1000-1000 ლარით დააჯარიმეს ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარე პროევროპულ აქციებში მონაწილეები

ბოლო რამდენიმე დღეა, თბილისის მსგავსად, საპატრულო პოლიცია ზუგდიდსა და ქუთაისშიც აჯარიმებს მძღოლებს, რომლებიც პროევროპულ აქციებში ავტოკოლონებში გადაადგილდებოდნენ. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ ორ ქალაქში პოლიციამ გამოწერა, სულ მცირე, ცხრა ჯარიმა – თითოეული მძღოლისთვის ჯარიმის ოდენობა 1000 ლარია. დავით ლოგუა ზუგდიდში 13 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე მეგობრებთან ერთად იყო. ის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ დააჯარიმა. „ზუგდიდში მე-20 […]

სტრასბურგის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლად რუსეთი ცნო

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაქტობრივ კონტროლს, არა საქართველო, არამედ რუსეთი ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, […]

„ქართული ოცნების“ ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კანდიდატის სტატუსს… მოვუწოდებ ეროვნული დიალოგისკენ – ანა ლიურმანი

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული დიალოგის დაწყებისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში შექმნილი ვითარებით ღრმად შეშფოთებული ვარ. მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობა ღრმად შემაშფოთებელია და ამიტომ, დღეს ჩვენ ევროპული საბჭოს დასკვნებს განვიხილავთ, სადაც მკაფიოდ […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8117 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8117 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8160 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0043 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9483 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9551 ლარს შეადგენდა. […]

ტიერი მარიანი ევროპარლამენტს – საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას – თბილისის ქუჩებში თქვენს მიერ წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახორციელებს

საქართველოსა და რუმინეთში ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან ხალხის არჩევანის უარყოფას. საქართველო დესტაბილიზაციის სურნელით გაჟღენთილი მცოცავი აჯანყების თეატრი გახდა, რომელიც ორკესტრირებულია საზღვარგარეთიდან საქართველოს კანონიერი ძალაუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას განაცხადა. მისი თქმით, ამას მოწმობს ღამის დემონსტრაციები თბილისის ქუჩებში, სადაც ევროკავშირის მიერ „წახალისებული ოპოზიცია მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. „ამას მოწმობს […]

გია ვოლსკი – ევროკავშირს ჩვენ საგარეო კურსთან არავითარი საპრეტენზიო არ აქვს – როცა საქართველოს მიმართ რაიმე ნეგატიური ან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღება, არის უსამართლობა და პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული

ევროკავშირს ჩვენ საგარეო კურსთან არავითარი საპრეტენზიო არ აქვს – როცა საქართველოს მიმართ რაიმე ნეგატიური ან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღება, არის უსამართლობა და პოლიტიკური კონიუნქტურით გამოწვეული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა. „ევროკავშირს არავითარი საპრეტენზიო ჩვენთან არ აქვს იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ჩვენი […]

იტალიელი ევროპარლამენტარი – საქართველოზე კომენტარი რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ არ ვიღებთ რეზოლუციას ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელების ხოცვაზე – არ გვინდა აღიარება, რომ ქართველები ხმას იმის მიხედვით არ აძლევენ, რა სურთ კალასსა და ფონ დერ ლაიენს

საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების შესახებ კომენტარი ზედიზედ რვაჯერ გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ კენჭისყრას რეზოლუციის შესახებ, რომელიც ნეთანიაჰუს მიერ პალესტინელი ხალხის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გმობს, – ამის შესახებ იტალიელმა ევროპარლამენტარმა, დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მაშინ, როდესაც ჩვენ მესამე მსოფლიო ომში ვეშვებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნებისა და საპროტესტო აქციების […]

ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, მათ, ვისაც ჩვენი სჯერა, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან – ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო

ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის, მათ, ვისაც ჩვენი სჯერა, უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან – ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო დავყრუვდით? არ გვესმის, რას უკეთებენ ყოველ ღამეს დემონსტრანტებს თბილისში? მე ჩავედი მათთან შესახვედრად, მათ არჩევნები მოჰპარეს, თავისუფლებას ჰპარავენ, ევროპაზე ოცნებას ჰპარავენ, „ქართული ოცნება“ მხოლოდ რუსეთისკენ იხედება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ განაცხადა. როგორც ნატალი […]

ვასო ფხაკაძის უმშვენიერესი მეუღლის საინტერესო ინტერვიუ: “ჩემი ცხოვრების თანმდევი კითხვაა, მოდელმა იურისტობა რატომ გადავწყვიტე” – Marao

ლიკუნა მეტრეველი სამოდელო სფეროში 2012 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ამ მიმართულებით არაერთი წარმატებაც ჰქონია, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მსახიობ ვასო ფხაკაძეზე იქორწინა. ლიკუნა მეტრეველმა და ვასო ფხაკაძემ ერთმანეთი სწორედ „მის საქართველოს” კონკურსზე გაიცნეს და დაოჯახებაც მალევე გადაწყვიტეს. ვასომ და ლიკუნამ ოფიციალურად 2018 წელს საფრანგეთში იქორწინეს და ჯვარი პარიზის […]

“ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი გვრჩება. მეორე მხარეს რუსეთია, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს” – შოთა ბურჯანაძე

“ასარჩევ სივრცეში ევროპის გარდა არაფერი არ გვრჩება. მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელიც ჩვენი არჩევანის გარეშე გადაგვყლაპავს”, – ამის შესახებ რესტორატორმა, შოთა ბურჯანაძემ გასტრონომიული სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქციაზე BM.GE-სთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს ევროინტეგრაციას საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, ხალხის მიზანია, რომ სახელმწიფოს გაწყრომა დაანახვოს. “თაობაში ჩამოყალიბდა, რომ ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო, თუმცა დღეს სამწუხაროდ ამას საფრთხე ემუქრება. რეალობაა […]