ნათელაშვილი: ბრიტანეთში ლეიბორისტებმა მოიგეს, საქართველოს გადარჩენაც მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია

დღეს გამოცხადდა არჩევნების შედეგები ბრიტანეთში, გაიმარჯვა ლეიბორისტულმა პარტიამ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კაცობრიობის მომავალი არის დემოკრატიული სოციალიზმი და არა ოლიგარქიული დემოკრატია. მოვიდა სტარმერი, დღეს მივულოცეთ და განადგურდა კონსერვატიული პარტია. განადგურდა იმიტომ, რომ პრემიერი იყო იქაური ოლიგარქი, მილიარდერი, ბანკირი, სიმამრიც მილიარდერი ჰყავს, აზიური წარმოშობის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. […] ამ ოლიგარქმა გაანადგურა ჩერჩილის პარტია, ისტორიული კონსერვატიული […]
ზურაბიშვილი წვრთნების გადადებაზე: ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

“ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს” – სალომე ზურაბიშვილი აშშ-სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებას ეხმაურება. “ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) […]
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნები ოთხი საათით მეტ ხანს იმუშავებენ

5 ივლისს, ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კენჭისყრის საათები გახანგრძლივდა. მეორე ტური დაინიშნა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ გამოცხადებულიყო აშკარა გამარჯვებულად 28 ივნისის კენჭისყრაში, როცა რეკორდულად დაბალი აქტივობა აღირიცხა. საარჩევნო უბნების დახურვა დაგეგმილი იყო ადგილობრივი დროით, საღამოს 6 საათისთვის თუმცა, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კენჭისყრა გაგრძელდა 22 საათამდე. ირანში არჩევნებისას […]
ორბანი რუსეთ-უკრაინაზე: ვიგრძენი, რომ პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ის მიხვდა, როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან კიევისა და მოსკოვის პოზიციები. თუმცა აქვე ის ირწმუნებოდა, რომ პირველი ნაბიჯი დღეს, 5 ივლისს გადაიდგა და დაიწყო დიალოგი. “მე ვიგრძენი, რომ პოზიციები ერთმანეთისგან შორსაა, ომის შესაჩერებლად და მშვიდობის დასამყარებლად გადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობა ბევრია, მაგრამ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ნაბიჯი […]
პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა. „ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება […]
თინა ბოკუჩავა – საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდობა სახლებიდან და აუდიტორიებიდან რაიმეს მისაღწევად გამოსულიყოს და უკან დამარცხებული დაბრუნებულიყოს!

ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მაქვს საშუალება გესაუბროთ თქვენ, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილი ხართ. საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდობა სახლებიდან და აუდიტორიებიდან რაიმეს მისაღწევად გამოსულიყოს და უკან დამარცხებული დაბრუნებულიყოს! არ არსებობს წინაღობა, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით […]
ცეცხლის შეწყვეტას ვემხრობით, თუ დონბასიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან გავლენ – პუტინი

უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მათი შეხვედრა შეაჯამა. პუტინი რუსეთ-უკრაინის ომსა და ორბანის წარდგენილ ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას შეეხო და ხაზი გაუსვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე მოთხოვნების სია წარადგინა, რომელიც კვლავ ძალაშია. ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ უკრაინამ დონბასის რეგიონიდან, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან ჯარებს გაიყვანოს. “თავისთავად, აქტუალური […]
ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი მოსკოვში ვიზიტი „დიალოგის აღდგენისთვის პირველ ნაბიჯს“ წარმოადგენს. ამის შესახებ ორბანმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „აღმოვაჩინე, რომ პოზიციები ძალიან დაშორებულია ერთმანეთს. ბევრი ნაბიჯებია საჭირო ომის დასამთავრებლად და მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ „ამ სამუშაოს გააგრძელებს“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ორბანის ვიზიტს ევროკავშირის […]
“ბიძინას ოცნება აუხდინეთ არჩევნების წინ… სიბრიყვესაც ხომ აქვს საზღვარი?” – თავდგირიძე

იყო ერთი იდეა და პროექტი გაერთიანებაზე და ოცნების წინააღმდეგ ერთიანი ძალისხმევით მოქმედებაზე. ცოტა ხანში შეიქმნა 4 გამაერთიანებელი პლატფორმა და 2 გამაერთიანებელი მოძრაობა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე არასდროს არ მქონდა დიდი წარმოდგენა ოპოზიციის კომპეტენციაზე და შესაძლებლობაზე, მაგრამ სიბრიყვესაც ხომ აქვს საზღვარი? რაც შეეხება სოკოებივით მომრავლებულ გამმაერთიანებლებს, ბიძინას ოცნება აუხდინეთ არჩევნების წინ. მე მგონი […]
შეურაცხყოფა და დისკრიმინაცია – “ევოლუშენ ჯორჯიას” ხელმძღვანელობა სკანდალში ეხვევა

ფოტოკოლაჟი, ტვ პირველი დიდი სკანდალი “ევოლუშენ ჯორჯიაში” – თანამშრომლები ხელმძღვანელებს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ და გაფიცვას აანოსნებენ. დასაქმებულების ხელშია უმძიმესი შინაარსის მიმოწერები მენეჯერების ჩატიდან. თანამშრომელთა თქმით, დამამცირებელი, შეუარცხყმყოფელი, რასისტული და დისკრიმინაციული მიმართვებით სწორედ მათ, საკუთარ თანაშრომლებს მოიხსენიებენ. გავრცელებულ ე.წ სქრინებში ასევე არის ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოებიც. http://