საქართველოში ჰიდრო სიმძლავრეების განვითარების დიდი პოტენციალია – “აჭარისწყალი ჯორჯიას” CEO

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის, სატიშ ბჰატის შეფასებით, საქართველოში ჰიდრო სიმძლავრეების მიმართულებით დიდი პოტენციალია. როგორც შუახევის ჰესების კასკადის მფლობელი კომპანიის დირექტორმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შესაბამისი განვითარების შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი იყოს.

წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! ჰუმანური აქტები რესოციალიზაციას ხელს უწყობს და ეს კონსტიტუციონალისტ პრემიერს ყველაზე კარგად ესმის! როგორც ყოფილი პატიმარი მივესალმები

წინა ხელისუფლების დროს პატიმარი ადამიანად არ ითვლებოდა! ჰუმანური აქტები რესოციალიზაციას ხელს უწყობს და ეს კონსტიტუციონალისტ პრემიერს ყველაზე კარგად ესმის! როგორც ყოფილი პატიმარი მივესალმები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ყოფილი პოლიტპატიმარი,ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე ამნისტიის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცახდებით, ამნისტია თავისი არსით, ჰუმანური აქტია და ხელს უწყობს რესოციალიზაციას. თუმცა, იმ […]

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრება დაიწყო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატია რეგისტრირებული. მათგან 5-ს, სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო, საბჭომ ხარვეზი დაუდგინა და მის აღმოსაფხვრელად ვადა 3 ივლისამდე ჰქონდა. შესაბამისად, დღესვე გაირკვევა 5 კანდიდატის საკითხიც. ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს. ყველა […]

ლევან კობიაშვილი: ვილი სანიოლთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს გვაქვს

“ის, რომ ვილის მიმართ ინტერესი არის, ეს გასაგები და ლოგიკურია, თუმცა ეს ინტერესი მანამდეც იყო, სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით. ზოგადად, ბოლო პერიოდში ვილის მიმართ ინტერესი იყო, რადგან ის წარმატებული გზა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ ამას ყველა ხედავდა და მედიის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ ინფორმაცია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებები ინტერესდებოდნენ ვილი სანიოლით.” – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის […]

გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური დაჯილდოება ხვალ თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით წელს უკვე მეოთხედ იმართება. დაჯილდოების ცერემონია 5 ივლისს, მარჯანიშვილის 7- ში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება. ერთ-ერთი პირველი, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება. ფინალისტები 5 კატეგორიაში უკვე ცნობილია და დაჯილდოებაზე […]

სასტიკი მოპყრობა ცხოველის მიმართ – სოფელ ვარციხეში ძაღლს ესროლეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი იმერეთში. ამჯერად შემთხვევა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მოხდა. მიუსაფარი ძაღლი თოფიდან არის დაჭრილი, ცხოველთა მოყვარულების ჩარევით მას უკვე გაუკეთდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას საფანტი ჰქონდა მოხვედრილი. ცხოველთადამცველები ამბობენ, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა იმერეთში, როდესაც მიუსაფარ ცხოველებს ასე სასტიკად ექცევიან. ისინი კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვენ. არ […]

ბადრი ჯაფარიძე – დარწმუნებული ვარ, რომ აშშ გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც დღემდე ასრულებს – ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა

დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც ის დღემდე ასრულებს – ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ის განმარტავს, აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს. „ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის […]

მამუკა ხაზარაძე – გილოცავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! – ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და პარტნიორობა შეუფასებელია და ამ კავშირს ვერავინ დაარღვევს!

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამერიკის შეერთებული შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ამბობს, რომ ამერიკისა და საქართველოს მეგობრობა და პარტნიორობა შეუფასებელია. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს, ამ ორ ქვეყანას შორის კავშირს ვერავინ დაარღვევს. „დამოუკიდებლობა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, რომლისთვისაც ჩვენ ერთად ვიბრძვით, გილოცავთ 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს! Happy Independence Day, America! ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და […]

ვლადიმერ პუტინი – თუ კიევი და მისი სპონსორები მზად იქნებიან, უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინადადება მოგვცემს საშუალებას საბრძოლო მოქმედებები დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ

რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის მოგვარების ვარიანტი, კიევის და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას გააჩენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ჩვენ წარმოვადგინეთ [კონფლიქტის] მოგვარების კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც, თუკი […]

გენერალური პროკურორობის კანდიდატი კანაფის მოხმარებაზე – ამ პროდუქტის მომხმარებლის სისხლის სამართლებრივი წესით დასჯა არ მგონია ის გზა, რაც საბოლოო სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს

[კანაფი] ბოსტანში გაზარდოს და მოიხმაროს, ამის ბიზნესად ქცევა არ იქნება მთლად მართებული – არ მგონია კრიმინალიზაცია ის გზა იყოს, რომელიც ამ პრობლემას ეფექტურად გადაწყვეტს, – ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ვიქტორ ახალბედაშვილმა „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვას, რომელიც კანაფსა და მის პროდუქტებთან მიმართებით დავებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საჭიროებას შეეხებოდა. როგორც ახალბედაშვილმა აღნიშნა, ამ პროდუქტის მომხმარებლის […]