ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა – დაზიანებულია კერძო სახლები, სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტები

ბელგოროდზე თავდასხმის შედეგად, 2 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის მიმართულებით 27 დრონი გაუშვეს. მისივე თქმით, დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 4 საცხოვრებელი ბინა, 14 კერძო სახლი, 5 ავტომობილი, სოციალური და ინფრასტრუქტურის ობიექტები და ელექტრომომარაგების ხაზი დაზიანდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „6 ივლისის დღის ბოლოდან 7 ივლისის დღის ბოლომდე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის […]
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა დეპუტატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო press.ir ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, პეზეშკიანმა მეორე ტურში 30,5 მილიონი ხმიდან 16, 3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილიმ – 13,5. არჩევნებზე აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა. „ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მაცხოვრებლები […]
ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაზე – ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არ დაისაჯონ – ისინი წლები იცავდნენ მსოფლიო მშვიდობას

ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. აღნიშნულით ის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო. „მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს […]
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის გამომწვევ ვერსიებზე საუბრობს

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი – არსებობს თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპვაზე. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაღუპული სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. […]
უდიდესი დარტყმაა თავდაცვისუნარიანობაზე – ლელო აშშ-ის წვრთნების შეჩერებაზე

პარტია „ლელო“ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი დროით შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აშშ-ის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვის დაწყებას ნიშნავს. რაც „ლელოს“ განცხადებით მოსალოდნელი იყო. „ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების პირველ რაუნდს ურთიერთობების გადახედვა მოჰყვებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციიაში. შედეგად, დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი […]
თინა ხიდაშელს ინტერვიუს ჩაწერის დროს მანქანა დაეჯახა (ვიდეო)

„კინაღამ გაიტანა მანქანამ. სად იდგნენ, შუა ქუჩაში?“ – ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს ინტერვიუს ჩაწერის დროს მანქანა დაეჯახა. საბედნიეროდ, ქალბატონი თინა ინცინდენტის შედეგად არ დაზარალებულა.
ავიაკატასტროფაში დაღუპულ პილოტს, კახაბერ ზურაბაშვილს, დღეს დაკრძალავენ

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტის, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ცხედარი ცოტა ხნის წინ ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვილი მიმდინარეობს. ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულის ახლობლები, მეგობრები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან. დაღუპულ პილოტს სამხედრო პატივით გორში დღეს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, […]
,,აქცენტი მაღალმხარჯველ სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ” – ნატალია კვაჭანტირაძე

აქცენტი მაღალმხარჯველ სეგმენტზე უნდა გავაკეთოთ, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით მასიური ტურიზმის დანიშნულების ადგილი არ არის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ კულტურულ, თუ ბუნებრივ რესურსებს რომელიც გაგვაჩნია, – ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აუცილებელია, რომ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები და რესურსი სხვა ქვეყნებისთვის სწორად იყოს მიწოდებული. “როდესაც ქვეყანა განაცხადს აკეთებს, რომ […]
ბიუჯეტის შემოსავალი ლუდის აქციზიდან 24 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2024 წლის პირველ 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 24 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 5%-ით მეტია. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ლუდის აქციზი მასში ალკოჰოლის შემცველობაზე არის მიბმული, კერძოდ ლუდში ალკოჰოლის თითოეული პროცენტი 12 თეთრით იბეგრება, შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ ლუდის ალკოჰოლის საშუალო შემცველობა 5%-ია, ლიტრ ლუდზე აქციზის განაკვეთი […]