სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვილი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვილი მიმდინარეობს. ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულის ახლობლები, მეგობრები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან. დაღუპულ პილოტს სამხედრო პატივით გორში დღეს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, […]
ლუკაკუ ნეაპოლში სახლს ეძებს – რა ბედი ეწევა ოსიმენს?

“ნაპოლი” “ჩელსისთან” რომელუ ლუკაკუს თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბელგიელი ფორვარდი “პარტენოპეის” ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობა ძალიან სურს და ნეაპოლში უკვე სახლს ეძებს. როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, “ნაპოლი” “ჩელსის” 30 მილიონ ევროს გადაუხდის. ლუკაკუს “პარტენოპეიში” ტრანსფერი კი იმის მანიშნებელია, რომ დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენს […]
დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი – უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება

უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – განაცხადა კეირ სტარმერმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კეირ სტარმერს […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა – თუ ივანიშვილი 26 ოქტომბერს არ გავისტუმრეთ, საქართველოს აღარ ექნება ბმა დასავლურ სამყაროსთან

ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებას. მისი თქმით, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადების გადაწყვეტილება არის ივანიშვილის იზოლაციის კურსის შედეგი. „ამ სწავლების სახელი არის „ღირსეული პარტნიორი“. ივანიშვილი და მისი ბანდა არც ღირსეული და არც პარტნიორი მსოფლიოში არავისთვისაა, […]
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულია რეფორმისტი კანდიდატი მასუდ ფეზეშქიანი. არჩევნებში მონაწილებდა 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მას ეკუთვნის. საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტი იყო მკაცრი ხაზის ყოფილი მიმდევარი საიდ ჯალილი. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდა, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა. სწორედ ამის გამო დაინიშნა მეორე ტური, რომელიც […]
კრაკოვის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ფიროსმანი“ აჩვენეს

პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის „გროტესკას თეატრში“, მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“. სპექტაკლი კრაკოვში მიმდინარე ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენის – „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ – ფარგლებში გაიმართა. გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში 18 აპრილს გაიხსნა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, […]
მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი – გიორგი გველესიანი

„მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან“,-ამის შესახებ განცხადება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ დებოშის შემოტანას, რაც არ გამოუვათ, რადგან გუნდი არის ერთიანი. “პირველ რიგში მინდა […]
მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარი – გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”. – წერია გარემოს სააგენტოს განცხადებაში.
თბილისში ორდღიანი საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა

თბილისში ორდღიანი საერთაშორისო ენერგეტიკული გამოფენა და ფორუმი გაიმართა 4-5 ივლისს, საქართველომ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმს უმასპინძილა, რომლის მთავარ თემას საქართველოს, როგორცგანახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტიროლის წარმოჩენა წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა. ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ ენერგეტიკულისექტორის წარმომადგენლები, განახლებადიენერგიის დეველოპერები,სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორცსაქართველოდან, […]
აშშ-ს იმედი აქვს, რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება
აშშ-ს იმედი აქვს, რომ გაისად საქართველოს, ამერიკის წინაშე ცალ ფეხზე მდგომი და მათი ბრძანებების თუ სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი ხელისუფლება ეყოლება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში „Noble Partner”-2024 („ღირებული პარტნიორი“-2024) წვრთნების გაურკვეველი ვადით გადადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუ ბოლომდე წავიკითხავთ ტექსტს, ვნახავთ რომ აშშ „მოუთმენლად ელის“ მომავალ თანამშრომლობას პარტნიორებთან (ანუ საქართველოსთან) 2025 წელს. ანჯაფარიძის თქმით, ზემოთ […]