„თავისუფლება მიშას” – ამ მოწოდებით სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის სლოგანი „თავისუფლება მიშას”იყო. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის დროს გატარებული რეფორმები შეახსენეს, ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს. აქციაზე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილიც. „მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, უამრავი ინსტიტუციური რეფორმა გატარდა, რომელმაც თანამედროვე სახელმწიფო შექმნა. […]

გიორგი თავდგირიძე – ხელისუფლებამ საქართველო მხარდაჭერის, ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას

საგანგაშოა, აშშ – ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება, სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნებამ“ თავისი უგუნური პოლიტიკით, საქართველო ყველაზე ძლიერი სამხედრო მოკავშირის გარეშე დატოვა და ამით დიდი საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ „ევროპულ -დემოკრატიული ერთობის“ ლიდერმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა. საქართველო-აშშ-ს ერთობლივ სამხედრო სწავლებას ხანგრძლივი ისტორია აქვს, ის […]

კობახიძე მის მიმართ შეძახილებზე: სცადეს, „ღმუილით“ გადაეფარათ ზეიმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს მათ, ვინც 2 ივლისს ფეხბურთელების დახვედრის საზეიმო ღონისძიებაზე მის სიტყვით გამოსვლას უარყოფითი შეძახილებით შეხვდა. პრემიერი ამ საკითხს ეხება ამ შეძახილების მოსმენიდან მეოთხე დღეს, 6 ივლისს, ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში. „უკვე დიდი ხანია მიჩვეული ვართ, რომ როდესაც ქვეყანა წარმატებას ზეიმობს, კოლექტიურ ნაცებს ბოღმა ახრჩობთ. „მოსაწყენი“ ცხოვრების ნაწილია ის, რომ ნაცები ამ ქვეყნის […]

ლია სტურუას ლექსების კრებული On the Contrary კონკურსის Sarah Maguire Prize მოკლე სიაშია

ლია სტურუას ლექსების კრებულის ინგლისური თარგმანი On the Contrary, რომელიც 2023 წელს დიდ ბრიტანეთში მწერალთა სახლის ხელშეწყობით გამოიცა, თარგმნილი პოეზიის ლიტერატურულ კონკურსის Sarah Maguire Prize მოკლე სიაშია. „ეს პირველი კრებულია ინგლისურ ენაზე ამ შესანიშნავი ქართველი პოეტისგან. 1939 წელს დაბადებულმა ლიამ განვლო მშფოთვარე დროება და ყოველთვის იყო ინოვაციური, ორიგინალური და შთამაგონებელი პოეტი, რომელიც ეყრდნობოდა მუსიკის, მხატვრობის, […]

“საბოლოოდ, მისი ნამდვილი სახე”- ჯენიფერ ლოპესის ახალი ფოტო კრიტიკის ობიექტია – Marao

ჯენიფერ ლოპესი პარიზის მოდის კვირეულს გამორჩეული სამოსით დაესწრო – მომღერალს გამაოგნებელი 7000 ნამდვილი ვარდის ფურცლებისაგან შექმნილ პალტოში ეცვა. თუმცა, ჯენიფერი ერთი ჩვეულებრივი ვიდეოს გამო კრიტიკის ობიექტი გახდა – “და ბოლოს, მისი ნამდვილი სახე. ის ყველას ჰგავს ” და “თქვენ ხედავთ მის დანაოჭებულ შუბლს ,“ – ეს კომენტარი ხაზს უსვამს სილამაზის არარეალური სტანდარტების გავრცელებულ კულტურას და […]

„მაშინ მივხვდი, რომ გიო ალბათ, ცოცხალი აღარ იყო…“ – რას იხსენებს პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე

პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე, ირმა მალაციძე სოციალურ ქსელში რამდენიმე უცნაურ და საეჭვო დეტალზე წერს, რომელიც მისი ოჯახის თავზე დატრიალებულ უბედურებაზე მოასწავებდა. „გიოს დაკარგვამდე და დაკარგვის დღეებში რამდენიმე უცნაური ფაქტი მოხდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მინდა, რომ გაგიზიაროთ, იქნებ ასეთ დროს ძალიან გვჭირდება, დავიჯეროთ, რომ სიცოცხლე სადღაც სხვა ფორმით გრძელდება: 1. დაკარგვამდე ორი დღით ადრე, სამაჯურზე […]

“მე უმადური ადამიანი არა ვარ! განა ეს ცოტა არის?” – ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი: მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პოლიციას მართალია ერთი თვის თავზე ჯერ თავდამსხმელები, დამკვეთები, მანქანა, კამერები, მტკიცებულებები, კვალი, მოტივი და სამი განსხვავება ვერ იპოვეს, მაგრამ, სამაგიეროდ იპოვეს და დამიბრუნეს თავისივე წართმეული ჩემი მოპედი მართალია ჩაფხუტზე ჯერჯერობით თავს იკავებენ, მაგრამ, მე უმადური ადამიანი არა ვარ! განა ეს ცოტა არის?

გორში პროდუქციით დატვირთული სატვირთო ავტომობილი დაიწვა

გორში, სადგურის დასახლებაში სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ცნობილია, რომ ის ერთ-ერთ ბიზნესმენს ეკუთვნოდა და პროდუქციით იყო დატვირთული, რომელიც სრულად განადგურდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულები. ასევე უცნობია ცეცხლის გამომწვევი მიზეზი.

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა – დაიღუპა მოზარდი

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აწარმოებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კვარაცხელია, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობს, მომავალში კი უფრო დიდ კლუბსა და თანაგუნდელებს იმსახურებს!..

იტალიის ჩემპიონატი 18 აგვისტოს დაიწყება; ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “ვერონას” ესტუმრება. “კვარამ” გასული სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე პასით დაასრულა; ევროტურნირების გარეშე დარჩენილ გუნდში მწვრთნელთა მუდმივი ცვლილება იყო, ჩვენებურის ფლანგზე კი ახალ-ახალ ვარიანტებს განიხილავდნენ… Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 6 თებერვალს გამოქვეყნდა და გავიხსენებთ სიტუაციას, რომელიც არსებობდა. კვარაცხელიამ “ვერონას” მაშინ გაუტანა, პირველ წრეში კი […]