ბაიდენი ვაშინგტონში ნეთანიაჰუს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ ივლისის ბოლოს, როცა ისრაელის ლიდერი ღაზაში თავისი ქვეყნის მიერ წარმოებული ომის თაობაზე აშშ-ის კონგრესს მიმართავს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი 2 ივლისს ავრცელებს. ღაზაში ომის მიმდინარეობისას, აშშ-მა შეინარჩუნა თავისი ძლიერი მხარდაჭერა ისრაელისადმი – როგორც დიპლომატიური, ისე იარაღის მიწოდების ჭრილში, – თუმცა ბაიდენმა […]
სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას დნეპროპეტროვსკზე

სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად – იუწყება რეგიონის გუბერნატორი სერჰი ლისაკი 3 ივლისს. ლისაკი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმამ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია. პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოაგდეს ხუთი რაკეტა, მათ შორის Iskander-K-ის ტიპის საკრუიზო რაკეტა და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი, […]
პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა. BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების სხვადასხვა შესაძლო ფორმატი […]
უვადო პატიმრობას სააპელაციოში გაასაჩივრებს 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მსჯავრდადებული ე.წ. ქმარი

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში მსჯავრდადებული ე.წ. ქმარი ასიმ სადიკოვი (ასლანოვი), რომელსაც თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 2 ივლისს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა მსჯავრდადებულის ადვოკატმა ლევან მამუკელაშვილმა. „გასაჩივრების საკითხი ყველა შემთხვევაში გადაწყვეტილი გვაქვს. უბრალოდ, ველოდებით დასაბუთებული განაჩენის ჩაბარებას. სადიკოვი არ ეთანხმება მოსამართლის განაჩენს. გამოძიების მიმდინარეობისას […]
რა პროდუქტები გაძვირდა და რა გაიაფდა? – 2.2%–იანი წლიური ინფლაცია ივნისში

საქსტატის ცნობით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4 პროცენტით განისაზღვრა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების […]
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საია-ში აღნიშნავენ, რომ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა, თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. “სასამართლომ სრულად გაიზიარა […]
„არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“ საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა. შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო-სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი […]
მდინარაძე კობახიძის გამოსვლაზე სტვენას დადგმულს და მავნებლობას უწოდებს

„ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე დაორგანიზებულ მავნებლობას უწოდებს პრემიერ-მინისტრ კობახიძის გუშინდელი გამოსვლისას მოქალაქეების სტვენას: „პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად უპოზიტიურეს ამბებში ჩაეტენება ხოლმე ამას ცუდის მეტი არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ რაღაცას, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლის დროს დაიძახოს და 100 კაცი აყვეს, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ერი გაერთიანდა, აქ როგორ უნდა […]
სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართის კოდექსის 236-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბაბაევის მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლებმა იარაღი ჩაუდეს. “ჩვენი მოლოდინი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა ბრალის წარდგენა იოსებ ბაბაევისთივს. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე, რამდენადაც პისტოლეტთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომაც კი მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა უკანონოდ ამ იარაღის […]
ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს ბრალი წაუყენეს

ბიზნესმენსა და სამოქალაქო აქტივისტს, იოსებ ბაბაევს ბრალი წაუყენეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბაბაევის ადვოკატმა კახა კალმახელიძემ განუცხადა. ადვოკატმა და ბიზნესმენმა შიდა ქართლის სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვეს. როგორც კალმახელიძე განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჩხრეკისას მისი ავტომანქანიდან ამოღებული ავტომატის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წაუყენეს. „ბრალი მხოლოდ ავტომატის ნაწილზე წაუყენეს. პირადი ჩხრეკისას პისტოლეტის ქონასაც ედავებოდნენ, მაგრამ ორივე […]