Politico – კონგრესმენების ჯგუფი პენტაგონს F-16-ებზე მეტი უკრაინელი პილოტის გაწვრთნისკენ მოუწოდებს

კონგრესმენების ჯგუფი პენტაგონს F-16-ებზე მეტი უკრაინელი პილოტის გაწვრთნისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „დემოკრატი“ წევრები, ადამ შიფის ხელმძღვანელობით, F-16-ებზე კიდევ 10 უკრაინელი პილოტის მომზადების შესახებ უკრაინის თხოვნას მხარს უჭერენ და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს წერილით მიმართავენ, რომ თხოვნა დააკმაყოფილოს.
„წლის ბოლოსთვის უკრაინის განკარგულებაში უფრო მეტი F-16 თვითმფრინავი იქნება, ვიდრე კვალიფიციური პილოტი, მათ სამართავად. ეს სიტუაცია საფრთხეს უქმნის იმ სტრატეგიულ უპირატესობებს, რომლებიც ამ თვითმფრინავებმა შეიძლება უკრაინას მიანიჭონ“, – ნათქვამია 15 კონგრესმენის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ