თბილისის და ბათუმის აეროპორტების დატვირთვა 35.6%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში თბილისის და ბათუმის აეროპორტების დატვირთვა გაიზარდა. აეროპორტებში მგზავრთნაკადი როგორც გასულ წელთან შედარებით, ასევე პანდემიური – 2019 წლის 6 თვის მაჩვენებელთან შედარებითაც გაიზარდა. აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი ჯამურად 36.4%-ით 2 459 208-მდე გაიზარდა. 2023 წელს აეროპორტების დატვირთვის მაჩვენებელი 1 802 599 მგზავრს შეადგენდა, […]

თურქეთი გლობალური დათბობისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო სურსათის მარაგს გაზრდის

თურქეთმა გლობალური დათბობისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, სურსათის მარაგის გაზრდა გადაწყვიტა, ამის შესახებ გამოცემა Yeni Akit წერს. „ამ კუთხით, თურქეთის მარცვლეულის საბჭო (TMO), გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში, ყოველწლიურად სულ მცირე 1,5 მილიონი ტონა ხორბლის, 250 ათასი ტონა ქერის, 150 ათასი ტონა სიმინდისა 50 ათასი ტონა ბრინჯის მარაგების ორგანიზებას მოახდენს. მარაგების შესაქმნელად კი ორგანიზაცია დახარჯავს 5 […]

“ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არ წარმოადგენს” – კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი სოციალურ ქსელში და ორბანის მოსკოვში ვიზიტს ეხმაურება და წერს: “ვიქტორ ორბანი მოსკოვში ევროკავშირს ან მის პოზიციებს არანაირად არ წარმოადგენს. ის ევროკავშირში თავმჯდომარეობის პოზიციას დაბნეულობის დასათესად ბოროტად იყენებს. ევროკავშირი ერთიანია, მკაფიოდ დგას უკრაინასთან და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”,

პენტაგონმა საქართველოსთან ერთობლივი წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო

აშშ-საქართველოს ტრადიციული ერთობლივი წვრთნები “ღირსეული პარტნიორი” ვაშინგტონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო. ცნობას ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. სამხედრო წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner) საქართველო 2016 წლიდან მოყოლებული მასპინძლობს. პენტაგონის განცხადებით, ეს ნაბიჯი საქართველოსთან შეერთებული შტატების ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ნაწილს წარმოადგენს. ოფიციალური განცხადება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა საკუთარ ვებგვერდზე 5 ივლისს გამოაქვეყნა, სათაურით – “განცხადება ღირსეული […]

ნატო სამიტზე ჭურვების ერთიანი სტანდარტის შემოღებას შეეცდება – ანონიმური წყარო

ნატო მზად არის ვაშინგტონის სამიტზე პირველად გამოაქვეყნოს თავდაცვითი ინდუსტრიის ვალდებულება, ქვეყნებს უკარნახოს გააფართოონ იარაღის წარმოება და დაუბრუნდნენ საბრძოლო მასალის უფრო მკაცრ სტანდარტებს, რათა ბრძოლის ველზე ჭურვები ურთიერთჩანაცვლებადი გახდეს. იმ დროს, როდესაც ნატო მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების სტანდარტის დაცვას აკონტროლებს და მოკავშირეებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთის საბრძოლო მასალა გამოიყენონ, საარტილერიო ჭურვების შემთხვევაში, ეს ასე ადვილი არ არის. […]

ცნობილი გახდა რა თანხა გადაიხადა “ფროზინონემ” კვერნაძის ტრანსფერში

“ფროზინონემ” ფოთის “კოლხეთისგან” 21 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე გამოისყიდა. ცნობილი გახდა რა თანხა დაუჯდა იტალიურ კლუბს ქართველის ტრანსფერი. კლუბის საიტი იტყობინება, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კვერნაძეში 3 მილიონი ევრო გადაიხადეს, სიმართლეს არ შეესაბამება და სინამდვილეში ის 500 ათასად შეიძინეს. “ფროზინონემ” კვერნაძეს კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ზურაბიშვილი ოცნებაზე: საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართული ოცნება სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. “ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულi ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენ […]

“ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, გიხარიათ” – ვოლსკი ჟურნალისტებს

5 ივლისის მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ ხელისუფლება პასუხისმგებლობას ისევ გაურბის და დანაშაულის ორგანიზატორების დასჯის საფუძველს ვერ ხედავს. გია ვოლსკი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მათ ლექსო ლაშქარავას სიკვდილი არ აწუხებთ და გარდაცვლილ ოპერატორის სახელს მედია საკუთარი ინტერესისთვის იყენებს და ამბობს: ლექსო ლაშქარავას ბედი არც არავის არ გაღელვებთ და რომ გარდაიცვალა, გიხარია პირიქით, რომ საშუალებას გაძლევთ … მე […]

საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც თავდაცვის ძალების გაძლიერება ეფუძნება – ზურაბიშვილი “ოცნებაზე”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების განუსაზღვრელი ვადით გადადებას ეხმაურება და წერს, რომ მმართველი პარტიის ქმედებების შედეგად, ახლა საფრთხე ექმნება აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რასაც თავდაცვის ძალების გაძლიერება ეფუძნება. “ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმული ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად, ახლა საფრთხეს უქმნიან […]

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ახლოლალოში მეჩეთის გახსნას დაესწრო

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, იმამ ჰასანის სახელობის მეჩეთი გაიხსნა. ამის შესახებინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მეჩეთის საზეიმო გახსნას დაესწრნენ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ირანის […]