დღეს თბილისში ელექტროენერგია შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის, ელენე ახვლედიანის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერჩულეს, ცურტაველის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, სოღანლუღის და ნიზამ განჯელის ქუჩების მოსახლეობას. […]
სალომე ზურაბიშვილი: ბრავო საფრანგეთს!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის და ღირსების გამარჯვებად შეაფასა საფრანგეთის პარლამენტის არჩევნების შედეგი. პირველ ტურში მიღწეული წარმატების და პროგნოზების მიუხედავად, ულტრამემარჯვენეები მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდნენ. „ბრავო საფრანგეთს“, – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თანახმად, ეს იყო არჩევნები დემოკრატიის, ევროპის და საფრანგეთის ღირსეული გამარჯვებისთვის. ზურაბიშვილის შეფასებით, საფრანგეთის არჩევნების შედეგი გამარჯვება და იმედია ევროპაში […]
საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, არჩევნებში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზეა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა. უწყების ცნობით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა 168 მანდატით. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზე, 143 მანდატით. ამაასთან, „რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა […]
ორბანი კიევის და მოსკოვის შემდეგ პეკინში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზანი აქვს, ჩინეთში ჩავიდა. დღეს, 8 ივლისს, ორბანის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნდა პეკინის აეროპორტში გადაღებული ფოტო, მოკლე წინადადებით: „სამშვიდობო მისია 3.0“. პეკინამდე ორბანი კიევსა და მოსკოვში იმყოფებოდა. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია დეტალების დაკონკრეტების გარეშე იუწყება, რომ პეკინის სახელმწიფო რეზიდენციაში უკვე გაიმართა ჩინეთის მეთაურ სი […]
თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი ტექნიკური სამუშაოების გამო დროებით წყვეტს საქმიანობას

თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დროებით წყვეტს საქმიანობას მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში. კერძოდ: თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ […]
კრწანისის რაიონის გამგებელი აცხადებს, რომ ძლიერმა ქარმა სახურავი 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს გადახადა

კრწანისის რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. მისივე თქმით, ზემო ფონიჭალაში უამინდობის შედეგად ხეები წაიქცა. “სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებენ. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, […]
საფრანგეთის შს სამინისტროს მონაცემებით, არჩევნებში „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა, თუმცა უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების რაოდენობა ვერ მოიპოვა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, “ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა. უწყების ცნობით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა 168 მანდატით. მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზე, 143 მანდატით. ამაასთან, „რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა […]
მედია – ზეიმი და ვანდალიზმი საფრანგეთში – პოლიციამ პარიზის ცენტრალური მოედნის დემონსტრანტებისგან გასაწმენდად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის ქუჩებში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პარალელურად, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა და არჩევნების ეგზიტპოლების თანახმად გამოცხადებული შედეგები იზეიმა. მედიის ინფორმაციით, დემონსტრაციების უმეტესობა მშვიდობიანი იყო, თუმცა, იყო არეულობისა და ვანდალიზმის ფაქტებიც. ქალაქ ნანტში არეულობის ჩასახშობად სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამასთან, პარიზის ცენტრალურ მოედანზე, სადაც დემონსტრანტების უმეტესობა ახალგაზრდა იყო, პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი […]
არჩევნების შედეგებით საფრანგეთის მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერავინ შეძლებს

საფრანგეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ულტრამემარჯვენეები მეორე ტურის შედეგად მესამე ადგლზე აღმოჩნდნენ. პირველობა მემარცხენეებმა მოიპოვეს, თუმცა, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებისთვის საკმარისი ხმები არცერთ პარტიას არ აქვს. 7 ივლისს ჩატარებული მეორე ტურის ოფიციალური შედეგები ცნობილია. საფრანგეთში არჩევნების შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. პირველ ადგილზე მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტია“, რომელსაც 577-ადგილიან ეროვნულ […]
ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი პეკინში ჩავიდა, – ინფორმაციას ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მშვიდობის მისია 3.0. პეკინი“, -წერს ორბანი X-ზე. შეგახსენებთ, მანამდე უნგრეთის პრემიერი უკრაინასა და რუსეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. გუშინ მან განაცხადა, რომ მომავალში კიდევ მეტ მოულოდნელ შეხვედრას გამართავს.