“გეტყვით, რის საფუძველზე მიაღწია სანიოლმა წარმატებას… ნაკრებში ჩემი დებიუტის წინ მან ბიჭებს ასე მიმართა და გული გამითბა…” – გველესიანმა სანიოლის შესახებ ისაუბრა

“გეტყვით, რის საფუძველზე მიაღწია სანიოლმა წარმატებას… ნაკრებში ჩემი დებიუტის წინ მან ბიჭებს ასე მიმართა და გული გამითბა…” – გველესიანმა სანიოლის შესახებ ისაუბრა Youtube-ზე “ლაი-ლაის” გვერდზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს სპორტული გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი გახლდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რის ხარჯზე მიაღწია “ჯვაროსანთა” რიგებში მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა […]
თაღლითური სქემა სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებით – თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალურ ქსელში შექმნილ ყალბ გვერდს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სახელით მოქალაქეები სიცრუეში შეჰყავს და ფულის სანაცვლოდ ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათს ჰპირდება. “ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“, სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად […]
საია: 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები და მოძალედეები ისევ დაუსჯელნი არიან

“ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია” – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. როგორც საზოგადოებისთვის […]
სუხიშვილების განახლებული საზაფხულო პროგრამა თაკარას სცენაზე – პროექტის მხარდამჭერია SOLO (რ)

SOLO კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს და მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეიქმნან დაუვიწყარი მოგონებები. სწორედ ამ მიზნით, SOLO და Mastercard-ი თაკარას გენერალური სპონსორია. თაკარას ფარგლებში, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” მაყურებელს კლასიკურ პროგრამას და მუდმივად განახლებულ ქორეოგრაფიულ დადგმებს სთავაზობს. შესაბამისად, ახლაც ანსამბლი მათ წინაშე განახლებული საზაფხულო პროგრამით წარდგება. SOLO მომხმარებლებისთვის იმოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც SOLO Mastercard […]
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს არღვევს და თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს არ ასაჯაროებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ პროაქტიულად, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს არ გაასაჯაროვა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის პირდაპირი დარღვევაა. მათივე ცნობით, ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე […]
პაატა მანჯგალაძე გენპროკურორის შერჩევის პროცესზე – მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თვალს: აწევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტიც

ჩვეულებრივი მარიონეტების თეატრს ვადევნებთ თავს. აწევს ბიძინა ხელს – აწევს მარიონეტიც, ჩაწევს ბიძინა ხელს – ჩაწევს მარიონეტიც, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ გენერალური პროკურორის არჩევაზე საუბრისას განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული, გამოკვეთილი კანდიდატი ჰყავს. მისი თქმით, ის “გამოკვეთილი კანდიდატი” ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილია. “ყველაფერი ფარსია, შერჩევის პროცესის […]
ირაკლი ნადირაძე – 8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში

8 ივლისს ყრილობაზე იქნება ბევრი სიახლე და ცვლილება, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს პარტიას, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს რუსი ოლიგარქის დამარცხებაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ 8 ივლისის ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა […]
გენპროკურორობის კანდიდატი – გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს მეზობლის ქათამი რომ მოიპარა მშიერმა ბავშვმა, იმ ბავშვს ეს ქათამიც მოვაყვანინოთ და კვერცხიც მოვაყოლებინოთ, თუ დავიჭიროთ, ციხეში გავუშვათ და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადავიყვანოთ

გენერალური პროკურორი უნდა ენდოს თავის თანამშრომლებს და შეამოწმოს. გენერალური პროკურორი არ უნდა წყვეტდეს მეზობლის ქათამი რომ მოიპარა მეზობელმა, მშიერმა ბავშვმა, იმ ბავშვს ეს ქათამიც მოვაყვანინოთ და კვერცხიც მოვაყოლებინოთ, თუ დავიჭიროთ, ციხეში [გავუშვათ] და სახელმწიფოს კმაყოფაზე გადავიყვანოთ, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ლალი ბუნტურმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ლალი ბუნტურმა, რომელიც მოქმედი […]
თამუნა ჩხეიძე – m&i ფორუმი ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე ღონისძიებებისა და დიდი ჯგუფების მისაღებად

„m&i Tbilisi 2024“ ფორუმში საერთაშორისო კომპანიებთან ერთად ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების მნიშვნელობაზე სასტუმრო „პარაგრაფი თბილისის“ წარმომადგენელმა, თამუნა ჩხეიძემ ისაუბრა. „მოხარულები ვართ, რომ m&i-ის მასშტაბურ ფორუმი თბილისში ჩატარდა. საქართველომ პირველად უმასპინძლა ამ ფორუმს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ეს ხელს უწყობს საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე, […]
ირაკლი ნადირაძე – ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე – როდესაც ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას

ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად რეაგირებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე – როდესაც ისინი ხედავენ, თუ როგორ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს ძალადობას, არ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო, თავს არიდებენ ინვესტიციების შემოტანას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ბიზნესი და ინვესტორები ყველაზე ადეკვატურად და […]