უკრაინული მედია – უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, „ეკონომიჩესკაია პრავდა“ ავრცელებს. უკრაინული გამოცემის ცნობით, კორპორაცია Ukrvinprom-ში გაერთიანებული მეღვინეები, კიევს მოუწოდებენ, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ღვინისა და კონიაკის იმ მწარმოებლებს სანქციები დაუწესდეს, რომელთა პროდუქციაც, მათივე თქმით, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ჯერ […]

Reuters – ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

ნატო-ს წევრებმა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, ნატო-ს მოკავშირეები ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადების შესახებ შეთანხმდნენ, რომელიც მომავალ წელს 40 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსებას ითვალისწინებს. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების […]

ნინო წილოსანი – ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე წარდგენილი სიიდან რიგი ადამიანები არ დაეჯილდოებინა, მისი აფექტური მდგომარეობის კონდიცია იყო, რათა მთავრობის ინიცირებულ პროცესში რაღაც ნეგატივი შეეტანა

სალომე ზურაბიშვილი იმ ნარატივში ჯდება, რომ აუცილებელია ზეიმის დროს რაიმე ნეგატივის შეტანა – თუ ბოლო პროცესებს გადავავლებთ თვალს, ზურაბიშვილი არათანმიმდევრული და არაადეკვატური ნაბიჯებით გამოირჩევა, – ეს კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ნაკრების და სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლების ღირსების ორდენით დაჯილდოების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, ღირსების ორდენზე […]

პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას. “განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის […]

ფროზინონემ კვერნაძის ტრანსფერი გამოისყიდა – რამდენ მილიონს მიიღებს ფოთის კოლხეთი?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე კვლავ იტალიაში ითამაშებს. სერია B-ში დაქვეითებულმა „ფროზინონემ” 21 წლის ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი გამოისყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის დირექტორმა გვიდო ანჯელოციმ დაადასტურა. Transfermakt-ის ინფორმაციით, ფოთის „კოლხეთი” მოთამაშის სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს მიიღებს. სერია A-ს გასულ სეზონში კვერნაძემ „ფროზინონეს” შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა. წყარო: goal.ge

ბოლო 2 კვირის მოსკოვის ბირჟაზე იუანში ტრანზაქციების რაოდენობა 14%-ით შემცირდა – რუსული მედია

ჩინური ბანკები, რომლებიც აგრძელებენ რუსეთთან თანამშრომლობას და იუანებით ვაჭრობის მთავარი მოთამაშეები არიან, მოსკოვის ბირჟას აშშ-ს სანქციების შემდეგ ტოვებენ, – ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოსკოვის ბირჟაზე იუანში ტრანზაქციების რაოდენობა 1,89 მილიონ რუბლამდე, 14%-ით შემცირდა, რაც მინიმალური მაჩვენებელია 2023 წლის თებერვლიდან. ეს საფონდო ბირჟაზე კერძო ინვესტორების აქტიურობასა და ორგანიზებული ბაზრიდან მსხვილი მოთამაშეების […]

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის შესახებ“

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა. შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო-სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი […]

მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა

მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს თანამშრომლობის ფარგლებში, მარცხის ისტორიების (Fuckup Nights) 32-ე გამოშვება ჩატარდა, რომლის მთავარი მესიჯი, ალდაგის ახალი სლოგანი „ბოლო კეთილია“ გახლდათ. ღონისძიება ექსკლუზიურად ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მომხმარებლებისთვის გაიმართა და მისი მიზანი ბიზნესების წახალისება და მოტივაციის ამაღლება იყო. მოწვეულ სტუმრებს […]

„ოცნებაში“ „ჰეითერებს“ უწოდებენ მათ, ვინც კობახიძის გამოსვლას ნეგატიური შეძახილებით შეხვდა

მმართველ პარტიაში, „ქართულ ოცნებაში“, აცხადებენ, რომ ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს უარყოფითი შეძახილები „პატარა ჯგუფის“ ორგანიზებული იყო. „არის სიძულვილის მფრქვეველთა ჯგუფი, რომელსაც ჰქვიათ ‘ჰეითერები’, რომელთა მიზანიც არის ნებისმიერი სახალხო ზეიმი, ქვეყნის წარმატება აქციონ გარკვეულ ნეგატივად… ეს ადამიანები ორგანიზებულად ერთ პატარა ჯგუფად იდგნენ. აჟიოტაჟი ატეხეს და გამოიწვიეს, თუმცა საზოგადოება მათ არ აჰყვა“, – […]

ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, რომელიც რუსულ კანონს აკრიტიკებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს დეკლარაცია მიიღო, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღება. აღნიშნულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა. “გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი და კანონმდებლობის და პოლიტიკის სხვა ზომები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ამყარებს რეპრესიულ სამთავრობო […]