გარემოს ეროვნული სააგენტო – 7 ივლისამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 გრადუსამდე […]
თინა ბოკუჩავა – როგორც ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები, „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე ვართ ევროპელები“, ვერც რუსეთი და ვერც მის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის

როგორც ზურაბ ჟვანიამ განაცხადა ცნობილი სიტყვები, „ჩვენ ვართ ქართველები და მაშასადამე, ვართ ევროპელები“ და ვერც რუსეთი და ვერც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ამჟამინდელი მმართველი ამას ვერ შეცვლის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მადლობელია ასამბლეის და კერძოდ, აშშ-ის დელეგაციის რეზოლუციებში ცვლილებების შეტანისთვის, რომლებიც „ცალსახად […]
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ კერძო […]
GITA-ს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკი „Smart Stay ჰაკათონს“ უმასპინძლებს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, მისვე ორგანიზებით, 27-28 ივლისს, თელავის ტექნოპარკში, ,,Smart Stay ჰაკათონი” ჩატარდება. მათივე ცნობით, ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია სტუმარმასპინძლობის სექტორში, კერძოდ სასტუმროებში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. „ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სტუმარმასპინძლობის და სასტუმროს სექტორებით, აღნიშნულ სფეროებში არსებული კომპანიების […]
„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა – უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით

მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას აახლებს. 135-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, განახლებული ვიზუალური იდენტობით, საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება. ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი სიმბოლო – ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული, ისტორიის მანძილზე „ბორჯომის” მთავარი კომპოზიცია – ბორჯომის მთები […]
„ოლ-პი ჯგუფი“ იატაკის ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიად დასახელდა

„ოლ-პი ჯგუფი“ იატაკის ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიად დასახელდა. საპატიო სტატუსი მას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე Golden Brand ორგანიზატორების მიერ მიენიჭა. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის წარმატების უწყვეტი დინამიკა და პროექტების მასშტაბი გახდა. 17 წლის განმავლობაში „ოლ-პი ჯგუფმა“ მოახერხა სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლების საიმედო პარტნიორი გამხდარიყო. კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ მაჩალაძის განმარტებით, „ოლ-პი ჯგუფის“ სერვისები მოთხოვნადია როგორც […]
„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა – უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით

მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას აახლებს. 135 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, განახლებული ვიზუალური იდენტობით, საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება. ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული. განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი სიმბოლო – ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული, ისტორიის მანძილზე „ბორჯომის” მთავარი კომპოზიცია – ბორჯომის […]
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი – იმედგაცრუებულები ვართ, რომ გენდერული კვოტირების საკითხზე ძალისხმევა ქართველ ხალხთან სათანადო კონსულტაციის, დისკუსიის გარეშე გაუქმდა

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ძალისხმევა რამდენიმე დღეში, ქართველ ხალხთან სათანადო კონსულტაციის, დისკუსიის გარეშე გაუქმდა, – ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. „რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო […]
სალომე სამადაშვილი – მმართველი პარტია ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება – ის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და კრიტიკულად აფასებს რუსულ კანონს

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხალხს ატყუებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, სინამდვილეში კი „დოკუმენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“. როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს „რუსულ კანონს“ და მოითხოვს, ეუთო-მ სრული მობილიზაცია მოახდინოს არჩევნების დაკვირვების უზრუნველსაყოფად. მმართველი პარტია, ზუსტად რუსული პროპაგანდის ხერხებით, ანტი-ამერიკულ […]
იაგო ხვიჩია – ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას გამოხატავენ ქალბატონი სალომეს მიმართ

ხალხი ზოგჯერ მართალია და ზოგჯერ ცდება – მაგალითად, მართალია, როდესაც კობახიძის მიმართ გარკვეულ პროტესტს გამოხატავენ, მაგრამ ცდება, როცა აღფრთოვანებას ქალბატონი სალომეს მიმართ გამოხატავენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღონისძიებაზე „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გამოსვლას შეკრებილი ზოგიერთი გულშემატკივრის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს რეალური […]