ჰესების მშენებლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია – მაია მელიქიძე

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის შეფასებით, ჰესების მშენებლობას ყველაზე დიდ გამოწვევას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი უქმნის. ახალი ჰიდრო გენერაციის ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ, მაია მელიქიძემ აღნიშნა, რომ არსებული ტენდენცია ჰესების წინააღმდეგ ნეგატიურმა პროპაგანდამ მოიტანა. „ჰესების მშენებლობასთან მიმართებით ყველაზე დიდი გამოწვევა არის ადგილობრივი მოსახლეობიდან წამოსული პროტესტი. 30 წელია, რაც […]
TI: ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” აცხადებს, რომ 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შექმნილმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს. TI განმარტავს, რომ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნით, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები […]
კვარაცხელიას და კიეზას თანაგუნდელობა რეალური გახდა – “იუვენტუსმა” ფედერიკო ტრანსფერზე დააყენა

ავტორიტეტული და გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “იუვენტუსმა” გუნდის 26 წლის ნახევარმცველი ფედერკო კიეზა ტრანსფერზე დააყენა. ფეხბურთელი “ვეკია სინიორას” ახალი მწვრთნელის ტიაგო მოტას გეგმებში არ შედის. ტურინელები ამ პოზიციაზე “ატალანტადან” ასევე 26 წლის ნიდერლანდელის ტეუნ კოპმეინერსის დამატებას აპირებენ. რაც შეეხება კიეზას, მისი ხილვა “ნაპოლიში” ყოფილ შეგირდ ანტონიო კონტეს სურს და შესაძლოა, ფედერიკოც ხვიჩას თანაგუნდელი […]
TI: ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს (TI) ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს. როგორც TI-ს განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციულმა ბიურომ 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რითაც დაარღვია კანონი “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, რომლის მიხედვითაც მას ეკისრება ვალდებულება, ყოველი წლის ბოლოს […]
სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არასრულწლოვანი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ 4 ივნისს დაასრულა “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე 14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანის, გიორგი მელიქიშვილის საქმის განხილვა. აქციის მონაწილეს პოლიცია ორ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, წვრილმან ხულიგნობას ადგილი არ ჰქონია, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დასაკისრებელი სახდელი არ არის […]
ELLE-ის უნგრული რედაქცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

მოდის სფეროში გავლენიანი ჟურნალის ELLE-ს უნგრული რედაქცია, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. საერთაშორისო გამოცემის ჟურნალისტებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმოგზაურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პრესტურის ფარგლებში მომზადებული სტატია ქართულ სტუმარ-მასპინძლობას, მოდას, თბილისის ისტორიულ უბნებს, ბუნებას, კულტურას, მუზეუმებს, საგამოფენო სივრცეებსა და ქართულ სამზარეულოს შეეხება. […]
ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის კომპანიის მონაწილეობას ისურვებდნენ – PMCG

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხულ ეკონომისტთა უმეტესობა ანაკლიის პორტის პროექტში უკეთესი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მონაწილეობას ისურვებდა. ამის შესახებ ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ II კვარტალის გამოცემაშია ნათქვამი. გამოცემის მიხედვით, 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის საერთაშორისო ტენდერში ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გახდა. […]
აუცილებელია როგორც ჰიდროენერგეტიკის, ისე მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურების, რაც შეიძლება, მეტად მშენებლობა – მაია მელიქიძე

„საქმე დასაწყები იყო გუშინ, არამც თუ დღეს. აუცილებელია როგორც ჰიდროენერგეტიკის, ისე მზის და ქარის ელექტროენერგიის სადგურების რაც შეიძლება მეტად მშენებლობა“, – ამის შესახებ „კომერსანტის“ დილის ეთერში საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება უზარმაზარი გამოწვევა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის მხრივ. „საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა რესურსების თვალსაზრისით. ჩვენ ჰიდროენერგეტიკის […]
ქარიშხალ „ბრელის“ გამო მექსიკაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

ქარიშხალ „ბრელის“ გამო მექსიკაში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. Reuters-ის ინფორმაციით, მეტეოროლოგებმა ქარიშხალს მე-3 კატეგორია მიანიჭეს. ქვეყნის ხელისუფლება იუკატანის ნახევარკუნძულის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც გამოცემა წერს, ქარიშხალმა „ბერილმა“ მექსიკამდე კარიბის ზღვის კუნძულებს გადაუარა, სადაც ქარის სიჩქარემ 185 კმ/სთ-ს მიაღწია და ასობით შენობის დაზიანება გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას კარიბის ზღვის კუნძულებზე სულ მცირე 11 […]
წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარი მეხმა დააზიანა – დეტალები

წალენჯიხის მერის მოადილე, თამარ ბელქანია: წალენჯიხის მაცხოვრის ტაძარს მეხმა გუმბათის საყრდენი ყელი (პერანგი) დაუზიანა. ვიზუალურადაც ჩანს, რომ გუმბათის ყელი მარცხნივ არის გადახრილი. ქარბორბალამ წალენჯიხას, ორ ივლისს გადაუარა. სახურავი სახლებს გადახადა და მოსავლის გარეშე დატოვა მოსახლეობა. რა უნდა მოხდეს, მეტი რომ ხალხმა ან ბუნების ძალა ირწმუნოს ან სოფლად მცხოვრები ადამიანები ცენტრმა შეიმჩნიოს! #გახსოვდეთსოფელი და #წუთიასოფელი #ჩემისამეგრელოაქარის […]