რუსეთი აჩერებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას და მიზეზად “ტოტალურ რუსოფობიას” ასახელებს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ მიიღეს განცხადება, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის შეჩერებაზე. მოსკოვი ასევე შეწყვეტს მოსაკრებლის გადახდას. “მიკერძოებული დისკრიმინაციული მიდგომები, ორმაგი სტანდარტები და ტოტალური რუსოფობია, საგნობრივი დისკუსიისთვის, მათ შორის თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიისთვის მზადყოფნის არქონა, მიუთითებს ეუთოს საპარლამენტო ურთიერთობის მექანიზმის უკიდურეს დეგრადაციაზე”, – […]
“ხელმეორედ კლავს გმირ პილოტს…” – რას მოჰყვა თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავის, მოიერიშე სუ–25–ის ჩამოვარდა?

საქარველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე: საქართველოს ხელისუფლება, ოცნება, როგორ ყველაფერი მოშალეთ ამ ქვეყანაში? სუ 25-ის ჩამოვარდნაზე, როდესაც ოფიციალურ განცხადებას აკეთებთ, საფრენი აპარატი კი არ უნდა დაწეროთ (ეგ შეიძლება გარე შემფასებელმა ან ჟურნალისტმა თქვას) არამედ საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო თვითმფრინავი, მოიერიშე სუ 25, და არა თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატი. წესია ასეთი. […]
ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ m&i Tbilisi 2024 ფორუმს – ჰერი კაშემა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მიმდინარეობას აფასებს m&I-ის კომერციული დირექტორი ჰერი კაშემა. „ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ვატარებთ „m&I”-ის ფორუმს. თქვენს ქვეყანაში პირველად არ ვარ. ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი ევროპელის რჩევა საქართველოში ფორუმის გასამართად. შარშან „m&I”-ის ღონისძიება საქართველოში ძალიან კარგად ჩატარდა და წელსაც ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოვიყვანეთ […]
მიკროსაფინანსოების მიმართ ხუთ თვეში 347 საჩივარი დაიწერა – რაზე ჩივიან მომხმარებლები

2024 წლის იანვარ-მაისში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჯამში 347 საჩივარი დაიწერა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული საჩივრებიდან 47 სალომბარდე სესხებზე მოდის, 5 მომენტალურ განვადებაზე, 4 – ავტოსესხზე, 2 სამომხმარებლო სესხებზე. პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს მაისში შესული საჩივრებიდან 22 – ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 21 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 6 სხვა გადასახდელებზე, 5 […]
ნინო წილოსანი – არავინ აპირებს დათვლას 10, 50 თუ 100 ადამიანი იყო, ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე, დესტრუქციას ეწეოდა – აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეყოთ სითავხედე და სძლიათ ბოროტებამ, რომ ზეიმში ნეგატივი შეეტანათ!

არავინ აპირებს დათვლას 10, 50 თუ 100 ადამიანი იყო, ვინც გუშინ, თავისუფლების მოედანზე, დესტრუქციას ეწეოდა – თვალნათელია, რომ მაშინ, როცა ეროვნული ნაკრებისა და ქვეყნის წარმატებამ მთელი ქვეყანა გააერთიანა, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც ეყოთ სითავხედე და სძლიათ ბოროტებამ, რომ ამ ზეიმში ნეგატივი შეეტანათ! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა. წილოსანი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი […]
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციით, „საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის“

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ეუთოს მიერ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის. „[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი […]
გიგი წერეთელი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდამჭერი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, თავდაპირველად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის სამუშაო ვერსია გავრცელდა, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდამ გამოიყენა, „თითქოს დასავლეთის და ასამბლეის მხრიდან საქართველოს ინტერების საწინააღმდეგო ჩანაწერი შეგნებულად მზადდებოდა“. მისივე თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერი. „მე არ ვარ ოფიციალური წევრი დელეგაციის და არ მიმიღია კონკრეტულ განხილვებში მონაწილეობა, მაგრამ […]
თორნიკე რიჟვაძე – ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე, მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებში წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ახალგაზრდების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნას. „ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებას გისურვებთ ცხოვრების ამ საპასუხისმგებლო ეტაპზე. მჯერა თქვენი ნიჭიერების, პროგრესულობის, მიზანდასახულობის. თქვენი წარმატება და პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე თქვენი მომავლისთვის. […]
რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა, რომლის ფარგლებშიც, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ გზაზე, ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. როგორც რუსთავის მერმა […]
“ბარსელონას” ლეანდრო პარედესის ყიდვა შესთავაზეს

კატალონიის “ბარსელონას” “რომას” ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის ყიდვა შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბლაუგრანას” არგენტინელის დამატება შუამავლებმა და სუპერაგენტებმა შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, ნახევარდაცვის ხაზში “ბარსას” მთავარი პრიორიტეტი მიკელ მერინო (სოსიედადი) და ამადუ ონანა (ევერტონი) არიან. პარედესს “რომასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულს ეწურება.