უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო ტასსი ავრცელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანზე ბართალან ხავალიზე დაყრდნობით. მისი სიტყვებით, ორბანი რუსეთის დედაქალაქში „მისი სამშვიდობო მისიის ფარგებში“ ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმას. იუწყებიან, რომ საუბარი უკრაინაში ომის დასრულების საკითხს შეეხება. 4 ივლისს, რადიო თავისუფლებას წყარომ უნგრეთის მთავრობაში აცნობა, რომ 5 ივლისს პრემიერ-მინისტრი […]

ქვეყანამ სამიზნე ნიშნულს რომ მიაღწიოს, აუცილებელია დენის გენერაციის ობიექტების განვითარებაზე აქტიურად ვიმუშაოთ – მაია მელიქიძე

იმისთვის, რომ ქვეყანამ სამიზნე ნიშნულს მიაღწიოს, აუცილებელია დენის გენერაციის ობიექტების მშენებლობა-განვითარებაზე მომავალი 6 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშაოთ, – ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე კომენტირებისას bpn.ge-სთან განაცხადა. შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2031 წლისთვის […]

5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების ორგანიზატორები 3 წლის შემდეგაც დაუსჯელები არიან – საია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2021 წლლის 5-6 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ 3 წლის შემდეგაც შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული, ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან. საია 19 პირის ინტერესებს იცავს, ამათგან, 17 პირი სხვადასხვა მედია ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა ძალადობას […]

“ალბათ, ხელები იტკინეს, როდესაც მცემდნენ” – რას ედავებიან ქაცარავას, რომელიც აქციიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, აქტივისტი დავით ქაცარავა საქალაქო სასამართლოში, დღეს 14:00 საათზე, დაკითხვაზეა დაბარებული. პოლიციის მიერ ნაცემ ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. “როდესაც უნდა გადავეყვანე კლინიკაში, მაშინ მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა, რომ მე ადმინისტრაციული წესით ვარ დაკავებული. აი ეს ინფორმაცია მქონდა, თუმცა მას მერე უკვე თვე ნახევარია გასული. აი ამ საქმის ახლა დაწყება უკავშირდება ალბათ ახალ გარემოებებს, რომლებიც […]

თალიბებმა ციხეში აწამეს და გააუპატიურეს ავღანელი უფლებადამცველი ქალი, რომელმაც წამების ვიდეო ჟურნალისტებს გადასცა-მედია

ყოფილმა პატიმარმა ავღანელმა აქტივისტმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა Guardian-ისა და Rukhshana Media-ს ჟურნალისტებს გადასცა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ციხეში ყოფნის დროს მას თალიბი მებრძოლები აწამებენ და აუპატიურებენ. როგორც გამოცემების ჟურნალისტები აცხადებენ, ეს ჩანაწერი პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა ავღანელი ქალების მიმართ პატიმრობის ადგილებში არასათანადო მოპყრობის შესახებ, დაზარალებულმა უფლებადამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო მას დასაშინებლად გაუგზავნეს […]

რიში სუნაკი მოსახლეობას – თქვენ გააგზავნეთ მკაფიო სიგნალი, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს, მოვისმინე თქვენი გაბრაზება და ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მარცხზე – მე დავტოვებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგების შემდეგ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დატოვებს, მაგრამ არა დაუყოვნებლივ. „ამ შედეგის შემდეგ, მე დავტოვებ პარტიის ლიდერის თანამდებობას, არა დაუყოვნებლივ, არამედ მას შემდეგ, რაც მოხდება ფორმალური შეთანხმებები ჩემი მემკვიდრის არჩევის შესახებ“, – აღნიშნა სუნაკმა „დაუნინგ სთრითის“ გარეთ, სადაც მან გამოსამშვიდობებელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ […]

UAG-ის 100 თანამშრომელი „112“-ის სასწავლო ცენტრის მიერ სერვის პლუსის მიმართულებით გადამზადდნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) თანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ,,112”-ის სასწავლო ცენტრის მიერ ეფექტიანი კომუნიკაციების მომსახურების სფეროში ტრენინგების ციკლი ჩაუტარდათ. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 4-კვირიანი სწავლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ასევე მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტების იმ თანამშრომლებს ჩაუტარდათ, რომლებიც მგზავრთა მომსახურების მიმართულებით მუშაობენ. მათივე ცნობით, 112-ის სასწავლო ცენტრის ტრენერების მიერ, საწყის ეტაპზე, აეროპორტების […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წვერის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წვერის, დავით ქაცარავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ქაცარავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ. ქაცარავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პროცესის დაწყებამდე მისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რა ქმედებას ედავებიან. „ბრალდებულად […]

თინა ბოკუჩავა – „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუარესდა საინვესტიციო გარემო, ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას და მხოლოდ ჩინური, საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიები შემოჰყავს

„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუარესდა საინვესტიციო გარემო, რასაც ადასტურებს ის, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას და მხოლოდ ჩინური, საერთაშორისოდ სანქცირებული კომპანიები შემოჰყავს საქართველოში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „რუსული კანონის“ მიღებამ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ მას ჰყავს პრორუსული ავტოკრატიული ხელისუფლება“. „რუსული კანონის“ მიღებამ საბოლოოდ, […]

ორბანი მოსკოვში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა. ინფორმაციას უნგრული საინფორმაციო სააგენტო MTI ავრცელებს. “სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება”. – ციტირებს MTI ორბანის პრესმდივნის ბერტალან ჰავაშის სიტყვებს. ინფორმაცია ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გუშინ, 4 ივლისს გავრცელდა. აქამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა […]