რუსეთის მიერ დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 5 ადამიანი

3 ივლისს რუსეთმა რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა ქალაქ დნიპროზე. დაზიანდა სავაჭრო ცენტრი. თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 5 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა, მინიმუმ, 47. როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში ისკანდერ-К-ს ტიპის 3 რაკეტით, Х-59-ის ტიპის 4 რაკეტითა და 5 შაჰედის ტიპის დრონით მიიტანა. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 11 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო: […]
“ბორჯღალოსნები” | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა 2024 წლის ზაფხულის პირველი ტესტ-მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. 5 ივლისს, 20 საათზე, საქართველო ფიჯის ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” მასპინძლობს. მოცემული მომენტისთვის ფიჯი მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა (76.38), საქართველო კი მე-13 ადგილს (74.02) იკავებს და გამარჯვების შემთხვევაში მომავალ მეტოქე იაპონიას (მე-12 ადგილზე – 74.04) გადაასწრებს. “ბორჯღალოსნებმა” მოსამზადებელი ეტაპი ქუთაისში გაიარეს, რის შემდეგაც […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7996 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7996 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7996 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0124 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9937 ლარს შეადგენდა. […]
ირაკლი კობახიძე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალის ათვისების მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ […]
VIDEO: “იტალიური არდადეგები გრძელდება” – თიკა ჯამბურიამ ბექა ხოფერიას ქორწილში სიმღერა შეასრულა – Marao

თიკა ჯამბურია შვილთან ერთად ყოფილი ქმრის, ბექა ხოფერიას ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გაიმართა. ბექა ხოფერიას რჩეული სოფო ქურდიანია. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს. დღეს უკვე ბიზნესმენი ბექა ხოფერია წლების წინ საზოგადოებამ ჯერ როგორც პოლიტიკოს ხათუნას ხოფერიას ვაჟი, მოგვიანებით კი, როგორც მომღერალ თიკა ჯამბურიას მეუღლე, ისე გაიცნო. თიკა და ბექა ჯერ კიდევ საერთო შვილის, ნინას […]
რატომ არის AI-ს გამოყენება ბიზნესისთვის აუცილებელი? – ინტერვიუ Touch.Point-ის სპიკერთან

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და Touch-ის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო მარტექ ფესტივალი, Touch.Point გაიმართა, რომელიც მარკეტინგულ აქტივობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და ვორკშოფ სესიები გაიმართა. Touch.Point-ზე წარმოდგენილ მომხსენებლებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო კრეატივის, ბრენდისა და მარკეტინგის კონსულტანტი ზივ მეირი, რომელსაც Google-ში, McCann-სა და PepsiCo-ში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მეირის საუბრის თემა ბიზნესის […]
ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ნაცებისთვის აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ

ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ნაცებისთვის აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლა ჩვენ კი არა, მსოფლიოში არავის დარჩენია შეუმჩნეველი. ის ბედნიერება, რომელიც ამ ბიჭებმა გვაჩუქეს კიდევ დიდხანს გაგვყვება, მაგრამ ფეხბურთი, რომელიც ყველასთვის გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ნაცებისთვის აღმოჩნდა თემა, რომელიც დაპირისპირებამდე უნდა დაეყვანათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების […]
სანე: გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ

5 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ტურნირის მასპინძელი გერმანია ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩამდე “ბუნდესნაკრების” შემტევმა ლეროი ზანემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ვფიქრობ, გერმანია და ესპანეთი ევრო 2024-ზე საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებენ. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ფანები ამ მატჩს მოუთმენლად ელოდებიან. ესპანელები მეტოქეს ხშირად უტევენ, თუმცა თამაშის ამგვარ სტილს უარყოფითი მხარეც აქვთ, მათ თავისუფალი სივრცეები რჩებათ. იმედია, შანსებს გამოვიყენებთ”, – განაცხადა ზანემ. […]
დიპლომატების ცნობით, NATO-ში უკრაინისთვის €40 მილიარდის გადაცემაზე შეთანხმდნენ

ორი ევროპელი დიპლომატის ცნობით, ვაშინგტონში ალიანსის ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინისთვის მომავალ წელს 40 მილიარდი ევროთი დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა წევრ მოკავშირე ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ თავის თავზე აიღონ კიევისთვის სამხედრო დახმარების სტაბილური და მრავალწლიანი ვალდებულება, როგორც ომის დაწყების პირველი დღიდან. ეს დახმარება […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეუთო-ს, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა მოუწოდებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძლიერი სადამკვირვებლო მისია ჩამოაყალიბონ. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პოტენციური დარღვევების ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება […]