“დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს” – ფრანგული გამოცემა ხვიჩაზე წერს

იტალიურ პრესაში არაერთხელ დაიწერა, რომ “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს. ფრანგული გამოცემა Sport.Fr-ის ცნობით, “კვარას” კარიერის გაგრძელება პსჟ-ში სურს, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქართველზე უზარმაზარ ზეწოლას ახორციელებს. შეგახსენებთ, Corriere dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლიმ” “კვარას” თაობაზე “პარი სენ ჟერმენისგან” მიღებული 110-მილიონიანი წინადადება უკვე იუარა. ჯერჯერობით უცნობია კვლავ ეცდება თუ არა პარიზული […]
“ეს მოსაწყენი“ ცხოვრების ჩვეულებრივი გაგრძელებაა” – პრემიერი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე: ეს ერთი თვეა, საქართველოში მოვლენები ჩვეულ რიტმში ვითარდება და განსაკუთრებული არაფერი ხდება, გარდა ერთისა: ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს უდიდესი სიხარული აჩუქეს, როდესაც პირველივე ევროპის ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და ევროპა ქართული საფეხბურთო ნიჭის შესახებ აალაპარაკეს. ეს წარმატება იყო უდიდესი ბედნიერება ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც, ბოლო რამდენიმე წელია, 1990-იან და 2004-2012 წლებში დაკარგულ სიამაყის […]
მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო – ბაიდენი

მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია, დამარწმუნოს, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოვეთიშო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია „ეიბისისითან“ ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში, ბაიდენმა უარი თქვა, ჩაიტაროს „კოგნიტური ტესტი“ და მისი შედეგები გაასაჯაროოს. მისივე თქმით, ის „„კოგნიტურ ტესტს“ ფაქტობრივად ყოველდღე გადის, როდესაც თეთრ სახლში საქმიანობს“. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ სატელევიზიო დებატებზე მისი წარუმატებელი […]
სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულის ახლობლები, მეგობრები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან. დაღუპულ პილოტს სამხედრო პატივით გორში დღეს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, […]
ირანის პრეზიდენტი – მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით

მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით, – ამის შესახებ ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ განაცხადა. „მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ხალხი ვართ. ქვეყნის წინსვლისთვის ყველა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პეზეშკიანმა. შეგახსენებთ, გუშინ, ირანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა რეჟიმის მხარდამჭერი და ირანის ეროვნული უშიშროების […]
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებულია რეფორმისტი კანდიდატი მასუდ ფეზეშქიანი. არჩევნებში მონაწილებდა 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მას ეკუთვნის. საპრეზიდენტო არჩევნებში ფეზეშქიანის კონკურენტი იყო მკაცრი ხაზის ყოფილი მიმდევარი საიიდ ჯალილი. ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდა, თუმცა ვერცერთმა კანდიდატმა პრეზიდენტად არჩევისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო. სწორედ ამის გამო დაინიშნა მეორე ტური, […]
ბაიდენი: თუ ყოვლისშემძლე ღმერთი მეტყვის, რომ ბრძოლას გამოვეთიშო, შესაძლოა, ასეც მოვიქცე

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, თუ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე დაეშვება და ეტყვის, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშოს, შესაძლოა, ასეც მოიქცეს, თუმცა, ეს არ მოხდება. ეს სიტყვები ბაიდენმა ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა. ჟურნალისტის კითხვაზე, “თუ დაარწმუნებენ, რომ ტრამპის დამარცხება არ შეუძლია, გამოეთიშება თუ არა საარჩევნო მარათონს”, ბაიდენმა ასე უპასუხა: “ყოვლისშემძლე ღმერთი თუ დაეშვება დედამიწაზე და მეტყვის, პრეზიდენტობისთვის […]
ზურაბიშვილი: საქართველოს მთავრობამ ვერ გაიგო, სად არიან მისი მეგობრები და სად მტრები

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-სგან საქართველოსთან პარტნიორობის გადახედვისა და ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების გამო სამხედრო წვრთნების ღირსეული პარტნიორი გაურკვეველი ვადით გადადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა ვერ ხვდება, სად არიან მისი მეგობრები და სად მტრები. “ეს საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელია. შეიძლება, ისეთივე დონის დამაზიანებელი იყოს, როგორც ჩვენი ევროპული გზისთვის […]
კვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ – როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]

კრიშტიანო რონალდომა და პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულეს. რონალდოს ფენომენზე საუბარი კიდევ დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატმა ისე გამოაჩინა, მას სანაკრებო კარიერის დასრულება დაუგვიანდა… პატარა მბაპე და რონალდო მოგეხსენებათ, კრუშტიანო ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი ფეხბურთელია, საფრანგეთთან მატჩის წინ კი კიდევ ერთხელ გავრცელდა ფოტო, სადაც პატარა კილიან მბაპე მისთვის სათაყვანებელ პორტუგალიელთან ერთადაა აღბეჭდილი. როგორც ხვიჩამ, […]
8 ივლისს საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

თბილისის საბავშვო ბაგა – ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 8 ივლისს 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.რეგისტრაციას გაივლიან შემდეგი მიზნობრივი კატეგორიის აპლიკანტები:1. სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – […]