ანა ნაცვლიშვილი – ჩვენთვის განმსაზღვრელია, ისეთი კონფიგურაცია შედგეს პოლიტიკურ ველზე, რომ ამან შესაძლებელი გახადოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება

ჩვენთვის განმსაზღვრელია, ისეთი კონფიგურაცია შედგეს პოლიტიკურ ველზე, რომ ამან შესაძლებელი გახადოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება, რადგან ამ არჩევნებზე თითოეული ადამიანის ხმას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, არჩევანი დგას არა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის. […]

პენტაგონმა უღირსი საქციელი ჩაიდინა როგორც საქართველოს, ასევე მასში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიმართ

პენტაგონმა უღირსი საქციელი ჩაიდინა როგორც საქართველოს, ასევე მასში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედროების მიმართ დამაზიანებელ პოლიტიკურ კონიუნქტურას დამორჩილებული აშშ-ის თავდაცვის უწყება ვერ შელახავს საქართველოს სახელოვანი სამხედროების სახელსა და პროფესიონალიზმს. ამგვარი არაკეთილსინდისიერი საქციელით კი, ქულები დაეწერა ოკუპანტი რუსეთის პროპაგანდას და მათ სასარგებლო იდიოტებს მარგინალ ნაცოპოზიციაში, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის […]

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლება საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებზე აყვანა. „ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელი პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება […]

საქართველოს ნაკრები დაძაბულ მატჩში ფიჯისთან დამარცხდა

შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. მატკავამ სამი საჯარიმო გამოიყენა, სტუმრებმა კი ორი ლელო დადეს, გარდასახვები არაზუსტად შეასრულეს და ერთი საჯარიმოს რეალიზაცია შეძლეს, ბოლოს ივანიშვილს მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა და პირველი ტაიმი 9:10 დასრულდა. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრები კარგა ხანი თითქმის უბურთოდ იყო, ფიჯელებმა ანგარიში გაზარდეს (9:21). მალე მატკავამ საჯარიმოთი სხვაობა შეამცირა. მერე მსაჯმა მოწინააღმდეგის მორაგბე […]

რომან ჩხენკელის აგროკომპანია Green Solutions-ი ინვესტორებს ეძებს

აგროკომპანია Green Solutions-ი ინვესტორებს ეძებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა რომან ჩხენკელმა განაცხადა. „ძალიან საინტერესო ბიზნესმოდელს შევთავაზებთ დაინტერესებულ პირებს, როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს“, – აცხადებს ფერმერი, რომელიც ლაგოდეხში 70 ჰა-ზე მეტ ფართობზე სხვადასხვა სახეობის ხილის მაღალტექნოლოგიური ხილის ბაღებს ფლობს. რომან ჩხენკელის ინფორმაციით, Green Solutions-ის წლიური მოსავალი, საშუალოდ, 1 მლნ კილოგრამი ხილია და პროდუქციას, […]

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 8-9 ივლისს რუსეთში ჩავა

8-9 ივლისს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. „რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას ტრადიციულად მეგობრული რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს კრემლი „უდიდეს მნიშვნელობას […]

2023 წელს საქართველოში მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტი გაიზარდა

2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2 067 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა, რაც 2022 წლის მონაცემს 247 ტონით აღემატება. ფულად გამოხატულებაში ექსპორტმა 2023 წელს 126.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2022-ში კი – 109.5 მილიონი დოლარი. მთლიან ექსპორტში დამკურნალო საშუალებებს 2,1% უკავია. რაც შეეხება იმპორტს, გასულ წელს ქვეყანამ უცხოეთის ბაზრებიდან 13 301 ტონა სამკურნალო საშუალებები შემოიტანა (მთელი […]

ნატოს ხელმძღვანელმა თავი აარიდა შეკითხვებს ბაიდენის მდგომარეობის შესახებ

5 ივლისს ნატოს ხელმძღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა, თავი აარიდა ჟურნალისტების შეკითხვებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მდგომარეობისა და იმის შესახებ, თვლის თუ არა ის, რომ ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერი შესაფერისი კანდიდატია ხელახლა ასარჩევად. “მე თუ დავიწყებ რამის თქმას ან კეთებას, რამაც შეიძლება დამაკავშიროს პოლიტიკურ დებატებთან ნებისმიერ მოკავშირე ქვეყანაში, მხოლოდ დავასუსტებ ალიანსს”, განაცხადა სტოლტენბერგმა, როცა მას ბაიდენის […]

თინა ბოკუჩავა – გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! – შეცდომის უფლება არ გვაქვს

გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ევროპული კეთილდღეობა და განვითარება? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! გვსურს ჩვენი კულტურის, იდენტობის და ტრადიციების დაცვა? უნდა შევცვალოთ ხელისუფლება! შეცდომის უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს არც დაღლის, არც ნიჰილიზმის უფლება, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე […]

„ლელო“ – ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში – დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით

საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში, – ასე ეხმაურება პარტია „ლელო“ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას. როგორც „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. „მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის” განუსაზღვრელი დროით შეჩერება ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვა დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო. ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ […]