“ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი გვრჩება. მეორე მხარეს რუსეთია, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს” – შოთა ბურჯანაძე

“ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი არ გვრჩება. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს”, – ამის შესახებ რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ გასტრონომიული სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქციაზე BM.GE-სთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, ხალხის მიზანია, რომ სახელმწიფოს გაწყრომა დაანახვოს. “თაობაში ჩამოყალიბდა, რომ ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო, თუმცა დღეს სამწუხაროდ ამას საფრთხე ემუქრება. რეალობაა […]

პროკურატურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიშში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს სახელმწიფო უწყებების მუშაობა პოზიტიურად არის შეფასებული. ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 12 პირის მიმართ. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში […]

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი – პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა – ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან

საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია, – ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა. „ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ […]

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო

სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო მოუწოდებს სახალხო დამცველს დაუყოვნებლივ მოიწვიოს საბჭო, რათა საფუძვლიანად იქნას განხილული ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, როგორც შშმ პირთა უფლებათა ჭრილში, ისე მეინსტრიმ. „ჩვენ, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის, იმპლემენტაციისა და მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს […]

ადამიანი, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი იყო დააკავეს, არ დაარეკინეს… დედა გარდაეცვალა – უფლებადამცველი

უფლებადამცველი ნათია თავბერიძე შემზარავ ამბავს ასაჯაროებს: ,,გუშინ ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული/დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა. Natalie Bukia და Lika Gogolidze შეხვდნენ, იურისტს გაესაუბრება და ჩვენც მივადევნებთ თვალს. ამ არაადამიანურ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს დღევანდელი რეჟიმი. იცოდეთ, რომ აუცილებლად მოითხოვეთ, გაესაუბრეთ […]

სახელმწიფო დუმამ “უცხოეთის აგენტებს” ქირით მიღებული შემოსავლის განკარგვაც აუკრძალა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონი, რომელიც „უცხოეთის აგენტებს“ უკრძალავს თავიანთი შემოსავლის ნაწილის განკარგვას. ახლა რუსეთის ხელისუფლების მიერ უცხოეთის აგენტად აღიარებულ პირებს მოეთხოვებათ სპეციალური რუბლის ანგარიშის გახსნა. მასზე ჩაირიცხება შემოსავალი ქონების რეალიზაციიდან და გაქირავებიდან, დეპოზიტებიდან და აქციებიდან, ასევე ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებიდან და ბრენდებით სარგებლობიდან. მიღებული თანხების განკარგვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რეესტრიდან „უცხოეთის აგენტების“ ამორიცხვის შემდეგ, რაც […]

,, ევროკავშირმა, სიაში მყოფი ყველა პირი ერთიანად ჩაუშვა არასასურველ პირთა (შავი) სიაში, რაც გულისხმობს” – მურთაზ ზოდელავა

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მურთაზ ზოდელავა: ,,რადგან დიპ პასპორტების თემაზე კვლავ რჩება კითხვება და ევრიკავშირის ეს ნაბიჯი (სინამდვილეში, ხალხოსნურ ენაზე ამას ეწოდება – ოცნების მთელი ელიტის შავ სიაში გამწესება) ვიღაცას მხოლოდ “პაეზდკის” სირთულედ წარმოუდგენია. საქართველო, ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანა ევროკავშირში აგზავნის სიას (მონაცემთა ბაზა) ყველა იმ პირის ჩამონათვალით ვინც სარგებლობს დიპპასპორტით. ეს სია (მონაცამთა ბაზა) […]

,, პანდემიია თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენს გარდა… ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ვერთობით” – სტეფანე მღებრიშვილი

მუსიკოსი სტეფანე მღებრიშვილი: ,,11 კორპორატიული და ახალი წლის ღონისძიებაც გავაუქმეთ. ჩემს გარდა ბენდში 11 მუსიკოსია, ხმის რეჟისორი და მენეჯერები. პანდემიია თუ არეულობა, ყველას ჩვეულებრივი სამსახური აქვს, ჩვენს გარდა… ჩვენ ხომ ხალხი არა ვართ, ვერთობით )) მთავარია ჩვენი ქვეყანა იყოს კარგად და მერე ჩავატარებთ ბევრს”

ანა დოლიძე – ყველას მოგწვდებით ყველგან და გაგებინებთ პასუხს

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საქართველოში ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰააგაში შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ,,ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. ანა დოლიძის განცხადებით, ჰააგაში მთელი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია ჩაიტანა, მათ შორის, როგორიც არის დევნა თბილისის ქუჩებში, წამება და არაადამიანური მოპყრობა. “მოგესალმებით ჰააგიდან, სადაც ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია ჩამომეტანა საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ […]

იუსტიციის სამინისტრო – ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ […]