თსსუ-ში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულებს სწავლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. მან კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამის შემდეგ, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ. როგორც მან აღნიშნა, თსსუ-ის […]
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი – ყველა სახის მიზოგინიასა და გენდერული ნიშნით ქალი პოლიტიკური ლიდერების შევიწროებას ვგმობ

ყველა სახის მიზოგინიასა და გენდერული ნიშნით ქალი პოლიტიკური ლიდერების შევიწროებას ვგმობ, – ამის შესახებ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში, კაორი იშიკავამ საქართველოს პარლამენტში ქალების მისამართით გაკეთებულ ძალადობრივ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. მისი თქმით, „სამწუხაროდ, ამ ფენომენს ჩვენ მსოფლიოს ყველა ნაწილში ვხედავთ“. „გაერო-ს კვლევა პოლიტიკური ძალადობის შესახებ აჩვენებს, რომ ქალ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმები ხდება, რაც […]
m&i-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა – ძალიან ვამაყობ, რომ m&i Tbilisi 2024 ფორუმს საქართველოში ვატარებთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024 მიმდინარეობას m&I-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა აფასებს და ამბობს, რომ ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს ტურისტული მიმართულება გაიცნეს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ m&I-ის ფორუმს. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან m&I-ის ღონისძიება […]
“ისეთ ზომებს მივიღებთ მერე, ვერავინ წინ ვერ დაგვიდგება” – რა ხდება ბათუმში

ბათუმში ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ადგილზე 28 ივნისს ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც 10 სახლი დაიწვა, ასევე დაზიანდა ეზოში მდგომი მანქანები. 4 ოჯახი კრიტიკულ მდგომარეობაშია და დროებით სხვა საცხოვრებელში გაყვანას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ ხელისუფლება არ ინტერესდება თუ სად და როგორ უნდა იცხოვრონ მრავალშვილიანმა ოჯახებმა და ხანდაზმულებმა. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ ერთხელ […]
ტემპერატურა +38 გრადუსამდე მოიმატებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 7 ივლისამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 4 ივლისს დასავლეთ, ხოლო 5-6 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +33, +38 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 ივლისს დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 5-6 ივლისს +36, +38 […]
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოიგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის სარჩელი და ბათილად ცნო მისი გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. მის უფლებებს იცავდა არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. გადაწყვეტილება 2 ივლისს გამოცხადდა. მუზეუმმა ყოფილ თანამშრომელთან ხელშეკრულება ორი წლის წინ, 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა, კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონის გამო, „თუმცა, რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების […]
რა არის აკნე და როგორ ვუმკურნალოთ მას

აკნე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელსაც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანი უჩივის. ასე რომ, თუ თქვენც გაწუხებთ აკნესგან გამოწვეული დისკომფორტი, გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ და ეს კონდიცია სამუდამო არ არის. საბედნიეროდ, დღეს აკნეს მკურნალობის არაერთი საშუალებაა, რომელსაც თქვენც შეგიძლიათ მიმართოთ. ნუ მისცემთ გამონაყარს საშუალებას, თქვენს ყოველდღიურობაზე გავლენა იქონიოს. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, თავისუფლად შესაძლებელია […]
ივნისში ხილ-ბოსტნეულზე ფასმა დაიკლო, ზეთსა და ცხიმზე მოიმატა — საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ივნისის თვეში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით, 0.5-ით არის შემცირებული. თუმცა წლიური ინფლაცია 2.2%-ია. თვის მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფასების ცვლილებამ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა სურსათი და არაალკოჰოლური სასმელები, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო, კაფე-სასტუმრო-რესტორნები. „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.65 პროცენტული პუნქტით აისახა. […]
საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო–სასწავლო კურსი ჩატარდა. შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო–სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი […]
სტადიონზე გადარჩენილი სიცოცხლე, უმშვენიერესი მეუღლე და ლეგენდარული კადრი – გაიცანით 25 წლის ვარსკვლავი, ლუკა ლოჩოშვილი – Marao

26 ივნისს საქართველო-პორტუგალიის მატჩს არაერთი ვარსკვლავი ჰყავდა, მაგრამ, ალბათ, ჩვენთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ კადრად ეს დარჩება: ფოტოს მთავარი გმირი, კრისტიანო რონალდოსთან ერთად, ქართველი ლუკა ლოჩოშვილია, რომელსაც ამ სტატიაში უფრო ახლოს გაგაცნობთ. ლუკა ლოჩოშვილი იტალიური „კრემონეზეს“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველია. თამაშობდა თბილისის „დინამოს“ ასაკობრივ გუნდებში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2016 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ […]