ირანის პრეზიდენტი – მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით

მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით, – ამის შესახებ ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„მეგობრობის ხელს ყველას გავუწვდით. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ხალხი ვართ. ქვეყნის წინსვლისთვის ყველა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა პეზეშკიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, ირანში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა რეჟიმის მხარდამჭერი და ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი, საიდ ჯალილი დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ