თბილისში შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), გიორგი ახვლედიანის, ქიაჩელის, ელენე ახვლედიანის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერჩულეს, ცურტაველის, თელეთის, ქუმსიაშვილის, ხუციშვილის, სოღანლუღის და ნიზამ განჯელის ქუჩების მოსახლეობას. […]
“დების ღვინო” წელს კანადის ბაზარზე გამოჩნდება

„დების ღვინო“ მიმდინარე წელს კანადის ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ, BM.GE-სთან მეღვინეობის თანადამფუძნებელმა, თამთა აივაზიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, მეღვინეობამ წარმოება 2017 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე, 5 სახის ღვინოს, კერძოდ ქისის, ხიხვს, კახურ მწვანეს, წარაფსა(რქაწითელს) და საფერავს აწარმოებენ. მეღვინეობა “დების ღვინო” საოჯახო ბიზნესია და კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარეობს. “ნედლეული სრულად ჩვენია. ვენახები 3 ჰა-ზე წარაფის მიკროზონაში […]
ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება

ლევილის ისტორიულ მამულში ლევილის ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება. 6 ივლისს, მეშვიდე საფესტივალო კვირას, მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფოლკლორის ეროვნული გუნდი, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულა და მამა დავითის ტაძრის მგალობელთა გუნდი. აღსანიშნავია, რომ ფოლკლორის ეროვნული გუნდი ფოლკლორის ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით შარშან შეიქმნა […]
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყო

თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დღეს დაიწყო. 2024-2025 სასწავლო წლისთვის რეგისტრაციის პორტალი 10:00 საათიდან გაიხსნა და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც ორი წელი მაქსიმუმ 16 სექტემბერს უსრულდებათ. ამ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ შემდეგი მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები: – თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა […]
+36 გრადუსი – როგორია დღევანდელი დღის ამინდი

8 ივლისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. ოზურგეთში იწვიმებს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ?ფოთშიც დარია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით […]
8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი საღამომდე, ადვილია ჭორაობის მსხვერპლი გახდეთ. საოჯახო საქმეები გააკეთეთ დილით. დღის ბოლოს, არსებობს ფულის არასწორი მართვის რისკი, მოერიდეთ დიდ ხარჯებს, დაკავდით სახლის დიზაინით. კურო დღეს, ვარსკვლავები კუროს ურჩევენ უარი თქვან გარიგებებზე (განსაკუთრებით, სპონტანურად, სწრაფად და შემთხვევით). ასევე, სასურველია, თავი შეიკავოთ მომავლის დაგეგმვისგან, თუნდაც ეს იყოს მარტივი დაგეგმვა ხვალინდელი დღისთვის. ტყუპები ტყუპებს, დღეს, ყველაზე პროდუქტიული პერიოდი […]
თბილისის აეროპორტთან Ibis-ის სასტუმროს მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება – განახლებული პროექტის დეტალები

მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე თბილისის აეროპორტის მიმდებარედ Ibis-ის ბრენდით სასტუმროს მშენებლობა დასრულდება. სასტუმროს ასაშენებლად 12 653 კვ.მ ფართი დეველოპერულმა კომპანია Fujin Silk Properties-მა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 851 000 ლარად ჯერ კიდევ 2018 წლის 31 მაისში იყიდა. აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ახალი მფლობელი ვალდებული იყო პირადად ან მესამე პირის […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 8 ივლისს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ, მცხეთის რაიონის სოფლებს: საგურამო, ახალსოფელი, ტყანჭიქედი და მიმდებარე სოფლები. ამასთან, ამავე პერიოდში, აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, ქვემო არანისი და […]
კვლავ შეეცდება თუ არა პსჟ-ი კვარაცხელიას შეძენას? – რას წერს ფრანგული გამოცემა

რამდენიმე კვირის წინ ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლის” “კვარას” სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დედაქალაქელები უარით გაისტუმრა. ფრანგული გამოცემა Butfootballclub-ის ცნობით, პსჟ-მა ხვიჩას ამ ზაფხულს შეძენა საბოლოოდ გადაიფიქრა და მისი ტრანსფერის განხორციელებას 2025 წელს შეეცდებიან. წყაროს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი ამ […]
იენს სტოლტენბერგი – ჩვენ გვჭირდება მხოლოდ მშვიდობა და იქამდე მისასვლელი ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება იმაში, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ეს არის ალიანსში უკრაინის ნებისმიერი მომავალი გაწევრიანების წინაპირობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება, გამოცხადდება ახალი ინიციატივები უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის სარდლობა გერმანიაში და ლოგისტიკური […]