ზურაბიშვილი წვრთნის გადადებაზე: ხელისუფლება ვერ მიხვდა, სად არის ქვეყნის მშვიდობა

ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ამერიკასთან ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვის უნარისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენს ჯართან [მიმართებით] ამ დახმარებით. ეს ყველაფერი არის უკვე დიდი საფრთხის ქვეშ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა […]

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა დეპუტატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო press.ir ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, პეზეშკიანმა მეორე ტურში 30,5 მილიონი ხმიდან 16, 3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილიმ – 13,5. არჩევნებზე აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა. „ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მაცხოვრებლები […]

„ქრონიკის“ ინფორმაციით ოპოზიციის ახალგაზრდულ ფრთას წინასაარჩევნოდ ბექა ყორშია და ანა ბუჩუკური ატრენინგებენ

ტრენინგები ბაკურიანში. ერთ მაგიდასთან რადიკალური ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას თანაპარტიელები. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები წინა საარჩევნოდ ემზადებიან. ტრენერად, კი ოპოზიციური არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია ჰყავთ, რომელიც, „ქრონიკის“ ინფორმაციით, როგორც თავად ამბობს, მისი რეპორტაჟების წარმატებულობას ადამიანების მოტყუება და სუს-ის წარმომადგენლად გაცნობა განაპირობებს.„ქრონიკის“ ინფორმაციით, რადიკალთა ფრთას ბაკურიანში შეკრებილებს რჩევებს აძლევს ანა ბუჩუკური. ინფორმაციის გადამოწმება „ქრონიკამ“ […]

კობახიძე ფეხბურთელებზე: [ივანიშვილისთვის] მადლობა რომ არ გადაეხადათ, ეს იქნებოდა უცნაური

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ფეხბურთის ფედერაციისთვის 30 მილიონის გადაცემით პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ფეხბურთელებს „ქართველი ხალხისთვის მინიჭებული სიხარული დაუფასა“. ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში ის აღნიშნავს, რომ ეს გასაკვირი ვერ იქნებოდა. ამ საჩუქრის გადაცემის გამო ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა მას მადლობა გადაუხადა, რის შესახებაც კობახიძე საუბრობს გამოქვეყნებულ სტატუსში. „შეუძლებელია, ჯანსაღმა ადამიანმა გაიკვირვოს და მით […]

სესხის აღების წესში ცვლილება შევიდა – ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდა. რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ ფინანსურ ორგანიზაციებთან – ამის შესახებ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ […]

მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მთავრობამ რეკორდული ₾90 მლნ-ის ჯარიმები აკრიფა

2024 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 90 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 53.8 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 35.8 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი […]

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერი – უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება

უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, კეირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევი რჩება“, – განაცხადა კეირ სტარმერმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კეირ სტარმერს […]

გრიგოლ გეგელია – „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პაკეტი – ის არის მოღალატე ხელისუფლება

აშშ- საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობის საერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“. „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მან საქართველოს ხელისუფლებას მოღალატე უწოდა, რომელმაც აშშ-ის მიერ […]

სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება

სომხეთში ამერიკელი ჯარისკაცების მონაწილეობით სამხედრო წვრთნები ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადებას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება Eagle Partner 2024 სომეხი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართება და იგი კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის მიზნით, სამშვიდობო ამოცანების შესრულებას ითვალისწინებს. „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად, სომხურ-ამერიკული ერთობლივი წვრთნები Eagle […]

კობახიძე მის მიმართ განხორციელებულ შეძახილებზე: სცადეს, ზეიმი ღმუილით გადაეფარათ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე კოლექტიურ ნაცმოძრაობას უწოდებს ყველას, ვინც 2 ივლისს ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე მის სიტყვით გამოსვლას უარყოფითი შეძახილებით შეხვდა. პრემიერი ამ საკითხს დღეს, Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დამსწრე საზოგადოებამ სცადა, ზეიმი ღმუილით გადაეფარათ. „უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ. მოსაწყენი ცხოვრების ნაწილია […]