საფრანგეთმა ბელგიას კოლო მუანის რიკოშეტით გატანილი გოლით მოუგო [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთმა ბელგია 1:0 დაამარცხა. პირველ ტაიმში გუნდები ფრთხილად თამაშობდნენ, ფრანგები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეს. შესვენების შემდეგ დეშამის შეგირდებმა შეტევები გააძლიერეს და შეცვლაზე შესულმა კოლო მუანიმ ვერტონგენისგან რიკოშეტით გამარჯვების გოლი გაიტანა. საფრანგეთი მეოთხედფინალში პორტუგალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს 5 ივლისს დაუპირისპირდება. საფრანგეთი – ბელგია 1:0 გოლი: ვერტონგენი (85, საკ. კარში) […]
“მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩართულობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან“, – სახ. დეპარტამენტი საქართველოზე

ქართველი ოფიციალური პირების ნაწილისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ “შესაბამის” ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, ჩართულობა გრძელდება. ჟურნალისტის კითხვაზე, გზავნის თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი შერეულ გზავნილებს საზოგადოებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე განმარტავს, რომ არა. ჟურნალისტი გულისხმობდა, ერთი მხრივ, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მეორე მხრივ, […]
ფოსტის შესახებ კანონპროექტი შესაძლოა ისევ შეიცვალოს – საფოსტო ბიზნესი ლევან დავითაშვილს შეხვდა

ფოსტის შესახებ კანონი 11 წლის შემდეგ ისევ განხილვის რეჟიმშია – ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესთან მორიგ შეხვედრას მართავს. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კერძო სექტორის წარმომადგენლები შეხვედრით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ლევან დავითაშვილმა მათი შენიშვნები მოისმინა და კანონპროექტის ბოლო რედაქცია სავარაუდოდ დარედაქტირდება. FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ საფოსტო რეფორმის ბოლო რედაქციის მიხედვით, საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 […]
2 ივლისს, 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე ნაკრების დახვედრის ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ნაკრების დახვედრის ღონისძიება 2 ივლისს 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან, ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. ნაკრების თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 2 ივლისს, 07:30 საათზე ჩაფრინდება. “2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ […]
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა – პირველი ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.85 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.32 თეთრით გაუფასურდა. პირველი ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8016 ლარია, ერთი ევროსი – 3.0114 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.8 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი. რუსული კანონის მიღების […]
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 2 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის, ზურაბ ჭავჭავაძის, ჩუბინაშვილის და ნინოშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და წმინდა ნინოს […]
გიორგი მამარდაშვილი – ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს!, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი სოციალურ ქსელში წერს. “ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ! მადლობა, რომ იყავით იმ ყველაფრის ნაწილი, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, ისეთი ძლიერები, როგორც არასდროს!“, – წერს მამარდაშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თავის პირველ ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალის ეტაპზე დაემშვიდობა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს დაბრუნდება – თავისუფლების მოედანზე დახვედრის ღონისძიება გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს, დილით დაბრუნდება. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება გაიმართება. „ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული”, – ნათქვამია ინფორმაციაში. მანამდე, 21:30 საათზე, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს, […]
გიორგი პერტაიამ ჩეხეთის ელჩთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის სავაჭრო-საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, ჩეხეთის ელჩს საქართველოში პეტრ კუბერნატს უმასპინძლა – ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრისას, ძირითადი აქცენტები პროფესიულ განათლების, განახლებადი ენერგიისა და მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ექსპორტ-იმპორტის საკითხებზე გაკეთდა. „მხარეებმა ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თემებზეც იმსჯელეს. ამ მხრივ კი, ხაზი გაესვა ჩეხური და ქართული ბიზნესების […]
ანექსირებული სევასტოპოლი კვლავ დაექვემდებარა სარაკეტო დარტყმას

1 ივლისს, საღამოს საათებში უკრაინის მიერ ანექსირებულ ყირიმში ქალაქი სევასტოპოლი კვლავ დაექვემდებარა სარაკეტო დარტყმას. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ყირიმში მომხდარი აფეთქებებიდან ერთ-ერთი ძლიერი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, იუწყებიან მაშშტაბურ ხანძარზეც. ჯერჯერობით დაუდგენელია კონკრეტულად რომელი ობიექტი იწვის. რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის ხელმძღვანელი, მიხაილ რაზვოჟაევი ტელეგრამით წერს – “წინასწარი ცნობებით, აკვატორიის თავზე და ბალაკლავის რაიონში ცაში განადგურებულია ოთხი საჰაერო […]