კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა, მეორე კი კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის დეტალები უცნობია.
მიხეილ დაუშვილი – შინაარსს ვერ ვხედავთ ტექნიკურ გაერთიანებებში – „ნაცმოძრაობასთან“ გაერთიანება გამორიცხულია და ამის შანსი 0,1 პროცენტიც კი არ არის, „ახლებთან“ გაერთიანებასაც არ ვაპირებთ

შინაარსს ვერ ვხედავთ ტექნიკურ გაერთიანებებში, ეს არასწორად მიგვაჩნია. ჩვენი კარი ღიაა კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსებისთვის და ჩვენს ნაწილში ეს პროცესი მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მათ ინდივიდუალური პოლიტიკოსების დონეზე მოლაპარაკებები აქვთ და ამ კუთხით სიახლეები “ცოტა მერე” იქნება. როგორც დეპუტატმა განმარტა, “გახარია საქართველოსთვის” არც “ნაციონალურ […]
641 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 410 მანდატი მოიპოვეს

641 საარჩევნო ოლქიდან მიღებული ოფიციალური შედეგებით, გაერთიანებული სამეფოს “ლეიბორისტულმა პარტიამ”, საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების 33,9%-ით, თემთა პალატაში 410 ადგილი მოიპოვეს, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, „კონსერვატორებს“ ხმების 23,7%-ით 119 მანდატი აქვთ. „ლიბერალ-დემოკრატებმა“ ხმების 12,3%-ით 71 ოლქში გაიმარჯვეს, ხოლო Reform UK-მა ხმების 14,3%-ი მიიღო, რაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხ მანდატს ნიშნავს. „კონსერვატიული პარტიის“ წევრებს შორის, […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას

ვულოცავ კეირ სტარმერს და „ლეიბორისტებს“ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა და გაერთიანებული სამეფო იყვნენ და იქნებიან სანდო მოკავშირეები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო და უკრაინა გააგრძელებენ თავისუფლებასა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და საერთო ღირებულებების დაცვას. „მომავალ მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ როგორც საშინაო საქმეებში, ასევე მსოფლიო ასპარეზზე გაერთიანებული სამეფოს ლიდერობის […]
მიხეილ დაუშვილი – ფეხბურთელების მხრიდან „ქართუსთვის“ მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი – ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი

მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის უარყოფით გამოხმაურებებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მიმართ, მას შემდეგ, რაც ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ბიძინა ივანიშვილსა და “ქართუს” მადლობა გადაუხადა. როგორც დაუშვილმა აღნიშნა, არ შეიძლება და არასწორია, […]
ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნები” დღეს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან

ბათუმი არენაზე “ბორჯღალოსნები” ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს თამაში მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებთან, დღეს 20:00 საათზე შედგება. მორაგბეები მოწინააღმდეგესთან შესარკინებლად განსაკუთრებულად მოემზადნენ. მაქსიმალურად ბევრი ქომაგის მობილიზებისთვის კი, საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა. სარაგბო ზეიმი თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე დაიწყება.
საია: 5-6 ივლისის მოძალადეების უმეტესობა და ორგანიზატორები კვლავაც დაუსჯელნი არიან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. ორგანიზაცია 19 დაზარალებულის ინტერესებს იცავს, საიდანაც 17 პირი სხვადასხვა მედიის წარმომადგენელია. საიაში აცხადებენ, რომ მთელი გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდნენ საგამოძიებო უწყებებთან, თუმცა, სამწუხაროდ, გაგზავნილ განცხადებებსა და […]
რომელმა 4-მა ავიაკომპანიამ შეაჩერა საქართველოში ოპერირება რუსეთ-უკრაინის ომის დროს?

რუსეთ-უკრაინის ომი გამო საქართველოში ოპერირება 4-მა უკრაინულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა, რომელთაც 2021 წლისთვის ჯამურად ბაზრის 14.7% ეკავათ, რაც 352,000 მგზავრია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების 2023 წლის ფინანსური ანგარიშში ვკითხულობთ. ეს 4 უკრაინული ავიაკომპანიაა: Sky Up, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები, Bees ავიახაზები, Yan Air. 2021 წელს თითოეული ავიაკომპანიის გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა ასეთი იყო: გადაყვანილი მგზავრების ოდენობა […]
ივნისის უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის ივნისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი, რაზეც, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა 24 პირი, მათგან დაკავებულია 10 პირი. “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში […]
გენპროკურორობის კანდიდატი იაგო ხვიჩიას – გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი მოწოდებისთვის, რომ მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ წავიდნენ, ასევე, დავიჭერდი ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარების გამოცხადებისთვის

გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, მე თქვენი პარტიის თავმჯდომარეს დავიჭერდი მოწოდებისთვის, რომ სამხედროში არ წახვიდეთო, – ასე მიმართა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოს წევრს და პარტია „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას. მისივე თქმით, იმავე პარტიის ლიდერს „ნარკოტიკის თავისუფლად მოხმარების გამოცხადებისთვისაც“ დაიჭერდა, იმ პერიოდში გენერალური პროკურორი რომ ყოფილიყო. „მე, მაგალითად, გენერალური პროკურორი რომ ვყოფილიყავი, თქვენმა პარტიამ […]