საია – 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი, საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული – ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული. საია-ს ცნობით, […]
ვალესა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ვალე“ და „სარფი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6220 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის […]
თსუ-ში ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო

ახალ, 2024-2025 სასწავლო წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ-ს რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა და კანცლერმა ლაშა საღინაძემ თსუ-ს მე-3 და მე-5 კორპუსებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. „სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში თსუ-ს მე-3 სასწავლო კორპუსში მიმდინარეობს შიდა ეზოს მოწყობის სამუშაოები, დაირგვება ხეები, შეკეთდება ღობე, შეიცვლება კარები. სამუშაოს დასრულების […]
მარიამ ქუთათელაძე – m&i-ის ფორუმის საქართველოში გამართვა რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოგვედინა

m&i Tbilisi 2024 ფორუმის მონაწილის, სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ წარმომადგენლის მარიამ ქუთათელაძის განცხადებით, „m&i-ის ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის სფეროში“. მან ფორუმის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ m&i-ის ფორუმის საქართველოში გამართვა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. „პირველად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ ფორუმს ვესწრებოდით არ გვჯეროდა და ვერ წარმოგვედგინა, რომ მალე საქართველო ამ […]
8 ივლისს “ნაცმოძრაობის” ყრილობა გაიმართება

„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და მიმდინარე წლის 8 ივლისს მოხდება პარტიის ყრილობის მოწვევა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული – თინათინ ბოკუჩავას კანდიდატურა დამტკიცდება პარტიის ყრილობის მიერ, ლევან ხაბეიშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს. იმავდროულად იქნება პრეზენტაცია იმ სიახლეების, რომლებიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს საარჩევნო კამპანიასთან მიმართებით.“ – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, 4 […]
პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის ფშავის მკვიდრი ვასილ ნაყეური ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ვასილ ნაყეურს პირად გადასცა. „ვასილ ნაყეური არხოტში ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციის […]
ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა – The New York Times
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დემოკრატი გუბერნატორების შეკრებაზე განაცხადა, რომ მას სჭირდება მეტი ძილი და ნაკლები მუშაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ შეხვედრის მონაწილე პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეხვედრაში მონაწილე პირების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან უნდა შეამციროს სამუშაო საათები, მათ შორის, თავი აარიდოს 20:00 საათის შემდეგ აქტივობებს, რადგან მეტი ძილი სჭირდება. ამასთან, ჯო […]
მდინარე ქსანზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია 5 აგვისტოს დასრულდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. „5 ივნისიდან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა […]
ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა – რიში სუნაკმა დამარცხება აღიარა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა. „ამ არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა“, – აღნიშნა სუნაკმა და დასძინა, რომ პარტიის ლიდერს, კირ სტარმერს გამარჯვება მიულოცა. „დღეს ძალაუფლება მოწესრიგებულად და მშვიდობიანად შეიცვლება. ეს არის ბრიტანელი ხალხის მიერ გამოტანილი განაჩენი ჩვენს გამოსაფხიზლებლად. ბევრი რამ არის სასწავლი და დასაფიქრებელი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დანაკარგზე“, – განაცხადა სუნაკმა. […]
“რეალში” არასდროს ვითამაშებ – იამალმა “ბარსელონას” ფანებს პირობა მისცა

“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების 16 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა პირობა დადო, რომ “რეალში” არასდროს ითამაშებს. “ბარსელონას” ფეხბურთელობის გარდა, მე ამ გუნდის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ვარ. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ “რეალში” არასდროს ვითამაშებ”, – ციტირებს იამალს Marca. გასულ სეზონში იამალმა პრიმერას 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.