ მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებებსა და გასართობ საღამოებს სთავაზობს.

„ვინც ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან“ — პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“

დაფუძნდა პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი”, რომლის პრეზენტაცია პირველ ივლისს ჩატარდა. ახალი მოძრაობის მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაა. ამის შესახებ მოძრაობის დამფუძნებელმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ, მოძრაობის პრეზენტაციაზე ისაუბრა. პრეზენტაციაზე მოძრაობის წევრებმა გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და აღნიშნეს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია […]

მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ჯერ კიდევ აგრძელებენ. ამაზე მან პირველ ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ შეკითხვა დაუსვეს. “ამ ბრიფინგის ოთახში საქართველოში მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ […]

შარლ მიშელი ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ – ჩვენ, ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ, მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობაა

ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს შარლ მიშელმა ვიქტორ ორბანი ბრიუსელში მიიღო. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, გამოწვევების დასაძლევად, ერთადერთი გზა ერთიანობაა. „დღეს, ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის პირველ დღეს, ვიქტორ ორბანი მივიღე, რათა ისეთი პრიორიტეტები განგვეხილა, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, თავდაცვა, გაფართოება და სხვა. ჩვენ ყველამ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვართ. მათ დასაძლევად ერთადერთი გზა ერთიანობა […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უახლოეს მომავალში Patriot-ის სისტემების დამატებით მიწოდებას ველით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები განიხილა. ასევე, მხარეებმა აშშ-ის შემდგომი დახმარების, კერძოდ თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების საკითხი განიხილეს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან Patriot-ის სისტემები სიცოცხლის გადარჩენასა და […]