ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 19300 ჰა-ზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციის (FMI) საველე სამუშაოები ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ინვენტარიზაციას ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული მეტყევე ტაქსატორები ახორციელებენ. „ოზურგეთში ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული […]

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში 5,998,603 მგზავრი დაფიქსირდა – ფინანსური ანგარიში

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი 5,998,603 ჯამური მგზავრი, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ 2023 წლის ფინანსური ანგარიშშია საუბარი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს მოემსახურა საერთაშორისო მიმოსვლის 62%-ზე მეტს, წლიურად მგზავრების გამტარუნარიანობა – 6,1 მილიონი იყო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი პოზიციონირებს, როგორც დაბალბიუჯეტიანი აეროპორტი. ის სიდიდით მეორე აეროპორტია ქვეყანაში […]

“იბერიამ” მიქაძე გაუშვა და კორღალიძე მთავარ მწვრთნელად უკვე მესამედ დანიშნა

Geo Team-ის ინფორმაციით, ეროვნული ლიგის ბინადარ “იბერიაში” სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდება. გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი გიორგი მიქაძე დატოვებს, რომლის ხელშიც კლუბმა ბოლო 8 მატჩიდან 7 დათმო. მიქაძეს ლევან კორღალიძე ჩაანაცვლებს, რომელიც “იბერიას” წარსულში უკვე ორჯერ თავკაცობდა. ინფორმაციისთვის, “იბერია” კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს და გათამაშებაში მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდიდან ჩაერთვება.

ქუთაისის “ტორპედომ” ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” ორი ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ გვაუწყა. იმერული გუნდის მაისურს მოირგებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია, რომელიც ბოლოს ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და როგორც კლუბის სოციალური ქსელით ვიგებთ, ეს სასყიდლიანი ტრანსფერია. აღსანიშნავია, რომ ფაცაცია ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. მისი გოლი ისეთი ფეხბურთელების გვერდით მოხვდა, […]

მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს

მათთვის ცნება სახელმწიფო ინტერესები არ არსებობს, ისინი მოქმედებენ სტრატეგიული მტრების თამაშით, მზად არიან ბრძანება უსიტყვოდ შეასრულონ, თუნდაც ის სახელმწიფო ინტერესებს და საქართველოს მომავალ პერსპექტივებს აზიანებდეს ტალიავინის დასკვნაზე ხელმომწერ პოლიტიკურ ძალას, არ აქვს უფლება, „ქართული ოცნებას“ მოღალატე უწოდოს! – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომლის თქმითაც, ის რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეუთოს რეზოლუციას მხარი […]

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, შესარჩევი კომისია 21 ივნისს შეიქმნა, რომლებიც კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების გაცნობის შემდეგ, კანდიდატების კვალიფიკაციას, რეპუტაციას, დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას შეაფასებს, რის შემდეგაც, კომისია პრეზიდენტს კანდიდატს, ან კანდიდატებს წარუდგენს. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ცენტრალური […]

ადვოკატებმა სასამართლოში, ქაცარავას დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების, საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა ითხოვეს

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ადვოკატებმა, სასამართლოში, ქაცარავას დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების, საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა ითხოვეს. აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას აღნიშნული კადრები არ აქვს ნანახი და რამდენიმე წუთი სჭირდება მის გასაცნობად, რის შემდეგაც დააფიქსირებდა პოზიციას. მოსამართლე კობა ჩაგუნავას განმარტებით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, დავით ქაცარავას […]

“მარცხზე პასუხისმგებლობას ვიღებ” – სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერის თანამდებობა დატოვა

არჩევნებში მარცხის შემდეგ რიში სუნაკმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. ის აღარც კონსერვატიული პარტიის ლიდერი იქნება. “რთული დღეა, თუმცა ამ სამუშაოს ვტოვებ პატივით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნის პრემიერმინისტრი ვიყავი.” – თქვა სუნაკმა დაუნინგ სთრითზე გამოსვლის დროს. სუნაკმა ასევე აღნიშნა, რომ ის დატოვებს კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოზიციასაც მას შემდეგ, რაც ახალი ლიდერი შეირჩევა. კონსერვატორთა მნიშვნელოვანი მარცხის შემდეგ […]

პირველი ჩინური სატვირთოები შუა დერეფნის აზერბაიჯანის მონაკვეთზე არიან

ჩინეთიდან დაძრული სატვირთო ავტომობილების პირველი კოლონა შუა დერეფნის აზერბაიჯანის მონაკვეთზე დღეს, 5 ივლისს შევიდა. ჩინური პროდუქციით დატვირთული მანქანები ევროპის ქვეყნებისკენ გზას საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებით გააგრძელებენ. მანამდე, მაისში, ჩინეთმა შუა დერეფნით ევროპაში სამი სატვირთო ავტომობილი გაგზავნა, რომელთა ჯამური წონა 80 ტონას შეადგენდა. Gbc.ge

ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე 511 ადამიანია დასაქმებული – პროექტს China Road and Bridge Corporation ახორციელებს

ვაზიანი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე 511 ადამიანია დასაქმებული, აქედან თითქმის 70% – 353, საქართველოს მოქალაქეა. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო კომპანია China Road and Bridge Corporation ახორციელებს, – ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იან გზაზე პირველი, 4 კმ-იანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია. გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს. გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან […]